„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-28
ბიუროს ნომერი 299
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
პროექტი
პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. პატიმრობის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010,
მუხ.49) 1151 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში
მოთავსებულ მსჯავრდებულს, დაბალი რისკის მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს
იხდის დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ
მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ
და მეორე საფეხურებზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) განათლების მიღების უფლებით,
ხოლო
არასრულწლოვანთა
სარეაბილიტაციო
დაწესებულებაში
მოთავსებულ
მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ
საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით. აკადემიური უმაღლესი
განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა)
განათლების მიღების წესი და პირობები და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალი
განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
2. მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ამ კოდექსის 47-ე მუხლის 22 ნაწილით ან 718 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ
შემთხვევაში მსჯავრდებულს შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე ეზღუდება
აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე (ბაკალავრიატი,
მაგისტრატურა) სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „პატიმრობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„პატიმრობის კოდექსის“ 1151 მუხლის პირველი ნაწილით გათავისუფლებისთვის
მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს,
დაბალი რისკის მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დაბალი რისკის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო
დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს აკადემიური
უმაღლესი განათლების პირველ საფეხურებზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების
უფლებით.
აღნიშნული ნორმა არ მოიცავს მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების
მეორე საფეხურებზე (მაგისტრატურა) სწავლის უფლებას. საქართველოს პარლამენტის
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში 2019 წლის 15 ოქტომბერს
შემოსული განცხადების მიხედვით N16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული,
რომელმაც
წარმატებით
ჩააბარა
საქართველოში
ავტორიზირებულ
უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე
მისაღები გამოცდები, აღნიშნული საკანონმდებლო ბარიერის გამო ვერ იწყებს სამაგისტრო
პროგრამაზე სწავლის პროცესს.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მომზადდა კანონპროექტი ,,უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და
,,პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ რომლებითაც მსჯავდებულს
უფლება ექნება მიიღოს უმაღლესი განათლება როგორც ბაკალავრიატის ისე
მაგისტრატურის საფეხურზე.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი:
კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს მსჯავრდებულთათვის უმაღლესი
განათლების ხელმისაწვდომობას, კერძოდ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებში
ჩართვას. მსჯავრდებული პირისათვის განათლების უფლების ამ ფორმით რეალიზება
სამომავლოდ ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მსჯავრდებულთა მიერ აკადემიური
ცოდნის დაუფლებას და მათ რეინტეგრაციას როგორც საზოგადოებრივ ასევე აკადემიურ
და პროფესიულ სივრცეში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის „პატიმრობის კოდექსის“ 1151
მუხლში რომლის თანახმად გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში
მოთავსებულ
მსჯავრდებულს,
დაბალი
რისკის
მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებულ
მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ
და მეორე საფეხურებზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) განათლების მიღების უფლებით.
აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე (ბაკალავრიატი,
მაგისტრატურა) განათლების მიღების წესი და პირობები და შესაბამის სპეციალობათა
ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
გარდა ამისა. ამავე მუხლის მესამე ნაწილით ამ კოდექსის 47-ე მუხლის 22-ე
ნაწილით ან 718-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულს
შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე ეზღუდება აკადემიური უმაღლესი განათლების
პირველ და მეორე საფეხურებზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სასწავლო პროცესში
მონაწილეობის უფლება“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ეს ქვეპუნქტი არ გამოყენება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (პროექტი
საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული არ არის);
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონის ძალაში შესვლა გამოქვეყნებისთანავე ხელს შეუწყობს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებში მაგისტრატურის პროგრამებზე ჩარიცხული
მსჯავრდებულების დროულ ჩართვას სასწავლო პროცესში 2019-2020 აკადემიური წლის
განმავლობაში.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა აუცილებელია, რათა ხელი
შეეწყოს
მაგისტრატურის
საგანმანათლებლო
პროგრამებზე
ჩარიცხული
მსჯავრდებულების დროულ ჩართვას სასწავლო პროცესში 2019-2020 სასწავლო წლიდან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო 2019 და 2020-2022 წლებში იქნება შესაბამისი წლის სახელმწიფო
ბიუჯეტი. კანონპროექტით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება დაიწყება 2019
წელს და გაგრძელდება შემდგომ წლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს
საბიუჯეტო სახსრებზე. კერძოდ, იმ მსჯავრდებულებისათვის, ვინც
ჩაირიცხება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე საჭირო იქნება შესაბამისი
პირობების შექმნა. ამასთან მსჯავრდებულები ისწავლიან არსებული მისაღები კვოტის
ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგს მსჯავდებულებისათვის.
კერძოდ, არსებული კვოტის ფარგლებში მათ მიეცემათ შესაძლებლობა მოიპოვონ
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი ან თვიდაფინანსებით მიიღონ უმაღლესი
განათლება მეორე (მაგისტრატურის) საფეხურზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის ავტორებმა კონსულტაციები გაიარეს საქართველოს იუსტიციის
სამინისტროსთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროსთან და სსიპ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან, აგრეთვე ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის წევრები: მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე, თამარ ხულორდავა
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრები: მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე, თამარ ხულორდავა