„გიორგი ფრუიძის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-18719/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის გიორგი ფრუიძის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2019-10-29

📜 ტექსტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-18719/19 24-10-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის გიორგი ფრუიძის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2019 წლის 24 ოქტომბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის გიორგი ფრუიძის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ წერილობითი განცხადების საფუძველზე. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და 185-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად დაადგინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის გიორგი ფრუიძის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 2019 წლის 3 ოქტომბერს წარდგენილი განცხადების ნამდვილობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და 185-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე გათავისუფლდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება გიორგი ფრუიძის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 185-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. გიორგი ფრუიძე გათავისუფლდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისი, 2019 წლის -- ოქტომბერი. №---- – Iს არჩილ თალაკვაძე
განცხადება
N გ-19-14/3005 03/10/2019 3005-გ-19-14-2-201910031837 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ არჩილ თალაკვაძეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის გიორგი ფრუიძის განცხადება ბატონო არჩილ, მოგმართავთ თხოვნით, პირადი განცხადების საფუძველზე, შემიწყვიტოთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის უფლებამოსილება. პატივისცემით, გიორგი ფრუიძე წევრი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია