საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-16616/19; 09/09/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-30
ბიუროს ნომერი 301
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-19046/19
29-10-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტმა 2019 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს ცენტრალური
საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „დაგროვებითი
პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (N1-16616/19; 09.09.2019).
კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებები
უარყოფილ იქნა შემდეგი მიზეზების გამო:
1. საკანონმდებლო წინადადების ავტორი ითხოვს დასაქმებულთა კონკრეტული წრის
(რომლებიც დროებით, საარჩევნო პერიოდის განმავლობაში არიან დასაქმებულები)
ანაზღაურება არ ექვემდებარებოდეს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული საპენსიო შენატანების გადახდას. წინადადების განმარტებით ბარათში
მითითებულია, რომ კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია ერთჯერადად და
ხანმოკლე ვადით დასაქებული პირების საპენსიო შენატანის გაკეთების პროცედურების
ადმინისტრირებისა და ამ პირთა შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მოძიების
სირთულით. კომიტეტი, ისევე როგორც საპენსიო სააგენტო თავის დასკვნაში არ ეთანხმება ამ
მოსაზრებას, რადგან დამსაქმებლის მხრიდან საპენსიო შენატანის განსახორციელებლად
შესაბამისი ინფორმაციის მოძიება არაა რთული (დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო
სქემაში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას დამსაქმებელი მოიპოვებს საპენსიო სააგენტოს
ვებ-საიტის მეშვეობით).
2. საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ცვლილების კანონში შეტანა
გამოიწვევს მსგავს ვითარებაში მყოფი, სხვა სფეროებში არსებული დამსაქმებლის
დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც შეამცირებს დაგროვებითი საპენსიო სქემის
მიმართ კმაყოფილების დონეს საზოგადოებაში. მსგავსი გამონაკლისის დაშვება ზრდის იმის
ალბათობას, რომ ადამიანი ხანდაზმულობას მცირე ოდენობის საპენსიო დანაზოგით შეხვდეს,
რაც გაზრდის ხანდაზმულებში სიღარიბის რისკს.
კომიტეტის თავმჯდომარე
აკაკი ზოიძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge