საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/312; 13.02.2019) საქართველოს კანონის პროექტების II მოსმენით განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-18
ბიუროს ნომერი 297
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-18248/19
17-10-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/312; 13.02.2019).
კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. კანონპროექტის
მეორე მოსმენით განხილვის ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 18 ოქტომბერი.
საქართველოს მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გამო, ვინაიდან, ამ
მომენტისთვის არ არის განსაზღვრული მომხსენებელი, რომელმაც საკომიტეტო სხდომაზე
უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საქართველოს კანონების პროექტები, მოგმართავთ
თხოვნით, დადგენილი განხილვის ვადა გააგრძელოთ 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge