„გრიგოლ ლილუაშვილის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად არჩევის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურის თაობაზე
- საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურის თაობაზე დასკვნა
- „გრიგოლ ლილუაშვილის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად არჩევის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 85 ✗ 8
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (186 KB)
📄 წერილი (70 KB)
📄 წამყვანი კომიტეტის დასკვნა (70 KB)
📄 საქართველოს მთავრობის წარდგინება (192 KB)
📄 განკარგულება (254 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (41 KB)
📝 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (13 KB)
📄 ინფორმაცია (937 KB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (1.0 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (253 KB)
📄 კენჭისყრის შედეგები (22 KB)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2019-10-17
📜 ტექსტი
წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-18236/19
16-10-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 16 ოქტომბერს სხდომაზე საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლით დადგენილი წესით განიხილა საქართველოს
მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის
თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
უფროსის
თანამდებობაზე
ასარჩევად
წარმოდგენილ გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას. ამასთანავე, კომიტეტს
მიზანშეწონილად მიაჩნია საკითხის საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის
დღის წესრიგის კენჭსაყრელ საკითხებში შეტანა განხილვის გარეშე.
გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-5 პუნქტის
შესაბამისად მიიღოთ გადაწყვეტილება აღნიშნული საკითხის საქართველოს პარლამენტის
პლენარული სხდომის დღის წესრიგის კენჭსაყრელ საკითხებში შეტანის თაობაზე განხილვის
გარეშე.
(დანართი: 2 ფურცლად, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს
პარლამენტის დადგენილების პროექტი)
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი სესიაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-18227/19
16-10-2019
დასკვნა
საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გრიგოლ ლილუაშვილის
კანდიდატურის თაობაზე
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 16 ოქტომბერს სხდომაზე საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლით დადგენილი წესით განიხილა საქართველოს
მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის
თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა.
კომიტეტმა მოისმინა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი
კანდიდატის
გრიგოლ
ლილუაშვილის
ინფორმაცია
საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის, პრიორიტეტებისა და გეგმების შესახებ, რომლის
შემდგომაც კანდიდატმა უპასუხა კომიტეტის წევრებისა და სხდომაზე დამსწრე პარლამენტის
წევრების შეკითხვებს.
კომიტეტი სრულყოფილად გაეცნო წარმოდგენილი კანდიდატურის ბიოგრაფიულ ცნობებს,
მის შრომითი გამოცდილებას და პროფესიული ცოდნის შესახებ ინფორმაციას და მიაჩნია,
რომ გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა სრულ შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან.
კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის
შესაბამისად, მხარს უჭერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის
თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას.
ამასთანავე, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ გრიგოლ ლილუაშვილის
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არჩევის
საკითხი კომიტეტის სხდომაზე ამომწურავად იქნა განხილული, კომიტეტს საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
205-ე
მუხლის
მე-5
მუხლის
გათვალისწინებით,
მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნული საკითხის საქართველოს პარლამენტის პლენარული
სხდომის დღის წესრიგში კენჭსაყრელ საკითხებში შეტანა განხილვის გარეშე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი სესიაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
გრიგოლ ლილუაშვილის საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის უფროსად არჩევის შესახებ
"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" საქართველოს
კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
204-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-5
პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. არჩეულ იქნეს გრიგოლ ლილუაშვილი
უსაფრთხოების სამსახურის უფროსად 6 წლის ვადით
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
თბილისი,
2019 წლის ... ოქტომბერი
N
საქართველოს
სახელმწიფო
არჩილ თალაკვაძე