„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-04
ბიუროს ნომერი 303
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 48-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ კოდექსის მე-14 და მე-15 მუხლებითა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული ვალდებულებები 2025 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობებზე“.
2. 49-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. 2020 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ დადგენილებით განსაზღვროს
საქმიანობები, რომლებზედაც 2025 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება ამ კოდექსის მე14 და მე-15 მუხლებითა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
ვალდებულებები“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი
ვალდებულებების გადავადების მიზანშეწონილობით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების ვადები განსაზღვრული არის
კანონით, აუცილებელია კანონში შევიდეს ცვლილება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობის
შედეგად წელიწადში წარმოიქმნება 2 ტონაზე ნაკლები არასახიფათო ნარჩენი (გარდა
მუნიციპალური ნარჩენისა; მაგ: საზოგადოებრივი კვების ობიექტების საქმიანობა, სავაჭრო
ობიექტების ტერიტორიებზე არსებული სხვადასხვა დანიშნულების სახელოსნოების
საქმიანობა, ხე-ტყის პირველადი დამუშავების სახერხი ობიექტების, ასევე, სადურგლო
საქმიანობა და სხვ).) და 120 კგ-ზე ნაკლები სახიფათო ნარჩენი შესაძლებლობა ექნებათ 2025
წლამდე მოემზადონ კოდექსის მე- 14 მე-15 და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული ვალდებულებებისთვის. მათზე არ გავრცელდება კოდექსის 42-ე, 43-ე და
44-ე მუხლებით გათვალისწინებული სანქციები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილება შედის 48-ე მუხლის მე-6 და 49-ე მუხლის 21 ნაწილებში, კანონის პროექტით 2025
წლის პირველ იანვრამდე არ გავრცელდება კოდექსის მე-14 მე-15 მუხლების და 29-ე მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ, კომპანიის ნარჩენების
მართვის გეგმის შემუშავების, გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრის და ნარჩენების
აღრიცხვა-ანგარიშგების ვალდებულებები.
კომპანიები, რომლებსაც საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში წარმოექმნებათ 120 კგ-ზე
ნაკლები სახიფათო ნარჩენი ან 2 ტონაზე ნაკლები არასახიფათო ნარჩენი ნარჩენი (გარდა
მუნიციპალური ნარჩენისა) ჯერ კიდევ არ არიან მზად სრულად განახორციელონ კოდექსით
გათვალისწინებული მოთხოვნები, როგორიცაა კომპანიის გარემოსდაცვითი მმართველის
დანიშვნა, ნარჩენების მართვის გეგმის შედგენა, აღრიცხვა და ანგარიშგების წარმოება.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ნარჩენების კოდექსის ჩარჩო მოთხოვნები
ვრცელდება ყველა ნარჩენის წარმომქმნელზე. ის კომპანიები, მიუხედავად იმისა რომ მათი
საქმიანობის შედეგად წარმოექმნებათ 120 კგ-ზე ნაკლები სახიფათო ნარჩენი, ან 2 ტონაზე
ნაკლები არასახიფათო ნარჩენი ვალდებული არიან თავიანთი საქმიანობის შედეგად
წარმოქმნილი ნარჩენები მართონ ნარჩენების მართვის კანონმდებლობით დადგენილი
მოთხოვნების შესაბამისად და შეუსრულებლობის შემთხვევაში ასევე განსაზღვრულია
საჯარიმო სანქციები. თუმცა, წარმოდგენილი ცვლილებით ამ კომპანიებზე არ გავრცელდება
კანონის ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულებები და
შესაბამისად არ შეეხებათ კანონის 42-ე, 43-ე და 44-ე მუხლებით გათვალისწინებული
საჯარიმო სანქციები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
ასეთი არ არსებობს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება 2020-2024 წლებში გავლენას იქონიებს როგორც სახელმწიფო
ბიუჯეტის, ასევე მუნიციპალური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, კანონის 47-ე
მუხლის თანახმად, 42-ე, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 44-ე მუხლით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სამინისტროს სისტემაში
შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები, შესაბამისად აღნიშნული
სამართალდარღვევებიდან ჯარიმები კანონის 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედების
შემთხვევაში უნდა ჩარიცხულიყო სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც აღარ ჩაირიცხება.
ხოლო, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო
ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი, ამიტომ
აღნიშნული სამართალდარღვევიდან შესაბამისი ჯარიმები კანონის 2020 წლის 1-ლი
იანვრიდან ამოქმედების შემთხვევაში უნდა ჩარიცხულიყო სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც აღარ
ჩაირიცხება.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კომპანიების მიმართ კანონის მე-14, მე-15 და 29 მუხლებით დაკისრებული ვალდებულებების
შეუსრულებლობისათვის ამავე კანონის 42-ე, 43-ე და 44-ე მუხლებით განსაზღვრულია 200დან 500 ლარამდე საჯარიმო სანქციები, შესაბამისად იმ პირებს, რომელთაც შეეხებათ კანონის
პროექტით გათვალისწინებული ცვლილება, ეძლევათ შესაძლებლობა, რომ უკეთ მოემზადონ
კანონის მოთხოვნების დასაცავად და არ დაეკისროთ საჯარიმო სანქციები.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ასეთი არ არსებობს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ხელშეკრულებებს.
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი.