„ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის იუბილესთან და სამომავლო ხედვასთან დაკავშირებით“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ხულორდავა
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, გურამ მაჭარაშვილი, სოფიო ქაცარავა, თამარ ჩუგოშვილი, გენადი მარგველაშვილი, რომან კაკულია, ზაზა ხუციშვილი, აკაკი ზოიძე, ნინო წილოსანი, გიორგი მოსიძე, გიორგი გაჩეჩილაძე, ცოტნე ზურაბიანი, მარიამ ჯაში, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, მამუკა მდინარაძე, გოგა გულორდავა, ედიშერ თოლორაია, ენძელა მაჭავარიანი
ნომერი
#07-3/408/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-28
ბიუროს ნომერი 299

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის იუბილესთან და სამომავლო ხედვასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი: ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, მათ შორის, 2016 წლის 29 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ; ხელმძღვანელობს რა საქართველოს ეროვნული ინტერესებით; ითვალისწინებს რა საქართველოს მოქალაქეთა სწრაფვას, რომ საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი და საერთო ღირებულებების მატარებელი, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის საფუძველზე, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი; აცხადებს, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ევროპული ინტეგრაცია საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, რაც საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერით არის გამყარებული; ამასთან, 2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებით ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად იქცა; ითვალისწინებს რა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2009 წლის 7 მაისის პრაღის სამიტის ერთობლივ დეკლარაციას, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2011 წლის 29-30 სექტემბრის ვარშავის სამიტის ერთობლივ დეკლარაციას, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2013 წლის 2829 ნოემბრის ვილნიუსის სამიტის ერთობლივ დეკლარაციას, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2015 წლის 21-22 მაისის რიგის სამიტის ერთობლივ დეკლარაციას, 2016 წლის 2 ივნისის ევროკავშირის გლობალურ სტრატეგიას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის 24 ნოემბრის ბრიუსელის სამიტის ერთობლივ დეკლარაციას, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის ევროპარლამენტის 2017 წლის 15 ნოემბრის რეკომენდაციებს ევროკავშირის საბჭოს, კომისიის და საგარეო საქმეთა სამსახურის საყურადღებოდ, 2018 წლის 21 მარტის საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ და ევროპარლამენტის 2018 წლის 14 ივნისის რეზოლუციას - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შემოჭრიდან 10 წლის შემდეგ“; ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის უმაღლესი რადას მიერ ერთობლივი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დაფუძნებას, რომლის მიზანია ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა, დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმების გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო და რეგიონულ გამოწვევებზე საპასუხოდ ერთობლივი ძალისხმევის მობილიზება; ხაზს უსვამს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში არსებული კონფლიქტების გადაწყვეტა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფა ევროკავშირის უსაფრთხოების გარანტიაა; მიესალმება ევროკომისიის მიერ ინიცირებულ სტრუქტურულ კონსულტაციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველო აქტიურად მონაწილეობს და აღნიშნავს აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის სამიტისთვის თანამშრომლობის სამომავლო მიზნების ერთობლივად განსაზღვრის მნიშვნელობას; მიესალმება აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკას, როგორც ევროკავშირის წარმატებულ ინიციატივას, რომელმაც გასული ათწლეულის განმავლობაში, დიფერენცირების და ინკლუზიურობის პრინციპებზე დაყრდნობით ხელი შეუწყო ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ პარტნიორ ქვეყნებს შორის (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთკავშირების გაღრმავებას თითოეული ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ამბიციებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა, როგორც განსხვავებული საშინაო და საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების მქონე ქვეყნების საერთო პლატფორმა, სრულად არ და ვეღარ პასუხობს საქართველოს პოლიტიკურ ამოცანებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და აცხადებს, რომ ევროკავშირთან სრული ინტეგრაციის საკითხები რჩება საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტად; მიესალმება საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის განსაკუთრებულ მიღწევებს, რაც გამოიხატა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაში და ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ სხვა შედეგებში, ისევე როგორც თანამშრომლობის გაძლიერებას ყველა ჩართულ პარტნიორთან. საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს: 1. უზრუნველყონ აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც ევროკავშირის წარმატებული საგარეო-პოლიტიკური ინიციატივის პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება დიფერენცირების და ინკლუზიურობის პრინციპების საფუძველზე, რამაც გასული 10 წლის განმავლობაში პოლიტიკის წარმატება განაპირობა; 2. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად უზრუნველყონ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსური მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სატრანსპორტო, სატრანზიტო, სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრულად რეალიზებას; 3. ევროპის კონტინენტზე მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, გააქტიურონ მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართ, გააძლიერონ ჩართულობა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში და უზრუნველყონ დაინტერესებულ ქვეყნებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში მეტი თანამშრომლობა; 4. გააძლიერონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული რუსეთ-საქართველოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესასრულებლად და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგების მისაღწევად; ასევე, გააგრძელონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა; 5. აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალ ამოცანებს შორის განსაზღვრონ თანამშრომლობის საჭიროება საერთო ინტერესის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორი ქვეყნების მდგრადობის გაძლიერება დემოკრატიული განვითარების და პირდაპირი ეკონომიკური მხარდაჭერის გზით, ჰიბრიდულ საფრთხეებთან, ტრანსნაციონალურ და კიბერდანაშაულთან ბრძოლა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის გატარება, განათლება და მეცნიერება, კულტურული კავშირების გაძლიერება და ხალხთა შორის ურთიერთობები; 6. ხელი შეუწყონ პარტნიორი ქვეყნების მეტ ჩართულობას ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებსა და სპეციალიზირებულ სააგენტოებში, რაც წაახალისებს საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და ცოდნის გაზიარებას, გააძლიერებს პარტნიორი ქვეყნების ინსტიტუციებს და გაზრდის მათ თავსებადობას ევროკავშირის სტანდარტებთან; - საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის, როგორც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და ევროკავშირში ინტეგრაციის ამბიციის მქონე სახელმწიფოებისთვის: 7. უზრუნველყონ დიფერენცირებული მიდგომა, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში ასოცირებული პარტნიორებისთვის სპეციალური ფორმატით; 8. 2020 წლის სამიტისთვის შეიმუშაონ ევროკავშირში გაწევრიანების ხედვა და განსაზღვრონ კონკრეტული, შუალედური, მიღწევადი მიზნები, რაც ერთი მხრივ, საშუალებას მისცემს ასოცირებულ წევრებს შეინარჩუნონ მაღალი პოლიტიკური ინტერესი, ხოლო, მეორე მხრივ, სათანადო პირობების არსებობისას, შესაძლებელს გახდის გაწევრიანების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას. ასოცირებული პარტნიორების ევროპული პერსპექტივის აღიარება, ხელს შეუწყობს ევროპულ ინტეგრაციაზე სტრატეგიულ კომუნიკაციას და გააძლიერებს საზოგადოების მხარდაჭერას ევროპული დღისწესრიგით გათვალისწინებული რეფორმებისადმი; 9. ხელი შეუწყონ ამ ქვეყნებში რეფორმების განხორციელებას, მათ შორის ევროკავშირის სტრუქტურულ ფონდებზე ასოცირებული ქვეყნების წვდომით, გაზრდილი ფინანსური დახმარებითა და ახალი სპეციალური ინსტრუმენტებით, რაც თავსებადი იქნება ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ ამბიციურ მიზნებთან; 10. შეიმუშაონ ასოცირებული ქვეყნების ევროპის ერთიან ბაზარში ინტეგრირების გეგმა, რაც გზას გაუხსნის ამ ქვეყნებს ისარგებლონ ევროკავშირის ოთხი თავისუფლებით; 11. შეიმუშაონ გახსნისთვის ასოცირებული სამოქმედო ქვეყნებისთვის გეგმა, რათა ევროკავშირის სათანადო დასაქმების პირობების ბაზრის დაკმაყოფილების საფუძველზე, უზრუნველყონ ევროკავშირის შრომით ბაზარზე ამ ქვეყნების მოქალაქეთა წვდომა; 12. პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების და შემდგომი დაახლოების მიზნით, ხელი შეუწყონ ასოცირებული ქვეყნების მაქსიმალურ ჩართულობას ევროკავშირის ინსტიტუტების შესაბამის ფორმატებში. საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას: 13. გააძლიეროს ძალისხმევა ასოცირების შეთანხმების და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის შესასრულებლად, როგორც ქვეყანაში კეთილდღეობის ზრდის, კანონის უზენაესობისა და სტაბილურობის განმტკიცების, ასევე, ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა; 14. განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა როგორც ევროკავშირის ინსტიტუციებთან, ისე ევროკავშირის/შენგენის სივრცის წევრ სახელმწიფოებთან შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით. განაგრძოს უვიზო მიმოსვლის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულება და განახორციელოს ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი ოპერატიული ზომები (Operational Actions); 15. საქართველოს ევროკავშირში ფუნქციური ინტეგრაციის მიზნით განაგრძოს ძალისხმევა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკით (RoadMap2EU) გათვალისწინებული რეფორმების და ღონისძიებების განსახორციელებლად, მათ შორის, ასოცირების შეთანხმების მიღმა, სექტორული ინტეგრაციის გასაღრმავებლად; 16. მიმართოს ძალისხმევა, რათა ევროკავშირი მაღალ დონეზე ჩაერთოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების, საქართველოში და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში; გააძლიეროს ძალისხმევა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგების მისაღწევად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ეთნიკური ნიშნით ძალადობის პრევენციის მიზნით, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შესულ პირთა მიმართ შემზღუდავი ზომების ასამოქმედებლად; 17. იზრუნოს საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის ფორმატების რეგულარულად და ეფექტიანად გამოყენებაზე და უზრუნველყოს შეთანხმებული მიმართულებებით მიღწეული პროგრესის კომუნიკაცია საქართველოს ევროკავშირის წევრი პარლამენტსა და ქართულ საზოგადოებასთან; 18. გააძლიეროს მუშაობა ქვეყნების დედაქალაქებში, რათა ადგილობრივ პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში ხელი შეეწყოს საქართველოს და ევროკავშირში საქართველოს სამომავლო წევრობის მიმართ დადებითი განწყობების წახალისებას. 19. გააძლიეროს თანამშრომლობა ასოცირებულ პარტნიორებთან, მოლდოვასა და უკრაინასთან და საერთო ამოცანების განსაზღვრით და ურთიერთკოორდინაციით განავითაროს ასოცირებული პარტნიორების სამეულის ფორმატი; 20. აქტიურად ჩაერთოს ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად იმ პროექტების განხორციელებაში, გააღრმავებს რომლებიც სატრანსპორტო საქართველოს კავშირებს გეოგრაფიის გათვალისწინებით, საქართველოსა და ევროკავშირს, ასევე საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის, მათ შორის შავი ზღვის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარების გზით; 21. ევროკავშირთან და წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობით იმუშაოს ევროკავშირთან შრომითი მობილობის ეტაპობრივად განვითარებაზე; შეიმუშაოს შრომითი მობილობის კონკრეტული და მიზნობრივი სქემები; 22. ევროკავშირთან ერთად განიხილოს ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე წვდომისთვის აუცილებელი ღონისძიებები და განსაზღვროს შესაბამისი ნაბიჯები; 23. შეისწავლოს შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ახალ პერსპექტივებს გაუხსნის; მათ შორის, განიხილოს აღმოსავლეთ ევროპაში ევროპის ეკონომიკური სივრცის ანალოგიური თავისუფალი ვაჭრობის ეკონომიკური სივრცის შექმნის (EEA Plus) მიზანშეწონილობა და სარგებლიანობა; 24. შედეგზე ორიენტირებული პროგრამებით უზრუნველყოს ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტების ფარგლებში გამოყოფილი რესურსების ეფექტიანი ათვისება; 25. გააძლიეროს კომუნიკაცია კერძო სექტორთან, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის უფრო ეფექტიანად ათვისების შესახებ, უზრუნველყოს მათი დახმარება ექსპერტიზით, კვლევებითა და ანალიზით, შეიმუშაოს ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის წახალისების დამატებითი ღონისძიებები; 26. ხელი შეუწყოს სტუდენტების გაცვლას, ერთობლივ სამაგისტრო, კვლევით და კულტურულ პროგრამებს, მათ შორის Erasmus+, Creative Europe, Horizon 2020 და სხვა საქართველოს აქტიურ მონაწილეობას; გამოავლინოს და იმუშაოს ახალგაზრდობისთვის ევროკავშირში არსებული სხვა პროგრამების საქართველოში დასანერგად; განაგრძოს ძალისხმევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის შემდგომი განვითარებისათვის; 27. წაახალისოს საქართველოში ევროკავშირის სექტორული პროექტების ეფექტიანი განხორციელება, რომლებიც სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ტურიზმის, ეკონომიკური განვითარების და სხვა მიმართულებებით ხელს უწყობენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების განვითარებას; 28. განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან და უზრუნველყოს მათი ჩართულობა საქართველოს ევროპული დღისწესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებაში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
განმარტებითი ბარათი
პროექტი განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის იუბილესთან და სამომავლო ხედვასთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ: ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი: ა. ა. ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი: ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. საერთო ფასეულობებზე, ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუციებზე, კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე, სოციალური კეთილდღეობის ხელშეწყობასა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს შენებით საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ ისწრაფვის. საქართველო 2009 წლიდან აქტიურადაა ჩართული ევროპული სამეზობლო პოლიტიკის აღმოსავლეთ განზომილების - აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, წევრ სახელმწიფოებსა და 6 პარტნიორ ქვეყანას და ევროკავშირთან პარტნიორი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასთან ერთად, საერთო ინტერესების სფეროებში გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაზიარებისთვის, ერთობლივი პროექტების განხორციელებისკენ არის მიმართული. ინიციატივაში მონაწილეობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყნის ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი, უკრაინა), დაახლოვების პროცესს და სხვადასხვა დარგში თანამშრომლობის განვითარებას. აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაღრმავდა. ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტით, პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას გვაძლევს. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციამ კონკრეტული ხელშესახები სარგებელი მოუტანა საქართველოს მოქალაქეებს და ხელი შეუწყო ხალხთა შორის კავშირების გაღრმავებას. განხორციელებული ინიციატივების შედეგია ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა, გაღრმავებული სექტორული თანამშრომლობა, ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში ჩართვა, აქტიური მონაწილეობა ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში და სხვა. საქართველო ჩართული იყო ევროპული სამეზობლო პოლიტიკის/აღმოსავლეთ პარტნიორობის გადახედვის პროცესებში (2011 და 2015 წწ.) და წარმოადგინა პოლიტიკური ჩარჩოს განვითარების საკუთარი ხედვა, რომლის ერთ-ერთი საბაზისო პრინციპი პარტნიორი ქვეყნებისადმი, ინკლუზიურთან ერთად, დიფერენცირებული მიდგომაა, რაც ევროკავშირთან ამბიციების შესაბამისი ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობას იძლევა. აღმოსავლეთ პარტნიორობა, როგორც განსხვავებული საშინაო და საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების მქონე ქვეყნების საერთო პლატფორმა, დღეისათვის სრულად ვეღარ პასუხობს საქართველოს პოლიტიკურ ამბიციებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რადგან არ განსაზღვრავს ასოცირებიდან წევრობამდე კონკრეტულ, შუალედურ, მიღწევად მიზნებს და არ ითვალისწინებს საქართველოსთვის ევროპულ პერსპექტივას. ევროპული პერსპექტივის აღიარება ხელს შეუწყობს ერთი მხრივ მაღალ პოლიტიკურ ინტერესის და ძალისხმევის კონსოლიდაციას, ხოლო მეორე მხრივ, გააძლიერებს საზოგადოების მხარდაჭერას ევროპული დღისწესრიგით გათვალისწინებული რეფორმებისადმი. ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის 10 წლის იუბილესა და 2020 წელს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის გათვალისწინებით, ევროკავშირში დაწყებულია საყოველთაო კონსულტაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ხელისუფლებების და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, რათა ერთობლივად განისაზღვროს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის სამომავლო მიზნები. დადგენილების მიღებით საქართველოს პარლამენტი გამოხატავს პოლიტიკურ პოზიციას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალთან დაკავშირებით. დოკუმენტი სახავს თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ამბიციურ მიზნებს და მათი გათვალისწინებისკენ მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ა. ბ ) დადგენილების მოსალოდნელი შედეგები: დადგენილების პროექტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც ევროკავშირის წარმატებული საგარეო-პოლიტიკური ინიციატივის პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას, პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერის გააქტიურებას, საერთო თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრასა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას. დადგენილების პროექტის მიღება ხელს შეუწყობს ასოცირებიდან წევრობამდე კონკრეტული, შუალედური, მიღწევადი პოლიტიკური მიზნების განსაზღვრას, სახელმძღვანელო იქნება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის და ხელს შეუწყობს ქვეყანაში რეფორმების შემდგომ განხორციელებას. დადგენილების მიღებით საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ გამოხატავს მაღალ ინტერესს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ და კონკრეტული შეთავაზებებით პროაქტიულად მონაწილეობს ევროკომისიის მიერ ინიცირებულ საყოველთაო კონსულტაციებში აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალზე. ამ პროცესში საქართველოს პარლამენტის ჩართულობა ხელს შეუწყობს საქართველოს ეროვნული ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას პარტნიორების მიმართ ევროკავშირის სამომავლო ხედვის ფორმირებაში. ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი: საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით, ხაზს უსვამს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობას და ამ პროცესში მიღწეულ პროგრესს. დადგენილების პროექტით საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ასევე საქართველოს მთავრობას, განახორციელონ რიგი ღონისძიებები ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის მიზნით. დოკუმენტი ხაზს უსვამს ასოცირებიდან წევრობამდე აუცილებელი შუალედური მიზნებისა და ინიციატივების ევროკავშირისა და პარტნიორების მიერ ერთობლივად განსაზღვრის აუცილებლობას. დადგენილების პროექტის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს: - - - - პარლამენტი მოუწოდებს უზრუნველყონ აღმოსავლეთ პარტნიორობის, პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება დიფერენცირების პრინციპზე დაყრდნობით: მხარი დაუჭირონ ექვსივე ქვეყნის საერთო მიზნებს და, ამავე დროს, გაითვალისწინონ დამატებითი მიზნები ასოცირებული ქვეყნებისთვის; აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად მხარი დაუჭირონ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის ფინანსურად; გააქტიურონ მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართ და უზრუნველყონ უფრო აქტიური თანამშრომლობა დაინტერესებულ ქვეყნებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე; გააძლიერონ ძალისხმევა რუსეთის მიერ რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესასრულებლად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგების მისაღწევად და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არაღიარების პოლიტიკის გასაგრძელებლად; - აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალ ამოცანებს შორის განსაზღვრონ თანამშრომლობის საჭიროება საერთო ინტერესის საკითხებზე; ხელი შეუწყონ პარტნიორი ქვეყნების მეტ ჩართლობას ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებსა და სპეციალიზირებულ სააგენტოებში; 2020 წლის მაისის სამიტისთვის ასოცირებული პარტნიორებისთვის შეიმუშაონ ევროკავშირში გაწევრიანების ხედვა; ასოცირებიდან წევრობამდე განსაზღვრონ კონკრეტული, შუალედური მიღწევადი პოლიტიკური მიზნები, როგორიც არის ევროკავშირის შრომით ბაზარზე დაშვება, ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრირება, ევროკავშირის ციფრულ ბაზარზე დაშვება, მეტი ფინანსური დახმარების მობილიზება ასოცირების დღისწესრგით განსაზღვრული ამბიციური მიზნების მხარდასაჭერად და სხვა; დადგენილების პროექტის საქართველოს მთავრობას: - - - - - მიხედვით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს გააძლიეროს ძალისხმევა ასოცირების შეთანხმების და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის შესასრულებლად; განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა როგორც ევროკავშირის ინსტიტუციებთან, ისე ევროკავშირის/შენგენის სივრცის წევრ სახელმწიფოებთან უვიზო მიმოსვლის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით; ევროკავშირში ფუნქციური ინტეგრაციის მიზნით განაგრძოს ძალისხმევა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკით (RoadMap2EU) გათვალისწინებული რეფორმების და ღონისძიებების განსახორციელებლად; უზრუნველყოს ევროკავშირის მაღალ დონეზე ჩართულობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების, საქართველოში და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში; განაგრძოს მუშაობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგების მისაღწევად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირთა მიმართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებაზე; განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საქართველოს ევროპული დღსწესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროცესში. ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): წარმოდგენილ დადგენილების პროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება. ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: მიზანშეწონილად მივიჩნევთ, გამოქვეყნებისთანავე. რომ დადგენილების პროექტი ძალაში შევიდეს ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს დადგენილების დაჩქარებული წესით განხილვას): წარმოდგენილ დადგენილების პროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება. ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: დადგენილების პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: დადგენილების პროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) დადგენილების პროექტის სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; დადგენილების პროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; დადგენილების პროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; დადგენილებას არ ექნება არანაირი დამატებითი ფინანსური გავლენა არც ფიზიკურ და არც იურიდიულ პირებზე. ბ.ვ) დადგენილების პროექტის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: დადგენილების პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი დადგენილებების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) დადგენილების პროექტის ავტორი: პარლამენტის წევრი თამარ ხულორდავა ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები თ.ხულორდავა, ი.ფრუიძე, დ.ცქიტიშვილი, ნ.გოგუაძე, გ.მაჭარაშვილი, ს.ქაცარავა, თ.ჩუგოშვილი, გ.მარგველაშვილი, რ.კაკულია, ზ.ხუციშვილი, ა.ზოიძე, ნ.წილოსანი, გ. მოსიძე, გ. გაჩეჩილაძე, ც.ზურაბიანი, მ.ჯაში, დ.მათიკაშვილი, ა.ოხანაშვილი, მ. მდინარაძე, გ.გულორდავა, ე.თოლორაია, ე. მაჭავარიანი