საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქეების მარინე ჯონჯუას და ოლიკო არღვლიანის მიერ წარმოდგენილ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვთა კვების, თითო ბავშვზე, 30 ლარიანი ვაუჩერის 80 ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებული (№1-16156/19; 30/08/2019) საკანონმდებლო წინადადების შესახებ.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-15
ბიუროს ნომერი 294
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-17912/19
11-10-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასკვნა
მოქალაქეების მარინე ჯოჯუას და ოლიკო არღვლიანის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე
სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვთა კვების, თითო ბავშვზე, 30 ლარიანი ვაუჩერის 80 ლარამდე
გაზრდასთან დაკავშირებით (N1-16156/19; 30.08.2019)
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 9
ოქტომბრის სხდომაზე განიხილა მოქალაქეების მარინე ჯოჯუას და ოლიკო არღვლიანის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვთა კვების, თითო ბავშვზე 30 ლარიანი
ვაუჩერის 80 ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით.
მოქმედი კანონმდებლობით, 16 წლამდე ასაკის პირისათვის განკუთვნილი საარსებო შემწეობის ოდენობა
და მისი მიღების ფორმები განსაზღვრულია კანონქვემდებარე აქტებით (სოციალური დახმარების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება და „მიზნობრივი სოციალური დახმარების
დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის N 225/ნ ბრძანება). „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28
ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
საარსებო შემწეობა – 50 ლარი საქართველოს მასშტაბით გაიცემა საერთო ფორმით (თანხის ნაღდი ფულის სახით
განაღდების უფლებით), ხოლო 2019 წლის 1 მარტიდან მუნიციპალიტეტების ნაწილში 50-ლარიანი დახმარებიდან
30 ლარი გაიცემა „ბავშვის კვების ბარათით“ (თანხის ნაღდი ფულის სახით განაღდების უფლების გარეშე), როგორც
საარსებო შემწეობა.
კომიტეტი მიესალმება ყველა წინადადებას, რომელის მიზანია სოციალურად დაუცველ ოჯახებში
მცხოვრები
ბავშვების
სოციალური
მდგომარეობის
გაუმჯობესება,
თუმცა
მიზანშეუწონლად
მიიჩნევს
საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკითხის მოწესრიგებას საკანონმდებლო აქტში ცვლილების
განხორციელების გზით.
აღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტი მხარს არ უჭერს წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
აკაკი ზოიძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge