საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/343; 10.05.2019) საქართველოს კანონის პროექტი – 1 თვით; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-3/342; 10.05.2019) – 1 თვით; გ) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/369; 02.07.2019) საქართველოს კანონის პროექტები - სამი კვირით; დ) საქართველოს პარლამენტის წევრის რომან კაკულიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართვე;ლოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი პროექტები – 1 თვით;
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (281 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (284 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (300 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (361 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (210 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (212 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (218 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (372 KB)
📄 წერილი (78 KB)
📄 დანართი (68 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-23
ბიუროს ნომერი 298
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-18605/19
23-10-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,
მოგმართავთ თხოვნით, დადგენილი განხილვის ვადის გაგრძელებას შემდეგ საკანონმდებლო
ინიციატივებზე:
სავალდებულო დასკვნის წარმომდგენი კომიტეტის მომართვის საფუძველზე,
საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/343;
10.05.2019) განხილვის ვადის 1 თვით გაგრძელებას.
საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
(№07-3/342; 10.05.2019) განხილვის ვადის 1 თვით გაგრძელებას, იმის გათვალისწინებით,
რომ განსაზღვრულ ვადაში, კომიტეტების მიერ ვერ ხერხდება წარმოდგენილი კანონის
პროექტის განხილვა.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
საქართველოს კანონების პროექტებზე: „ვაჭრობაში ანტიდეპინგური ღონისძიების
შემოღების შესახებ“ და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (№07-2/369; 02.07.2019) განხილვის ვადის 3 კვირით გაგრძელებას, იმის
გათვალისწინებით, რომ საკანონმდებლო ინიციატივა საჭიროებს დამატებით
კონსულტაციებს.
საქართველოს პარლამენტის წევრის რომან კაკულიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „კონკურენციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,„საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს
ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონების პროექტებს:
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (№07-3/373; 19.06.2019) განხილვის ვადის 1 თვით გაგრძელებას, იმის
გათვალისწინებით, რომ საკანონმდებლო ინიციატივა საჭიროებს დამატებით
კონსულტაციებს.
დანართი: 1 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რომან კაკულია
დანართი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-18578/19
22-10-2019
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/343; 10.05.2019)
განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
2019 წლის 18 სექტემბრის (N286/3)
გადაწყვეტილებით საგარეო ურთიერთობათა (სავალდებულო) კომიტეტს
მ/წ 28
ოქტომბრამდე დაევალა საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი
კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „რეკლამის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/343; 10.05.2019) განხილვა და
დასკვნის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის (წამყვანი)
კომიტეტისთვის წარდგენა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გთხოვთ, მიიღოთ
გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი
კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „რეკლამის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის
შესახებ და განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი თვის ვადით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო ქაცარავა
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge