საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა მოქალაქე ლეილა არხოშაშვილის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-13628/19; 15/07/2019) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-17893/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-15
ბიუროს ნომერი 294

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-17893/19 11-10-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოქალაქე ლეილა არხოშაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით“ (1-13628/19/9 15-07-2019). წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული კომლის წევრთა საერთო ქონებაზე სამკვიდროს გახსნასთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგებას. საკანონმდებლო წინადადების განხილვა დაევალა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. კომიტეტის მიერ საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა არის 15.10.2019 წელი. დამატებითი კონსულტაციების გავლის აუცილებლობიდან გამომდინარე მოგმართავთ საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge