საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/271; 17/01/2019) საქართველოს ორგანული კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-04
ბიუროს ნომერი 303
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-19338/19
01-11-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქცია
„საქართველოს პატრიოტების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/271; 17.01.2019).
კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი,
ხოლო სავალდებულო - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი.
წამყვან კომიტეტზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადაა 2019
წლის 06 ნოემბერი.
საკითხზე დამატებითი კონსულტაციებისა და პოზიციების შეჯერების
საჭიროებიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, კანონპროექტის განხილვის
ვადა გაგრძელდეს 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge