„საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში არსებული შესაძლო კორუფციული სქემის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციები: „ევროპული საქართველო", „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", „ევროპული საქართველო - რეგიონები"
ნომერი
#07-3/410/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-04
ბიუროს ნომერი 303

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში არსებული შესაძლო კორუფციული სქემის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე მიმდინარე წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა პირადი გადაწყვეტილებით, შეწყალების კომისიის არარსებობის პირობებში, 34 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის აღმოჩნდნენ:  პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე;  გიორგი ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე;  მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე, რომელიც 2013 წლის 26 აპრილს თბილისის ინტერპოლის ბიუროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩეხეთში დააკავეს, რის შემდეგაც ის საქართველოს გადასცეს;  იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადების მიხედვით, წინა შეწყალებისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა მსჯავრდებულთა შეწყალებამდე იუსტიციის სამინისტროსთან კონსულტაცია არ გაიარა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეწყალებულთა სიაში ფიგურირებს 2009 წლიდან ძებნილი პირი და სწორედ ამიტომ პრეზიდენტის შეწყალების აქტის აღსრულება ამ კონკრეტული პირის შემთხვევაში და მისი გათავისუფლება პენიტენციური დაწესებულებიდან ფიზიკურად შეუძლებელი იყო. ამასთან, „ევროპული საქართველოს“ წევრს, ირმა ნადირაშვილს საადვოკატო წრეებთან დაახლოებულმა პირმა წყაროს გაუთქმელობის პირობით მიაწოდა ინფორმაცია მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში შესაძლო კორუფციული სქემის შესახებ. კერძოდ, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა დღემდე არ წარმოუდგენია შუალედური ინფორმაციაც კი საქართველოს პარლამენტისთვის. გამოძიების ფარგლებში ასევე არ გამოკითხულა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ზემოთ აღნიშნული პირების შეწყალების შესახებ, რაც მიმდინარე გამოძიებას მხოლოდ ფორმალობად აქცევს და ბადებს ეჭვს გამოძიების განზრახ გაჭიანურების და არაეფექტურად წარმართვის შესახებ. და საზოგადოებამ და პარლამენტის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოთა თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს და პოლიტიკურ ინტერესებს. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეიქმნას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია და გამოიკვლიოს მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში შესაძლო არსებული კორუფციული სქემა, რის შედეგადაც მოხდა ისეთი პირების შეწყალება, რამაც საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია. პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, მათ შორის, უნდა გამოიძიოს და დაადგინოს შემდეგი საკითხები:  შეწყალების კომისიის არარსებობის პირობებში, კონკრეტულად ვისი რეკომენდაციითა და რის საფუძველზე მიიღო პრეზიდენტმა იმ მსჯავრდებულების შეწყალების გადაწყვეტილება, რამაც საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია;  რა როლი მიუძღვის საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში;  არსებობს თუ არა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომელთა შესაძლო კავშირი შეწყალებულ პირებთან და მათ ოჯახებთან;  არსებობს თუ არა კორუფციული სქემა მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში და ვინ არიან ამ სქემის მონაწილე პირები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის 61-ე და 62-ე მუხლების შესაბამისად, მიზანშეწონილია, შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში არსებული შესაძლო კორუფციული სქემის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. წინამდებარე დადგენილებაში მითითებული სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით შეიქმნას საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. 2. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადად განისაზღვროს 3 თვე. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში არსებული შესაძლო კორუფციული სქემის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი: მიმდინარე წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა პირადი გადაწყვეტილებით, შეწყალების კომისიის არარსებობის პირობებში, 34 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის აღმოჩნდნენ:  პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე;  გიორგი ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე;  მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე, რომელიც 2013 წლის 26 აპრილს თბილისის ინტერპოლის ბიუროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩეხეთში დააკავეს, რის შემდეგაც ის საქართველოს გადასცეს;  იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადების მიხედვით, წინა შეწყალებისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა მსჯავრდებულთა შეწყალებამდე იუსტიციის სამინისტროსთან კონსულტაცია არ გაიარა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეწყალებულთა სიაში ფიგურირებს 2009 წლიდან ძებნილი პირი და სწორედ ამიტომ პრეზიდენტის შეწყალების აქტის აღსრულება ამ კონკრეტული პირის შემთხვევაში და მისი გათავისუფლება პენიტენციური დაწესებულებიდან ფიზიკურად შეუძლებელი იყო. ამასთან, „ევროპული საქართველოს“ წევრს, ირმა ნადირაშვილს საადვოკატო წრეებთან დაახლოებულმა პირმა წყაროს გაუთქმელობის პირობით მიაწოდა ინფორმაცია მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში შესაძლო კორუფციული სქემის შესახებ. კერძოდ, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა დღემდე არ წარმოუდგენია შუალედური ინფორმაციაც კი საქართველოს პარლამენტისთვის. გამოძიების ფარგლებში ასევე არ გამოკითხულა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ზემოთ აღნიშნული პირების შეწყალების შესახებ, რაც მიმდინარე გამოძიებას მხოლოდ ფორმალობად აქცევს და ბადებს ეჭვს გამოძიების განზრახ გაჭიანურების და არაეფექტურად წარმართვის შესახებ. საზოგადოებამ და პარლამენტის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოთა და თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს და პოლიტიკურ ინტერესებს. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეიქმნას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია და გამოიკვლიოს მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში შესაძლო არსებული კორუფციული სქემა, რის შედეგადაც მოხდა ისეთი პირების შეწყალება, რამაც საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია. პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, მათ შორის, უნდა გამოიძიოს და დაადგინოს შემდეგი საკითხები:  შეწყალების კომისიის რეკომენდაციითა და არარსებობის პირობებში, კონკრეტულად ვისი რის საფუძველზე მიიღო პრეზიდენტმა იმ მსჯავრდებულების შეწყალების გადაწყვეტილება, რამაც საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია;  რა როლი მიუძღვის საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში;  არსებობს თუ არა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომელთა შესაძლო კავშირი შეწყალებულ პირებთან და მათ ოჯახებთან;  არსებობს თუ არა კორუფციული სქემა მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში და ვინ არიან ამ სქემის მონაწილე პირები. დადგენილების პროექტის მიზანია დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ აღნიშნული საქმის მოკვლევა, რეკომენდაციების შემუშავება და დასკვნის გამოქვეყნება, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, გამოძიების ეფექტურად წარმართვას და, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას. ა.ა.ბ) არსებული აუცილებლობა: პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 61-ე მუხლის მიხედვით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტებს, რაც სახელმწიფოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს აზიანებს. შესაბამისად, როდესაც პარლამენტარებს და საზოგადოებას აქვს ინფორმაცია სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ, დროებითი საგამოძიებო კომისია წარმოადგენს დამატებით ბერკეტს გამოაშკარავებული და სათანადოდ რეაგირებული იყოს სახელმწიფოს წარმომადგენლების მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი, უკანონო ქმედებები. ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები: პარლამენტში შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 3 თვის განმავლობაში საქმის შესწავლის ფარგლებში საჯაროდ გამოკითხავს საქმესთან აფილირებულ პირებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და გამოაქვეყნებს შესაბამის დასკვნას. აღნიშნული კი ხელს შეუწყობს გამოძიების ეფექტურად წარმართვასა და საზოგადოების ინფორმირებულობას. ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი: ზემოთ აღნიშნული სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით იქმნება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის უფლებამოსილების ვადად განსაზღვრულია 3 თვე. ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): წარმოდგენილ დადგენილების პროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება. ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანს წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხი, რომელიც ზიანს აყენებს სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ ინტერესებს. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დადგენილების პროექტი ძალაში უნდა შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, რათა დროულად მოხდეს საკითხის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება. ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): დადგენილების მიღება არ ითვალისწინებს მისი დაჩქარებული წესით განხილვასა და მიღებას. ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობისთვის საჭირო ხარჯის დაფინანსება საშუალოვადიან პერიოდში განხორციელდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. დადგენილების პროექტი გავლენას არ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. იქონიებს სახელმწიფო ან/და ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დროებით საგამოძიებო კომისიას შეუძლია კონკრეტული საკითხის მომზადების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფი კომისიის წევრებისა და მოწვეული საჭიროების შემთხვევაში, კომისიის ექსპერტების მონაწილეობით, აღნიშნულის მუშაობისთვის საჭირო თანხის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ხაზინადართა საბჭო და შესაბამისი ხარჯების დაფინანსება მოხდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. შესაბამისად, დადგენილების პროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; დადგენილების პროექტი არ იწვევს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; დადგენილების პროექტი არ არის ფინანსური შედეგების მომტანი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება. ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; დადგენილების პროექტით არ ხდება დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის ცვლილება ან და ოდენობის განსაზღვრის პრინციპის ცვლილება. გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: დადგენილების პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ)დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დადგენილების პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი დადგენილების პროექტების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) დადგენილების პროექტის ავტორი: ფრაქციები "ევროპული საქართველო", "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" და "ევროპული საქართველო რეგიონები". ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი: ფრაქციები "ევროპული საქართველო", "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" და "ევროპული საქართველო რეგიონები".