საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების დავით მათიკაშვილის, ვანო ზარდიაშვილის, რატი იონათამიშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, ანრი ოხანაშვილის და სოფიო კილაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“(№07-3/351; 22/05/2019) საქართველოს კანონის პროექტების II მოსმენით განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-17932/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-15
ბიუროს ნომერი 294

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-17932/19 11-10-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით მათიკაშვილის, ვანო ზარდიაშვილის, რატი იონათამიშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, ანრი ოხანაშვილის და სოფიო კილაძის მიერ ინიციირებულია საქართველოს კანონის პროექტები: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (073/351/9 | 22.05.2019), რომელსაც, წამყვანი კომიტეტი (იურიდიულ საკითხთა კომიტეტი) იხილავს II მოსმენით. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის II მოსმენით საკომიტეტო განხილვამდე, სხვადასხვა უწყებისა და პარლამენტის წევრების ჩართულობით მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, მოგმართავთ თხოვნით კანონპროექტების განხილვის ვადის 30 დღით გადავადების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge