საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა)“ ცვლილება ნომერი ოთხი“ (07-2/366; 14.06.2019) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-18513/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-23
ბიუროს ნომერი 298

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-18513/19 21-10-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტს მომართა წერილით (2-18400/19 18.10.2019), რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წამოდგენილ „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაზე (დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა)“ ცვლილება ნომერი ოთხი“ (07-2/366; 14.06.2019), განსაზღვრულია სავალდებულო კომიტეტად და განხილვის ვადაა 2019 წლის 22 ოქტომბერი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, საკითხზე დამატებითი კონსულტაციებისა და პოზიციების შეჯერების საჭიროებიდან გამომდინარე, ითხოვს განხილვის ვადის გაგრძელებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, სავალდებულო კომიტეტზე განხილვის ვადა გააგრძელოთ 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-18400/19 18-10-2019 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კოვზანაძეს გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილია „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაზე (დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა)“ ცვლილება ნომერი ოთხი“ (07-2/366; 14.06.2019). საკითხზე სავალდებულო კომიტეტებია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. წარმოდგენილი შეთანხმების სავალდებულო წესით განხილვის ვადაა 2019 წლის 22 ოქტომბერი. საკითხზე დამატებითი კონსულტაციებისა და პოზიციების შეჯერების საჭიროებიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, წარმოდგენილი შეთანხმების განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge