საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (ირაკლი სესიაშვილი, სოფიო ქაცარავა, გიორგი კანდელაკი, ირაკლი ბერაია) ქ. ლონდონში (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) 2019 წლის 11-14 ოქტომბერს გამართულ ასამბლეის რიგით 65-ე წლიურ სესიაში მონაწილეობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#2-18765/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-28
ბიუროს ნომერი 299

📜 ტექსტი

წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2-18765/19 24-10-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარატამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძე ქალბატონო ეთერ, გიგზავნით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ქ. ლონდონში (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) 11-14 ოქტომბერს გამართულ ასამბლეის რიგით 65-ე წლიურ სესიაში მონაწილეობის ანგარიშს. გთხოვთ, აღნიშნული ანგარიში შეიტანოთ უახლოვეს წესრიგში. ბიუროს შეხვედრის დღის დანართი: 6 (ექვსი) ფურცლად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 65-ე წლიურ სესიაში საქართველოს პარლამენტის მუდმოვმოქმედი დელეგაციის მონაწილეობის ანგარიში ლონდონი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო 11-14 ოქტომბერი 2019 ანგარიში მოამზადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წამყვანმა სპეციალისტმა საერთაშორისო ურთიერთობებში დავით ღუჭაშვილმა. 23 ოქტომბერი 2019 ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობა ძირითადი შემადგენლობა  ირაკლი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი) ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“;  ირაკლი კობახიძე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“;  გიორგი კანდელაკი ფრაქცია „ევროპული საქართველო“;  სოფიო ქაცარავა ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“; სათადარიგო შემადგენლობა  ირაკლი ბერაია ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“;  ცოტნე ზურაბიანი ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“;  ირაკლი აბესაძე ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“;  ბექა ოდიშარია საქართველო“. ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული მოკლე შინაარსი  მიმდინარე წლის 11-14 ოქტომბერს, ქ. ლონდონში (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 65-ე წლიური სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ შემდეგი შემადგენლობით:   ირაკლი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი);  სოფიო ქაცარავა;  გიორგი კანდელაკი;  ირაკლი ბერაია;  დავით ღუჭაშვილი (დელეგაციის მდივანი). ასევე, ასამბლეის წლიურ სხდომას ესწრებოდნენ ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი, ელჩი ალექსანდრე მაისურაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ს სამმართველოს უფროსი ვერა ხაჯალია.  ასამბლეის წევრებმა განიხილეს და კენჭი უყარეს კომიტეტების მიერ მომზადებულ 15 ანგარიშს და 6 რეზოლუციას:  CDS 2 ანგარიში და 1 რეზოლუცია;  CDSDG 1 ანგარიში;  DSC 1 ანგარიში და 2 რეზოლუცია;  DSCFC 1 ანგარიში;  DSCTC 1 ანგარიში;  ESC 1 ანგარიში;  ESCTER 1 ანგარიში;  ESCTD 1 ანგარიში;  PC 1 ანგარიში და 2 რეზოლუცია;  PCNP 1 ანგარიში;  PCTR 1 ანგარიში;  STC 2 ანგარიში და 1 რეზოლუცია;  STCTTS 1 ანგარიში.  ზემოთ ჩამოთვლილი ანგარიშებიდან, დელეგაციამ PCTR-ის ანგარიშში ერთი და PCNP-ის ანგარიშში რვა ცვლილება წარადგინა, რომლებიც ანგარიშების მომხსენებლებმა გაითვალისწინეს და დოკუმენტების საბოლოო ვერსიებშიც ასახეს.  სხდომის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდნენ ასამბლეის პრეზიდენტს მედელინ მუნს და ასამბლეის გენერალურ მდივანს დევიდ ჰობს. შეხვედრაზე, მედელინ მუნი მიესალმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და მხარი დაუჭირა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებას. ასევე, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია შეხვდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის უმაღლესი რადის ახალ დელეგაციას. შეხვედრაზე განიხილეს 2020 წლისათვის ქ. კიევში დაგეგმილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სხდომა.  აღსანიშნავია, რომ PC და CDS კომიტეტების მიერ მომზადებულ რეზოლუციებში მხარდაჭერილია ალიანსის ღია კარის პოლიტიკა და სხვა ასპირატ ქვეყნებთან ერთად, ალიანსში საქართველოს გაწევრიანება. ანგარიში 1. მიმდინარე წლის 11-14 ოქტომბერს, ქ. ლონდონში (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 65-ე წლიური სესია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ შემდეგი შემადგენლობით: ირაკლი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი), სოფიო ქაცარავა, გიორგი კანდელაკი და ირაკლი ბერაია. ასევე, ასამბლეის წლიურ სხდომას ესწრებოდნენ ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი, ელჩი ალექსანდრე მაისურაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოს სამმართველოს უფროსი ვერა ხაჯალია. 2. ასამბლეის წევრებმა განიხილეს და კენჭი უყარეს კომიტეტების მიერ მომზადებულ 15 ანგარიშს და 6 რეზოლუციას. რომლებშიც დელეგაციამ ჯამში ცხრა შენიშვნა შეიტანა. ასევე, უნდა აღინიშნოს რომ PC და CDS კომიტეტების მიერ მომზადებულ რეზოლუციებში მხარდაჭერილია ალიანსის ღია კარის პოლიტიკა და სხვა ასპირატ ქვეყნებთან ერთად, ალიანსში საქართველოს გაწევრიანება. 3. სხდომის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდნენ ასამბლეის პრეზიდენტს მედელინ მუნს და ასამბლეის გენერალურ მდივანს დევიდ ჰობს. შეხვედრისას, განიხილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების საკითხი, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მიმდინარე საჯარო განხილვები, ასევე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. 4. ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს ის მიესალმა საქართველოში და მხარს უჭერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებას. ასევე, შეხვედრისას განიხილეს ქ. კიევში დაგეგმილი ასამბლეის საგაზაფხულო სხდომა. დელეგაციის ხელძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა მოუწოდა პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს, რომ უკრაინაში გამართულ ასამბლეის სხდომის ფარგლებში, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის განხილვისას, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტის დავიწყება არ მომხდარიყო. 5. ასევე, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები შეხვდნენ უკრაინის ახალ დაკომპლექტებულ დელეგაციის წევრებს. სადაც 2020 წლისათვის ქ. კიევში დაგეგმილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სხდომა განიხილეს. შეხვედრაზე, ირაკლი ბერაიამ უკრაინის დელეგაციას შესთავაზა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ერთობლივი ღონისძიების გამართვა, სადაც ასამბლეის წევრებს მიეწოდება განახლებული ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის თაობაზე. 6. 14 ოქტომბერს, ასამბლეის პლენალური სხდომაზე, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სიტყვით გამოსვლისას, სლოვენიის წარმომადგენელმა (მათეჟ ტონინ) თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ სლოვენიის დელეგაცია მხარს უჭერდა ნატო-ს გაფართოვებას, მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს გამორჩეულ პარტნიორს და მისიებში მნიშვნელოვან კონტრიბუტორს წარმოადგენს, ამასთან სლოვენიის დელეგაციის წარმომადგენელმა საქართველოს ნატოში დროული გაწევრების სურვილი გამოთქვა და ნატო-ს გენერალურ მდივანს კითხვით მიმართა, თუ, როდის იხილავდნენ საქართველოს ნატო-ს სრულყოფილ წევრად. 7. სლოვენიის დეპუტატის კითხვაზე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უპასუხა, რომ ნატო-ს კარი არის ღია, რისი დასტურიც ორი წლის წინ მონტენეგროს ალიანსის 29-ე წევრად მიღება და ჩრდილოეთ მაკედონიის 30-ე წევრად მიღებაზე გადაწყვეტილება წარმოადგენდა. მან ასევე განაცხადა, რომ ნატო-ს სხვადასხვა სამიტებზე არაერთხელ აღინიშნა და დაადასტურა, რომ საქართველოს გახდება ნატო-ს წევრი. 8. საქართველოს დელეგაციის წევრის ირაკლი ბერაიას კითხვაზე, თუ, რამდენად უწყობდა ხელს და აახლოებდა ჩვენს ქვეყანას მის მთავარ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიზანთან - ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან - საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოების სიტემაში ჩართულობა, იენს სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ ნატო-ს და საქართველოს თანამშრომლობა შავ ზღვაზე და ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერება ხელს შეუწყობს საქართველოს ნატო-სთან დაახლოებას. 9. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ პლენალურ სხდომაზე ასამბლეის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში, 13-14 სექტემბერს, საქართველოში ვიზიტი გაიხსენა, სადაც მას შესაძლებლობა ქონდა თავისი თვალით ენახა საოკუპაციო ხაზი სოფელ ხურვალეთში. ასევე, პრეზიდენტმა გაიხსენა ადგილობრივ მაცხოვრებელთან შეხვედრა და კიდევ ერთხელ ტერიტორიების ოკუპაცია. დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს