საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის (№07-3/336; 01/05/2019) III მოსმენით განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-17933/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-15
ბიუროს ნომერი 294

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-17933/19 11-10-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/336/9 | 01.05.2019), რომელსაც, წამყვანი კომიტეტი (იურიდიულ საკითხთა კომიტეტი) იხილავს III მოსმენით. აღნიშნული საკითხის განხილვა გათვალისწინებული იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2019 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე, რა დროსაც, მომხსენებლის თხოვნით მოხდა საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება დამატებითი კონსულტაციებისა და ცალკეულ ნორმათა დახვეწის საჭიროებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის III მოსმენით განხილვის ვადის 30 დღით გადავადების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge