საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის ელენე ხოშტარიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვების შესახებ“ (№07-3/299; 06/03/2019) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
ნომერი
#2-17988/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-15
ბიუროს ნომერი 294

📜 ტექსტი

წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-17988/19 11-10-2019 პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „უკრაინის მართმადიდებელი ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვების შესახებ“ (N07-3/299; 06.03.2019) განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს, 2019 წლის 10 სექტემბრის (N283/11) გადაწყვეტილებით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს (წამყვანი კომიტეტი) მ/წ 21 ოქტომბრამდე დაევალა პარლამენტის წევრის ელენე ხოშტარიას ინიციატივით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის „უკრაინის მართმადიდებელი ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვების შესახებ“ (N07-3/299; 06.03.2019) განხილვა და შემდგომში დასკვნის ბიუროსათვის წარდგენა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება დამატებითი კონსულტაციების გამართვის მიზნით, დადგენილების პროექტის „უკრაინის მართმადიდებელი ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვების შესახებ“ განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ და განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი თვის ვადით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge