საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის, ანრი ოხანაშვილის, გურამ მაჭარაშვილის და გიორგი კახიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/371; 12.06.2019) საქართველოს ორგანული კანონის პროექტების II მოსმენით განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-18630/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-28
ბიუროს ნომერი 299

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-18630/19 23-10-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის, ანრი ოხანაშვილის, გურამ მაჭარაშვილის და გიორგი კახიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს ორგანული კანონის პროექტები: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/371/9 | 12.06.2019). საკანონმდებლო ინიციატივას წამყვანი კომიტეტი (იურიდიულ საკითხთა კომიტეტი) იხილავს II მოსმენის ფარგლებში, ხოლო განხილვის ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 24 ოქტომბერი. გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და შესაბამისი კონსულტაციების გავლის მიზნით კომიტეტს ესაჭიროება დამატებითი ვადა საკითხის II მოსმენით სრულყოფილად დასამუშავებლად. გთხოვთ, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის II მოსმენით განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge