საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/289; 22/02/2019) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-18744/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-28
ბიუროს ნომერი 299

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-18744/19 24-10-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/289; 22.02.2019). საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო ინიციატივაზე განისაზღვრა წამყვან კომიტეტად. კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადაა 2019 წლის 25 ოქტომბერი. ვინაიდან ბიუროს მიერ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადაში ვერ ხერხდება საკითხის სრულყოფილად დამუშავება, მოგმართავთ თხოვნით, რომ უზრუნველყოთ კანონპროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge