საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიშის დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის 2019 წლის პირველი ნახევრის შესრულების თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-19146/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-01
ბიუროს ნომერი 302

📜 ტექსტი

დასკვნა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-19146/19 30-10-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს დ ა ს კ ვ ნ ა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიშის დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის 2019 წლის პირველი ნახევრის შესრულების თაობაზე საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებმა, 2019 წლის 16 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს, გიორგი წოწკოლაურს მოუსმინეს, რომელმაც წარმოადგინა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების, 2019 წლის პირველი ნახევრის, ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში დასაქმების, სოციალური პოლიტიკის, ასევე, თანაბარი შესაძლებლობებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში. მომხსენებლის ინფორმაციით, 2019 წლის 19 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომლის მოქმედებაც 2019 წლის 1 სექტემბრიდან გავრცელდა ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის მიმართ. საზედამხედველო ორგანოს უფლება მიეცა წინასწარი შეტყობინების გარეშე განახორციელოს შრომის უსაფრთხოების ნორმების შემოწმება. გამკაცრდა აგრეთვე, პასუხისმგებლობის ზომები საზედამხედველო ორგანოს საქმიანობის ხელის შეშლისა და სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ. გაიმიჯნა და დაკონკრეტდა დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლება-მოვალეობები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობის ფარგლები. აღნიშნული ცვლილებები გახდება შრომითი ურთიერთობების სუბიექტების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების, შრომის ნაყოფიერებისა და ცნობიერების ამაღლების, სამუშაო ადგილებზე ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნის გარანტი. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი უმნიშვნელოვანესია შრომითი ურთიერთობების რეგულირებისა და დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიმართულებით. მომხსენებელმა, ასევე, წარმოადგინა ინფორმაცია შრომის უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის შესახებ. მან ისაუბრა შრომის კანონმდებლობაში განხორციელებულ თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ანტიდისკრიმინაციულ ცვლილებებზეც და აღნიშნა, რომ დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობა აქტიურად შეისწავლის ბაზარს. 2019 წლის აპრილში ჩატარდა შშმ პირთა დასაქმების ფორუმი, მაისში დასაქმების ფორუმი ჩატარდა თბილისსა და ბათუმშიც. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მომზადებულია საქართველოს შრომისა და დასაქმების ეროვნული პოლიტიკის 2019-2023 წლების სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმისა და „საქართველოს დასაქმების შესახებ კანონის პროექტი“, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინება 2019 წლის ბოლომდე. 2019 წლის განმავლობაში, ასოცირების შეთანხმების შესრულების მთავარ მიმართულებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების დონის ამაღლება წარმოადგენს. შემუშავდა თამბაქოს კონტროლის ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განახლებული ვერსიები, რომლებიც უკვე წარდგენილია დასამტკიცებლად. ასოცირების შეთანხმების 2019 წლის გეგმის შესაბამისად, ევროკავშირში ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანი იყო ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის სამართლებრივ აქტებთან შედარების ანალიზი, ხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების შემუშავება, რომლის შედეგებიც სამინისტროს მიეწოდება წლის ბოლოს. უსაფრთხო სისხლისა და ტრანსპლანტაციის მარეგულირებელ გარემოზე მუშაობა გრძელდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზენით. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ცნობად მიიღო სამინისტროს ანგარიში, ამასთან სამინისტროს მიმართა რეკომენდაციით, ანგარიშის ფორმის დახვეწასთან დაკავშირებით. კომიტეტი საჭიროდ მიიჩნევს სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები დაჯგუფდეს ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესაბამისად, ანგარიშგება კი მოხდეს წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს პარლამენტისა და საზოგადოების უკეთ ინფორმირებას დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანასწორობის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ. კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა