საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი წერეთლის და სერგი კაპანაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ შესახებ პარლამენტის მიერ 2018 წლის 21 მარტს მიღებული რეზოლუციის არაჯეროვანი შესრულების/შეუსრულებლობის თაობაზე“ (07-3/357; 29.05.2019) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-18401/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-23
ბიუროს ნომერი 298

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-18401/19 18-10-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი წერეთლის და სერგი კაპანაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის 21 მარტს მიღებული რეზოლუციის არაჯეროვანი შესრულების/შეუსრულებლობის თაობაზე“ (07-3/357; 29.05.2019). კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო განხილვის ვადად მითითებულია 2019 წლის 22 ოქტომბერი. საკითხზე დამატებითი კონსულტაციებისა და პოზიციების შეჯერების საჭიროებიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge