საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: გია ჟორჟოლიანის, მირიან წიკლაურის, კარლო კოპალიანის, ერეკლე ტრიპოლსკის, ვიქტორ ჯაფარიძის, გოჩა ენუქიძის, ანზორ ბოლქვაძის, ზაზა პაპუაშვილის, სულხან მახათაძის, ალექსანდრე ერქვანიას და კობა ნაკაიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/395; 20.09.2019) საქართველოს კანონის პროექტის I მოსმენით განხილვის ვადის 3 კვირით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-18420/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-23
ბიუროს ნომერი 298

📜 ტექსტი

წერილი
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 2-18420/19 18-10-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს კომიტეტში შემოვიდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ბატონ რატი იონათამიშვილის (2-18403/19; 18.10.2019) წერილი, რომლითაც ავტორი ითხოვს საქართველოს პარლამენტის წევრების გია ჟორჟოლიანის, მირიან წიკლაურის, კარლო კოპალიანის, ერეკლე ტრიპოლსკის, ვიქტორ ჯაფარიძის, გოჩა ენუქიძის, ანზორ ბოლქვაძის, ზაზა პაპუაშვილის, სულხან მახათაძის, ალექსანდრე ერქვანიას და კობა ნაკაიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/395; 20.09.2919) განხილვის გადავადებას სამი კვირით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე გთხოვთ სავალდებულო და წამყვან კომიტეტებს კანონპროექტის განხილვის ვადა გაუგრძელოთ სამი კვირით. დანართი: 1 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-18403/19 18-10-2019 საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ მარიამ ჯაშს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 30 სექტემბრის N289/1 გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულო განხილვისთვის გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების: გია ჟორჟოლიანის, მირიან წიკლაურის, კარლო კოპალიანის, ერეკლე ტრიპოლსკის, ვიქტორ ჯაფარიძის, გოჩა ენუქიძის, ანზორ ბოლქვაძის, ზაზა პაპუაშვილის, სულხან მახათაძის, ალექსანდრე ერქვანიას და კობა ნაკაიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/395; 20.09.2019). აღნიშნული ინიციატივის სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია 2019 წლის 21 ოქტომბრამდე. ობიექტური მიზეზების გამო, მითითებულ ვადაში საკითხის განხილვა ვერ მოხერხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 3 კვირით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge