საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბინათმოსარგებლეთა და უბინაოთა უფლებების“ მიერ წარმოდგენილი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ (№1-12996/19; 04/07/2019) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის იურუდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-17892/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-15
ბიუროს ნომერი 294

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-17892/19 11-10-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს არასამთავრობო ორგანიზაცია „ბინათმოსარგებლეთა და უბინაოთა უფლებების“ მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია საკანონმდებლო წინადადება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-12996/19/9 04-07-2019). წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ცვლილების განხორციელებას სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში, რათა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობიდან წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი არ გავრცელდეს თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწასა და მასზე აგებულ უკანონო ნაგებობებთან დაკავშირებული გარიგებების საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობებზე. საკანონმდებლო წინადადების განხილვა დაევალა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. კომიტეტის მიერ საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა არის 15.10.2019 წელი. დამატებითი კონსულტაციების გავლის აუცილებლობიდან გამომდინარე მოგმართავთ საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge