საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-14530/19; 30/07/2019) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-16
ბიუროს ნომერი 295
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-18027/19
15-10-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილია საკანონმდებლო
წინადადება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური
და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა საკადასტრო მონაცემების სრულყოფის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1-14530/19; 30.07.2019).
საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადაა 2019 წლის 15 ოქტომბერი.
მოგმართავთ თხოვნით, საკითხზე დამატებითი კონსულტაციებისა და პოზიციების
შეჯერების საჭიროებიდან გამომდინარე, საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა
გაგრძელდეს ოცდაათი ( 30 ) სამუშაო დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge