საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება „საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2018-2020 წლების სტრატეგიისა და 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ანგარიშის მოსმენა - „საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის 2019 წელს არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ“

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
ნომერი
#2-18804/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-28
ბიუროს ნომერი 299

📜 ტექსტი

წერილი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 2-18804/19 25-10-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება „საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2018-2020 წლების სტრატეგიისა და 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ანგარიშის მოსმენა - „საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის 2019 წელს არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2019 წლის 25 ოქტომბრის სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, საზედამხედველო საქმიანობის 2018-2020 წლების სტრატეგიისა და 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, განიხილა ანგარიში „საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის 2019 წელს არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ“. მომხსენებლები: ილია ბეგიაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; თანამომხსენებლები: ირინა აბულაძე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე; კახა გვანცელაძე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსი; დავით ტაბიძე - მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე. კომიტეტმა მოისმინა და განიხილა რა წარმოდგენილი ანგარიში და ინფორმაციები, გადაწყვიტა: 1. ცნობად იქნას მიღებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოადგილის ილია ბეგიაშვილის ანგარიში „საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მშენებლობარეაბილიტაციის 2019 წელს არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ“ და თანამოხსენებები. 2. ანგარიშის შესახებ ეცნობოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge