საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი სესიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/401; 02/10/2019) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-18855/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-28
ბიუროს ნომერი 299

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-18855/19 28-10-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი სესიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/401; 02.10.2019). კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო სავალდებულო - თავდაცვისა და უშიშროების, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტები. სავალდებულო კომიტეტისთვის კანონპროექტის განხილვის ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 28 ოქტომბერი. 2019 წლის 23 ოქტომბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წერილით (2-18609/19) მომართა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა და კანონპროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელება მოითხოვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, კანონის პროექტის განხილვის ვადა გააგრძელოთ 30 დღით. დანართი - 1 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge