„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-28
ბიუროს ნომერი 299
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
პროექტი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, N2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის პ11 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,პ11) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად განსაზღვრავს მსჯავრდებულის
მიერ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების
მიღების წესსა და პირობებს“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 8915 მუხლი:
„მუხლი 8915. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში იმ
მსჯავრდებულთა ჩარიცხვის საფუძველი, რომელებმაც 2019 წელს წარმატებით ჩააბარეს
სამაგისტრო გამოცდები
1. იმ მსჯავრდებულებს რომლებმაც 2019 წელს წარმატებით ჩააბარეს სამაგისტრო
გამოცდები და ვერ მოიპოვეს უფლება ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში,
უფლება აქვთ, 2019-2020 სასწავლო წელს
ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის
საგანმანათლებლო პროგრამაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა ნუსხა, რომლებსაც
უფლება აქვთ ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწსებულებაში
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე განისაზღვრება საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.
3. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ მუხლის პირველი
და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული პირების ჩარიცხვას ახორციელებს
განცხადებისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
მუხლი 2.
ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ
უზრუნველყონ
თავიანთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან
შესაბამისობა.
მუხლი 3.
ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს ,,უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 8915 მუხლით გათვალისწინებული
მსჯავრდებულების საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწსებულებაში
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვასთან დაკავშირებულ, ამ
კანონის ამოქმედებამდე არსებულ ყველა სამართლებრივ ურთიერთობაზე.
მუხლი 4.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი
პუნქტის „პ11“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან
ერთად განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო
პროგრამაზე განათლების მიღების წესსა და პირობებს.
აღნიშნული ნორმა არ მოიცავს მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების
მეორე საფეხურზე (მაგისტრატურა) სწავლის უფლებას. საქართველოს პარლამენტის
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში 2019 წლის 15 ოქტომბერს
შემოსული განცხადების მიხედვით N16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული,
რომელმაც
წარმატებით
ჩააბარა
საქართველოში
ავტორიზებულ
უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე
მისაღები გამოცდები, აღნიშნული საკანონმდებლო ბარიერის გამო ვერ იწყებს სამაგისტრო
პროგრამაზე სწავლის პროცესს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი:
კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს მსჯავრდებულთათვის უმაღლესი
განათლების ხელმისაწვდომობას, კერძოდ, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებში
ჩართვას. მსჯავრდებული პირისათვის განათლების უფლების ამ ფორმით რეალიზება
სამომავლოდ ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მსჯავრდებულთა მიერ აკადემიური
ცოდნის დაუფლებას და მათ რეინტეგრაციას, როგორც საზოგადოებრივ, ასევე აკადემიურ
და პროფესიულ სივრცეში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ11“ ქვეპუნქტში, რომლის
თანახმად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად განსაზღვრავს
მსჯავრდებულის მიერ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო
პროგრამაზე განათლების მიღების წესსა და პირობებს.
გარდა ამისა, კანონს ემატება გარდამავალი დებულება, რომლის მიხედვითაც იმ
მსჯავრდებულებს რომლებმაც 2019 წელს წარმატებით ჩააბარეს სამაგისტრო გამოცდები
და ვერ მოიპოვეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ჩარიცხვის უფლება, უფლება აქვთ 2019-2020 სასწავლო წელს ჩაირიცხონ საქართველოს
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის
საგანმანათლებლო
პროგრამაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით.
იმ პირთა ნუსხას, რომლებსაც უფლება აქვთ ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწსებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე
განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ზემოთაღნიშნული
გათვალისწინებული პირების ჩარიცხვას ახორციელებს განცხადებისა და საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ეს ქვეპუნქტი არ გამოყენება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (პროექტი
საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული არ არის);
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონის ძალაში შესვლა გამოქვეყნებისთანავე ხელს შეუწყობს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე
ჩარიცხული მსჯავრდებულების დროულ ჩართვას სასწავლო პროცესში 2019-2020
აკადემიური წლის განმავლობაში.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა აუცილებელია რათა ხელი
შეეწყოს
მაგისტრატურის
საგანმანათლებლო
პროგრამებზე
ჩარიცხული
მსჯავრდებულების დროულ ჩართვას სასწავლო პროცესში 2019-2020 სასწავლო წლიდან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო 2019 და 2020-2022 წლებში იქნება შესაბამისი წლის სახელმწიფო
ბიუჯეტი. კანონპროექტით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება დაიწყება 2019
წელს და გაგრძელდება შემდგომ წლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს
საბიუჯეტო სახსრებზე. კერძოდ, იმ მსჯავრდებულებისათვის, ვინც
ჩაირიცხება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე საჭირო იქნება შესაბამისი
პირობების შექმნა. ამასთან მსჯავრდებულები ისწავლიან არსებული მისაღები კვოტის
ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგს მსჯავდებულებისათვის.
კერძოდ, არსებული კვოტის ფარგლებში მათ მიეცემათ შესაძლებლობა მოიპოვონ
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი ან თვიდაფინანსებით მიიღონ უმაღლესი
განათლება მეორე (მაგისტრატურის) საფეხურზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროეტის ავტორებმა კონსულტაციები გაიარეს საქართველოს იუსტიციის
სამინისტროსთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროსთან და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან,
აგრეთვე სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის წევრები: მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე, თამარ ხულორდავა.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრები: მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე, თამარ ხულორდავა.