საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა არანაკლებ 30000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ (№07-3/246; 15/11/2018) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-28
ბიუროს ნომერი 299
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-18772/19
24-10-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტში საქართველოს 30 000 მოქალაქის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა
და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ (07-3/246;
15-11-2018)
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, იურიდიულ საკითხთა
კომიტეტი
საკანონმდებლო
ინიციატივაზე
განისაზღვრა
წამყვან
კომიტეტად.
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადაა 2019 წლის 25 ოქტომბერი.
ვინაიდან ბიუროს მიერ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადაში ვერ
ხერხდება საკითხის სრულყოფილად დამუშავება, მოგმართავთ თხოვნით, რომ
უზრუნველყოთ კანონპროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge