„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/404/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-15
ბიუროს ნომერი 294

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), რეგლამენტის (საქართველოს 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) 221-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო სიმბოლოებთან და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით პარლამენტთან იქმნება და მოქმედებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო.“ მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ: ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი: რეგლამენტის პროექტის შემუშავება განპირობებულია „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებებით, რომლის მიხედვით კანონში აისახება ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტატუსი და საბჭოს უფლებამოსილებები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დარეგულირებულია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შექმნის საკითხი. შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებებიდან გამომდინარე, სათანადო ცვლილება უნდა განხორციელდეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი პროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შექმნის მიზანი განისაზღვრება „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტში მოცემული რეგულაციების შესაბამისად. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: რეგლამენტის პროექტის თანახმად, ცვლილება შედის პარლამენტის რეგლამენტის 221-ე მუხლის პირველ პუნქტში. აღნიშნული პუნქტის მოქმედი რედაქციის მიხედვით, სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით პარლამენტთან იქმნება და მოქმედებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო. რეგლამენტის პროექტის მიხედვით, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შექმნის მიზანს ემატება სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება. ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ პროექტთან მიმართებაში. ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები გამომდინარეობს „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებებიდან, შესაბამისად მათი ძალაში შესვლა უნდა მოხდეს ერთდროულად, გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორი არ ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) რეგლამენტის სტანდარტებთან: პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი