„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
30.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, ნინო წილოსანი, პაატა მხეიძე, მერაბ ქვარაია, ზაზა გაბუნია
ნომერი
#07-3/413/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-04
ბიუროს ნომერი 303

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „საქართველოს კანონში „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-3 მუხლის: ა) „ტ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას; ბ) „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ) ნაგებობა − სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული;“; გ) „ჰ3“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას; დ) „ჰ26“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ26) შენობა − ნაგებობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით;“. 2. 41-ე მუხლის: ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ძირითადი დებულებებით დადგენილი განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი ან/და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი შეიძლება გადამეტებულ იქნეს განაშენიანების დეტალური გეგმის საფუძველზე, თუ ეს კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით, ამას მოითხოვს ქალაქთმშენებლობითი განვითარების განსაკუთრებული მიზეზები (მაგალითად, ურბანული ღირებულების დაცვა და განვითარება), ამას არ დაუპირისპირდება საზოგადოებრივი ინტერესები და არ გამოიწვევს ადამიანთა საცხოვრებელი გარემოს და სამუშაო გარემოს სანიტარიულ ჰიგიენური მდგომარეობის გაუარესებას, გარდა ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; ბ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6-8 ნაწილები: „6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში განაშენიანებისა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება აკრძალულია, მათ შორის განაშენიანების დეტალური გეგმის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული შეზღუდვისაგან განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტების გამონაკლისი შემთხვევები განისაზღვრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების, მრავალბინიანი ავარიული საცხოვრებელი სახლების (შენობა-ნაგებობები, რომელთა ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და ექვემდებარება გადაუდებელ დემონტაჟს) ჩანაცვლების, არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის დადასტურებისა და განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელების მიზნით, ასევე მუნიციპალიტეტის ინიციატივით შემუშავებული განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ არეალებზე; 8. გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, განაშენიანების კოეფიციენტის გადამეტების გამონაკლისი შემთხვევები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შეიძლება დადგინდეს რთული რელიეფის მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი ტერასული შენობებისა და მათი კომპლექსების მშენებლობისას, ასევე აუცილებელი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით არსებული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციისას.“. 3. 47-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ შესაძლებელია ინიცირებულ იქნეს ცალკეული ტერიტორიის განაშენიანების გეგმისა და განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავება და მისი განხორციელება კერძო დაფინანსებით. უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ ორგანოსა და ინიციატორს შორის შესაძლებელია დაიდოს შესაბამისი ხელშეკრულება.“. 4. 56-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განხორციელების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს ან შესაბამისი ნებართვის მქონე პირს.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განმახორციელებელი პირის მიერ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში მდებარე მრავალბინიანი სახლის განვითარება ან/და რეაბილიტაცია ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის იმ წევრის/წევრთა თანხმობით, რომლის/რომელთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ფართობიც აღემატება ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების საერთო ფართობის ნახევარზე მეტს, ხოლო ინდივიდუალური სახლის განვითარება ან/და რეაბილიტაცია ხორციელდება მესაკუთრის თანხმობით. თანხმობა ასევე შესაძლებელია გამოხატულ იქნეს მესაკუთრესა და ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განმახორციელებელ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით.“; გ) მე-5-მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების შედეგად შენობის საერთო ფართობი 5 პროცენტით ან 5 პროცენტზე მეტით იზრდება, გაზრდილი ფართობი იზოლირებულია და შესაძლებელია მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება, გაზრდილი ფართობი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განმახორციელებელი პირის ან/და უძრავი ქონების მესაკუთრის საკუთრებად, ფართობის გაზრდის დაფინანსებისათვის მესაკუთრის მიერ გაწეული ხარჯების პროპორციულად. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განმახორციელებელი პირის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ან/და მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე. 6. თუ მრავალბინიან სახლში გაზრდილი ფართობი შენობის საერთო ფართობის 5 პროცენტზე ნაკლებია ან/და გაზრდილი ფართობი იზოლირებული არ არის და მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება შეუძლებელია, დამატებული ფართობი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაა, ხოლო ინდივიდუალური სახლის შემთხვევაში დამატებული ფართობი ინდივიდუალური სახლის მესაკუთრის საკუთრებაა. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში მდებარე უძრავი ქონების განვითარებისას შენობის ფართობი სულ მცირე განვითარებამდე არსებული შენობის ფართობის ტოლი უნდა იყოს, ხოლო მისი ღირებულება უნდა აღემატებოდეს განვითარებამდე არსებული შენობის ღირებულებას. ამის უზრუნველსაყოფად ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განმახორციელებელი პირი ვალდებულია ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში მდებარე უძრავი ქონების განვითარებამდე შეაფასოს შენობის ფართობი და ღირებულება და მესაკუთრეს წარუდგინოს შესაბამისი დასკვნა, ხოლო ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების დასრულების შემდეგ - შეაფასოს მისი ფართობი და ღირებულება და მესაკუთრეს წარუდგინოს შესაბამისი დასკვნა. 7. თუ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში მდებარე უძრავი ქონება ავარიულია და გამაგრებას არ ექვემდებარება, რაც დადასტურებულია შესაბამისი საექსპერტო დასკვნით, რომლის თანახმად, მისი არსებობა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, ასეთი შენობის დემონტაჟი ხორციელდება შენობის მესაკუთრის თანხმობის გარეშე. ამ შემთხვევაში ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განმახორციელებელი პირი ვალდებულია მესაკუთრეს შენობის დემონტაჟის განხორციელებამდე სანაცვლოდ გადასცეს, სულ მცირე, ტოლფასი ქონება ან სამართლიანი და სრული კომპენსაციის თანხა, ან, თუ იმავე ადგილას იმავე ფუნქციის ახალი შენობა აშენდა, − ახალ შენობაში გადასცეს, სულ მცირე, იმ ფართობის ტოლი ფართობი, რომელიც მის საკუთრებაში იყო ძველ შენობაში. თუ ახალი შენობის აშენებისას, შენობის საერთო ფართობი იზრდება 5 პროცენტზე მეტით, ისე, რომ გაზრდილი ფართობი იზოლირებულია და მისი ფუნქციონირება შესაძლებელია დამოუკიდებლად, დამატებული ფართობი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განმახორციელებელი პირის ან/და უძრავი ქონების მესაკუთრის საკუთრებად და მას საკუთრებაში გადაეცემა ფართობის გაზრდის დაფინანსებისთვის მის მიერ გაწეული ხარჯების პროპორციულად. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განმახორციელებელი პირის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ან/და მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე. 8. ამ მუხლის შესაბამისად განხორციელებული ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების შედეგად მესაკუთრისთვის მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განმახორციელებელი პირი.“; დ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი: „9. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია მიიღოს მშენებლობის ნებართვა ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში მდებარე ნებისმიერ უძრავ ქონებაზე.“. 5. 64-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებისა და განაშენიანებისთვის ძირითადი პირობების დადგენა და სამშენებლო საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრებისთვის ხელის შეწყობა;“. 6. 69-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია არ არის გაცემული მშენებლობის შეტყობინების თაობაზე განცხადების შეტანამდე, მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის შესაბამისობა/შეუსაბამობა დგინდება მშენებლობის შეტყობინების თაობაზე განცხადების განხილვის ეტაპზე ან მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიაზე, ხოლო ამ კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვის სტადიაზე.“; ბ) მე-5 და მე-6 ნაწილები ამოღებულ იქნას. 7. 70-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 70. სამშენებლო მიწის ნაკვეთ(ებ)ის დაყოფა ან/და გაერთიანება იმ მიწის ნაკვეთის დაყოფის/მიწის ნაკვეთების გაერთიანების შემთხვევაში, რომელზეც/რომლებზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა, გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე ამ კოდექსის 66-69-ე და 72-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.“. 8. 72-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქალაქში, გარდა კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონისა, მიწის ნაკვეთზე ახალი მშენებლობა ან/და მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის/ნაგებობის ისეთი რეკონსტრუქცია, რომელიც ზრდის შენობის/ნაგებობის არსებულ პარამეტრებს, ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სათანადოდ არის/უნდა იყოს უზრუნველყოფილი მისასვლელი საავტომობილო გზით, მათ შორის, სერვიტუტის გამოყენებით.“; ბ) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნას; გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მშენებლობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ამ კოდექსის 103-ე მუხლის მე -3 ნაწილის „ა “ და „ბ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას 10 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის, ბუნებრივი აირის გამანაწილებელი ქსელის, წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის (მათი არსებობის შემთხვევაში ) მფლობელ კომპანიებს და სანიაღვრე ქსელის მფლობელს (იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობის ნებართვის გამცემი და სანიაღვრე ქსელის მფლობელი სხვადასხვა პირია ). ეს ნაწილი არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტზე.“. 9. 74-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „არსებობს სამეზობლო მიჯნის ზონა.“; ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნას. 10. 75-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტით განისაზღვრება მიწის ნაკვეთის ტერიტორიის ფართობის მინიმალური წილი, რომელიც არ უნდა იყოს დაფარული ან გადაფარული წყალგაუმტარი მასალით, რომლის ქვეშაც არ უნდა არსებობდეს შენობა-ნაგებობა ან/და მისი ნაწილები და რომელიც განკუთვნილია წყალგამტარიანობისთვის და გამწვანებისთვის.“. 11. 77-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ძირითადი დებულებებით დადგენილი მიწის ნაკვეთის შემოღობვის პირობები უნდა ეფუძნებოდეს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ პრინციპებს.“. 12. 78-ე მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნას. 13. 79-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შენობა-ნაგებობა მისი ექსპლუატაციის პერიოდში უნდა შეესაბამებოდეს მისთვის (არსებობის შემთხვევაში, სამშენებლო დოკუმენტით) განსაზღვრულ ფუნქციას, აგრეთვე ადამიანის ჯანმრთელობის მოთხოვნებს.“. დაცვის, გარემოს უვნებლობის, უსაფრთხოებისა და კეთილმოწყობის 14. მე-80 მუხლის: ა) მე-9 და მე-10 ნაწილები ამოღებულ იქნას. 15. 88-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შენობა-ნაგებობის დაპროექტებისას და მშენებლობისას სასურველია გათვალისწინებულ იქნეს განახლებადი ენერგიის გამოყენების შესაძლებლობა.“. 16. თავი XI სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მშენებლობის ნებართვის გაცემის პირობები და საფუძველი“ 17. 92-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მიწის ნაკვეთის განაშენიანების ან/და მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი შეიძლება გადამეტებულ იქნეს მხოლოდ ამ კოდექსის 41-ე მუხლის მე5 და მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“. 18. 93-ე მუხლის მე-4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მშენებლობა, რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას, მაგრამ მის გარეშე დაიწყო, უნებართვო მშენებლობაა. უნებართვო მშენებლობად ასევე განიხილება შეტყობინების დარღვევით განხორციელებული ისეთი მშენებლობა, რომელიც ცდება I კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს.”. 19. 96-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. რეკონსტრუქციისას, თუ შენობა-ნაგებობის კლასი იზრდება ან მცირდება, შენობანაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხდება სანებართვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული საბოლოო მახასიათებლებისა და პარამეტრების მიხედვით.“. 20. 97-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/ მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი.“; ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საზოგადოებრივ სივრცეში დაგეგმილი მშენებლობის შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს განმცხადებელი, თუ არსებობს საზოგადოებრივი სივრცის მესაკუთრის თანხმობა მშენებლობის განხორციელებაზე.“. გ) მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნას. 21. მე-100 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 100. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო მშენებლობის შეტყობინების შეთანხმების ან მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანო არის შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“. 22. 103-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები გაიცემა ამ კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“. 23. 104-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“; ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თუ გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული, განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დამტკიცებულად ჩაითვლება შესაბამისი ობიექტისათვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმების გათვალისწინებით. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გასცეს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები მოთხოვნისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“. 24. 106-ე მუხლის პირველი ნაწილის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) არქიტექტურულ პროექტს;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საინჟინრო გეოლოგიური კვლევის , კონსტრუქციული სქემის /პროექტის , ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე ტექნოლოგიური სქემის /პროექტის თაობაზე აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან /და სერტიფიცირებული ექსპერტის დასკვნას;“. 25. 107-ე მუხლის მე-3-მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის ან მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს 20 სამუშაო დღის ვადაში. სამსტადიიანი წარმოების შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გაცემის ან მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს 5 სამუშაო დღის ვადაში. 4. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ამ მუხლის მე-3 ნაწილით ადმინისტრაციული წარმოებისთვის განსაზღვრულზე მეტი ვადა, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ამ ვადის გასვლამდე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არაუმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. 5. საექსპერტო დასკვნა უნდა შეიცავდეს ექსპერტიზის ჩატარების მეთოდს, შენიშვნებს და დადებითი დასკვნის დასაბუთებას. საბოლოო დასკვნა უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი. უარყოფითი საექსპერტო დასკვნის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. 6. დადებითი საექსპერტო დასკვნის მიმართ საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმარტებისთვის მიმართოს ექსპერტიზის განმახორციელებელ ორგანოს/პირს ან ალტერნატიულ ორგანოს/პირს.“. 26. 108-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება, მიღებული უნდა იქნეს 17 სამუშაო დღის ვადაში.“. 27. 109-ე მუხლის: ა) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სხვა ადმინისტრაციული ორგანო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებასთან დაკავშირებით დასმულ საკითხზე კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში და ამ გადაწყვეტილებას წარუდგენს მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამ მუხლით განსაზღვრული ვადა შედის ამ კოდექსის 104-ე მუხლის მე 2 ნაწილით დადგენილ ვადაში. 3. სხვა ადმინისტრაციული ორგანო 5 სამუშაო დღის ვადაში კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის არქიტექტურული პროექტის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებთან შესაბამისობას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც წარედგინება მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ეს ვადა შედის ამ კოდექსის 107-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 108-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ ვადებში.“. 28. 110-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაინტერესებული პირისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემის ცალკეული სტადიების დაწყების თაობაზე ინფორმაციის დროულად მიწოდების მიზნით საინფორმაციო დაფა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე 3 კალენდარული დღით ადრე უნდა განთავსდეს სამშენებლო ტერიტორიის საზოგადოებრივი სივრცის მხარეს.“. 29. 111-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მშენებლობის ნებართვა ძალაში შედის განმცხადებლისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან/გაცნობიდან.“. 30. 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტი, მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო ან/და სერტიფიცირებული ექსპერტი, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, ხოლო მშენებლობის უსაფრთხოების ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირი.“. 31. 118-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული პირი.“. ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ყოველწლიურად განახორციელოს იმ III და IV კლასების შენობა- ნაგებობების საერთო რაოდენობის არანაკლებ 10%-ის საჯარო ზედამხედველობა, რომელთა მშენებლობისთვის წინა წელს გაიცა მშენებლობის ნებართვები.“. 32. 119-ე მუხლის პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ასევე ახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი.“. 33. 122-ე მუხლის მე-2 ნაწილის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მშენებლობის ნებართვის მფლობელი;“; 34. 123-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამშენებლო სამართალდარღვევისას დამრღვევის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შემოწმების აქტი შესაძლოა შედგეს მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლამდე. ეს უნდა აღინიშნოს შემოწმების აქტში.“. 35. 125-ე მუხლის: ა) 1-ლი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში მიიღოს დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.“; ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოტივირებული საფუძვლის არსებობისას დადგენილების მიღების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით.“; გ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა, გარდა ამ კოდექსის 138-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევისა.“; დ) მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ დარღვევა დადგენილების მიღებამდე გამოსწორდა.“. 36. 126-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ჯარიმის დაკისრების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ სამშენებლო სამართალდამრღვევი ჯარიმდება თავდაპირველად დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით, რომელიც დამრღვევს შეიძლება დაეკისროს არაუმეტეს სამჯერ. 37. 128-ე მუხლის: ა) 1-ლი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის ან დადგენილების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთანავე, გასაჩივრება არ აჩერებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის ნაწილში.“; გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება მშენებლობის ნებართვის გარეშე ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილების ლეგალიზების წარმოების დაწყებიდან შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ არაუმეტეს ჯამში 3 თვისა.“; დ) მე-6 და მე-7 ნაწილები ამოღებულ იქნას. ე) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი: „8. ამ კანონით გათვალისწინებული დადგენილება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება ამ კოდექსითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილება დასაბუთებული უნდა იყოს და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ რეკვიზიტებთან ერთად უნდა შეიცავდეს იმ ორგანოს დასახელებასა და მისამართს, რომელშიც შეიძლება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, და გასაჩივრების ვადას. დადგენილება აღსასრულებლად მიიქცევა მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უმეტეს 6 თვის ვადაში.“. 38. 129-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გაწეული ხარჯების დადგენის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ხარჯების ანაზღაურების შესახებ დადგენილებას და მას სამშენებლო სამართალდამრღვევს უგზავნის. ხარჯების ანაზღაურებისათვის განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა ვადა არ დადგინდა, მაგრამ არაუმეტეს 180 კალენდარული დღისა.“; ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: „4. იმ პირებს, რომლებმაც ხარჯები გაიღეს მათ საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობის იერსახის შენარჩუნების, მდგრადობისა და სამშენებლო მოედნის უსაფრთხოებისათვის, თუ ამ ხარჯების გაღება გამოწვეულია მომიჯნავე ნაკვეთში მშენებლობისას სამშენებლო ნორმებისა და კონსერვაციის რეჟიმის დაუცველობით, უფლება აქვთ, მოსთხოვონ დამრღვევს გაღებული ხარჯების ანაზღაურება. ხარჯების ანაზღაურებაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო.“. 39. 130-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნას. 40. 131-ე მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნას. 41. 132-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნას; გ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისა და კომერციული დანიშნულების ობიექტისა) მშენებლობისას (მათ შორის, რეკონსტრუქციისას) სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე შეიტანს საპროექტო დოკუმენტაციაში სათანადო ცვლილებას, მას არ დაეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.“; „4. II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას (მათ შორის, რეკონსტრუქციისას) სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე განუსაზღვრავს დამრღვევს 45-დღიან ვადას საპროექტო დოკუმენტაციაში სათანადო ცვლილების შესატანად ან დარღვევის გამოსასწორებლად. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვით, თუ დამრღვევმა აღნიშნული ვადის განმავლობაში წარადგინა განცხადება საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის შესახებ და მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება.“; დ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი: „41.სამშენებლო სამართალდარღვევად არ განიხილება მშენებლობის შეტყობინების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, რომელიც არ გაცდება I კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს და დადასტურდება მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და პირობებით.“. 42. 133-ე მუხლი ამოღებულ იქნას. 43. 134-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნას. 44. 135-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნას. 45. 136-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნას. 46. 138-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნას. 47. 141-ე მუხლის: ა) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნას; ბ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. 2022 წლის 1 ოქტომბრამდე ამ კოდექსით განსაზღვრული სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებასა და ტექნიკურ ზედამხედველობას აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებთან და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად ახორციელებენ აგრეთვე სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესით განსაზღვრული პირები.“. გ) მე-11-მე-14 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. 2019 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმები და ის განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომლებიც მოიცავს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით რეგულირებად საკითხებს, შესაბამისი ახალი გეგმის დამტკიცებამდე ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას, მაგრამ არაუგვიანეს 2029 წლის 3 ივნისისა. 12. 2019 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების გეგმარებითი დავალების საფუძველზე შესაბამისი გეგმის შემუშავება შეიძლება დასრულდეს აღნიშნული გეგმარებითი დავალების დამტკიცების მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამ ნაწილის საფუძველზე დამტკიცებული გეგმა იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ახალი გეგმის დამტკიცებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2029 წლის 3 ივნისისა. 13. იმ ტერიტორიებზე, რომლებზედაც ვრცელდება ამ მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილებით გათვალისწინებული, 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმები, იერარქიულად ქვემდგომი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცება და დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირება და მათში ცვლილებების შეტანა ხორციელდება 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. 14. 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე 2029 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმები შეესაბამება ამ კოდექსით განსაზღვრულ განაშენიანების დეტალურ გეგმებს და ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ასეთ გეგმებში ცვლილების შეტანის საჭიროების შემთხვევაში შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს მათი ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობა.“; დ) მე-15 ნაწილი ამოღებულ იქნას: ე) მე-17 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. თუ 2019 წლის 3 დეკემბრამდე გაცემულია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ამ პირობების მოქმედების პერიოდში ნებართვის გაცემის მიზნით გამოიყენება მათი დამტკიცების მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობა და ქალაქთმშენებლობითი გეგმები.“; ვ) მე-19 ნაწილი ამოღებულ იქნას: ზ) მე-20 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „20. ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალიწინებული სამართლებრივი აქტები და მათ საფუძველზე მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ამ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანა ან მათი გაუქმება/ძალადაკარგულად გამოცხადება შეიძლება განხორციელდეს იმავე წესით, რომელიც მათი მიღებისათვის ან გაუქმებისათვის/ძალადაკარგულად გამოცხადებისათვის იყო დადგენილი.“; თ) მე-20 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე ნაწილი: „21. ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს და სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ სამშენებლო ობიექტის ინსპექტირების წესისა და მათი პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ამოქმედებამდე, აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ მშენებლობის ცალკეული ეტაპების (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) დამთავრების შესახებ დადებითი დასკვნის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ადგილზე გადაამოწმოს შესაბამისი ეტაპის ამსახველი დოკუმენტაციის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის აღნიშნული ეტაპი ჩაბარებულად ითვლება.“. 48. დაემატოს შემდეგი შინაარსის 1411 მუხლი: მუხლი 1411. უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება 1. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზება, ასევე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტების დასრულებისთვის განსაზღვროს ვადა და განახორციელოს მათი შემდგომი ლეგალიზება. 2. უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების წესსა და პირობებს, ასევე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტების დასრულებისათვის ვადას და მისი ლეგალიზების წესსა და პირობებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“. 49. 142-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის: ა.ა) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.ბ) „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი მიღებულ იქნეს 2021 წლის 30 დეკემბრამდე. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი მიღებულ იქნეს 2022 წლის 1 მარტამდე.“; გ) მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 50. 144-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კოდექსის 140-ე მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ოქტომბრიდან.“. მუხლი 2. „საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 138-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის, ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება სამშენებლო კომპანიის ან ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რომელიც მშენებლობის ნებართვის მფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მშენებლობას, დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად.“. მუხლი 3. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში დაამტკიცოს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების წესი და პირობები, ასევე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტების დასრულებისათვის ვადა და მისი ლეგალიზების წესი და პირობები. მუხლი 4. 1. ეს კანონი, გარდა პირველი და მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლი, გარდა პირველი მუხლის 48-ე ნაწილისა, ამოქმედდეს 2019 წლის 3 დეკემბრიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის 48-ე ნაწილი, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (შემდგომში - კანონპროექტი) მომზადება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: 1. კოდექსის დღეს მოქმედ რედაქციაში გამოვლენილია კონკრეტული ტერმინოლოგიური უზუსტობები და ხარვეზები, რომელთა სრულყოფა და შესწორება კოდექსის სწორი გამოყენებითობის უზრუნველსაყოფად არსებითი მნიშვნელობის მატარებელია. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2019 წლის 15 მაისს მიღებულ იქნა: ა) „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #39-18 დადგენილება და ბ) „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #39-19 დადგენილება. აღნიშნული სამართლებრივი აქტები ძალაში შევიდა 2019 წლის 21 მარტიდან. აღნიშნულმა სამართლებრივმა აქტებმა დედაქალაქისთვის შექმნეს ახალი კონცეფცია, როგორც ურბანული დაგეგმარებისა და განვითარების კუთხით, ასევე ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების კუთხით. უნდა აღინიშნოს, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, თავისი შინაარსის გათვალისწინებით არის დოკუმენტი, რომელში მოცემული კონცეფციაც არ შეიძლება შეიცვალოს დროის მოკლე მონაკვეთში. მას აქვს გრძელვადიანი სტრატეგიული დანიშნულება ურბანული განვითარების კუთხით. ამასთანავე, აღნიშნულ დოკუმენტებით მოხდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიღება K2 კოეფიციენტების მატების აკრძალვასთან, სპეციალური ზონალური შეთანხმებების, გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების ვადებთან და ა.შ. საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნული მნიშვნელოვანი რეგულაციების ცვლილება და ახალი კონცეფციების შეთავაზება სამშენებლო სექტორისათვის, ცხადია არ იქნება მიზანშეწონილი და ეს შექმნის სფეროს არამდგრადობის და არასტაბილურობის განცდას. გარდა თბილისისა, კოდექსის მოქმედებამდე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმები და ის განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომლებიც მოიცავს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით რეგულირებად საკითხებს, მიღებულია სხვა მუნიციპალიტეტებშიც, სხვა დასახლებებში. შესაბამისად, ზემოაღნიშნული პრობლემა არის ამ ტერიტორიებისათვისაც. შესაბამისად, მიზანშეწონილია, რომ გარკვეულ საკითხებში გაკეთდეს გამონაკლისები და რიგი რეგულაციები კვლავ დარჩეს ძალაში იმ შინაარსით, რაც აქამდეა, რაც სულ ახლახანს იქნა შეთავაზებული მშენებლობისათვის და რისი შეცვლაც ასე მალე პრაქტიკულად შეუძლებელიც იქნება როგორც კერძო, ასევე საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე. 3. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში მდებარე უძრავი ქონების განვითარებაში ან/და რეაბილიტაციაში მუნიციპალიტეტი მონაწილეობს თავისი, მერიის სტრუქტურული ერთეულების ან თავის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით, როგორც ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განმახორციელებელი პირი (დამკვეთი, მშენებელი). დღევანდელი მდგომარეობით პრობლემას წარმოადგენს: ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განმახორციელებელი პირი მრავალბინიანი სახლის განვითარებისას ხშირად ხდება სამეზობლო დავების მხარე, როგორც მრავალბინიანი სახლზე ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების დაწყებამდე, ისე მისი დასრულების შემდგომ. კოდექსის 56-ე მუხლის მოქმედი რედაქციის თანახმად, თუ შენობას რეაბილიტაციის შემდეგ საერთო ფართის 5%-ზე მეტი დაემატა, რომელიც იზოლირებულია და რომლის ფუნქციონირებაც დამოუკიდებლად არის შესაძლებელი, წარმოადგენს ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განმახორციელებელი პირის საკუთრებას, მაგრამ სჭირდება სხვა მესაკუთრეების თანხმობა. შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით, ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განმახორციელებელი პირი თავის საკუთრებას დამოუკიდებლად დაირეგისტრირებს, ვინაიდან მისი უფლება, მოახდინოს დამატებული ფართობის საჯარო რეესტრში მის საკუთრებად რეგისტრაცია, ცალსახაა. კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით მრავალბინიანი სახლის ისეთი განვითარებისას, როდესაც შენობის საერთო ფართობი იზრდება 5 პროცენტზე მეტით, ისე, რომ გაზრდილი ფართობი იზოლირებულია და მისი ფუნქციონირება შესაძლებელია დამოუკიდებლად, თანხმობის მიცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებაზე დამსწრეთა უმრავლესობით. დღეს მოქმედი რედაქციით, ერთ მესაკუთრეს, საკუთარი ფართის რამდენიმე ფართად დარეგისტრირების გზით, შეუძლია ხელოვნური გავლენა მოახდინოს ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე, რაც როგორც პრაქტიკამ აჩვენა უარყოფითად აისახება როგორც დანარჩენ მესაკუთრეთა სურვილზე რომ განავითარონ საკუთარი ფართი, ასევე ქალაქის იერსახეზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში გადაწყვეტილების ვერ მიღების გამო, შენობის მდგომარეობის გაუარესების თვალსაზრისით. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაში წევრთა ინდივიდუალური საკუთრების ფართობი შესაძლოა იყოს არათანაბარი, რაც გულისხმობს იმას, რომ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში მდებარე უძრავი ქონების განვითარების ან/და რეაბილიტაციის განხორციელების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ამხანაგობის წევრთა უმრავლესობამ, თუმცა მათ საკუთრებაში არსებული ინდივიდუალური საკუთრების საერთო ფართობი იყოს ბევრად ნაკლები, ვიდრე დარჩენილ წევრთა საკუთრების ფართობი. დღეს მოქმედი რედაქცია იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დააბრკოლებს ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში სახლის განვითარების ან/და რეაბილიტაციის განხორციელებას, რაც უსამართლო გარემოში აყენებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის იმ წევრებს, რომელთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფართობი ბევრად აღემატება სხვა წევრთა ინდივიდუალურ საკუთრების საერთო ფართს. ეს შესაძლებლობა უარყოფითად აისახება როგორც ამხანაგობის წევრთა საკუთრებაზე, რომელთა ინდივიდუალურ საკუთრების დაცვის ერთადერთი საშუალება არის მრავალბინიანი სახლის განვითარება ან/და რეაბილიტაცია, ასევე ქალაქის იერსახეზე, რაც ხშირ შემთხვევაში ამ ქონების განადგურებასაც კი იწვევს. 4. არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ კოდექსით დადგენილი ვადები რიგ შემთხვევებში მცირეა, ხოლო რიგ შემთხვევებში მიზანშეწონილია რომ ზედმეტად არ გაიზარდოს. მაგალითად: ა) მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენიდან 1 თვის ვადაში მიიღოს დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე. სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებების დიდი რაოდენობის და მისი სპეციფიკის გათვალისწინებით, აღნიშნული ვადა მცირეა და მიზანშეწონილია მისი 2 თვემდე გაზრდა. ბ) რაც შეეხება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებასთან, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან და მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ვადებს, როცა წარმოებაში ერთვება სხვა ადმინისტრაციული ორგანო, მიზანშეწონილია, რომ ეფექტური წარმოების მიზნით, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ჩართულობაც განხორციელდეს იმავე ვადებში, რა ვადებიც არის განსაზღვრული კანონით აღნიშნული წარმოებებისათვის. 5. ასევე, კოდექსის დღეს მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს განმეორებით ჩადენილი კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის პირის დაჯარიმებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით. მოცემული ნორმის პრაქტიკაში გამოყენება პრობლემურია. კერძოდ, აღნიშნული რეგულირება დაკავშირებულია სამართალდამრღვევ სუბიექტთან და არა, სამშენებლო ობიექტთან. შესაბამისად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოს ქმედების განმეორებითობის დასადგენად მოუწევს გაარკვიოს სამართალდამრღვევი პირის მიერ კონკრეტული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის არსებობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რაც ფაქტობრივად, შეუძლებელია და ორგანოს აკისრებს გაუმართლებლად დიდ რისკს, ასეთი რეგულირებების კოდექსში არსებობა არ უნა ჩაითვალოს მიზანშეწონილად. 6. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის (შემდგომში კოდექსი) 142-ე მუხლის მიხედვით საქართველოს მთავრობას ევალება მთელი რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება. მათ შორისაა „ტექნიკური რეგლამენტი − სამშენებლო მასალის მიმართ ძირითადი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო მასალის მიმართ ძირითადი მოთხოვნები უკვე დადგენილია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებით „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, რომელშიც გაწერილია როგორც სამშენებლო პროდუქტების ბაზარზე განთავსების პირობები, აგრეთვე, მათდამი წაყენებული ძირითადი მოთხოვნები. კონკრეტული მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სამშენებლო პროდუქტები, მოცემულია შესაბამის სტანდარტებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღარ არსებობს − სამშენებლო მასალის მიმართ ძირითადი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ დადგენილების მიღების საჭიროება. კოდექსის 142-ე მუხლით, გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის მიერ „შენობა -ნაგებობის მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ დადგენილების 2019 წლის 30 დეკემბრამდე მიღების ვალდებულება. შენობა-ნაგებობის მიმართ ინსოლაციის მოთხოვნებმა (აღნიშნული მოთხოვნები ქვეყანაში მოქმედებდა 2001-2008 წლებში) შესაძლოა ეკონომიკური თვალსაზრისით უარყოფითი გავლენა მოიტანოს, ვინაიდან აღნიშნული რეგლამენტის მიღება სავარაუდოდ შეამცირებს მშენებლობის მასშტაბებს, განსაკუთრებით დიდ და მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში. საკითხის კომპლექსურობიდან და სირთულიდან გამომდინარე, საჭიროა დადგენილების მიღების ვადის დროებით გადაწევა, რათა სამშენებლო ბიზნესის წრეებთან თანამშრომლობით კარგად იქნეს შესწავლილი (სხვა ქვეყნების მაგალითებზე) და გაანალიზებული ის დადებითი და უარყოფითი შედეგები, რომლებიც შეიძლება მოიტანოს ინსოლაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაწესებამ და ყოველივე ეს მძიმე ტვირთად არ დააწვეს სამშენებლო ბიზნესს და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკას. აგრეთვე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ამ ტიპის რეგულაციის მიღებამდე აუცილებელია სპეციალისტების გადამზადება. კერძოდ, საჭიროა როგორც დამპროექტებლების, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოებში მომუშავე იმ სპეცილისტების გადამზადება, რომლებსაც ევალებათ აღნიშნული რეგულაციის დაცვით შესრულებული პროექტების ექსპერტიზა და დამტკიცება. კოდექსის 142-ე მუხლით საქართველოს მთავრობას ასევე ევალება შემდეგი დადგენილებების მიღება: „აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს და სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ სამშენებლო ობიექტის ინსპექტირების წესისა და მათი პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ“ და „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი ექსპერტის სერტიფიცირების წესის შესახებ“. აღნიშნული დადგენილებები თემატურად მიეკუთვნება „არქიტექტორებისა და ინჟინერ -მშენებლების სერტიფიცირების წესის შესახებ“ დადგენილებას და მართებულია გაერთიანდეს ამ უკანასკნელ დადგენილებაში. შესაბამისად ამ საკითხების ცალკე დადგენილებების სახით დარეგულირების საჭიროება არ არსებობს. რაც შეეხება თავად „არქიტექტორებისა და ინჟინერ -მშენებლების სერტიფიცირების წესს, აღნიშნული წესის შემუშავების გარდა საჭიროა მთელი სისტემის ჩამოყალიბა, რაც გულისხმობს არიქტექტორთა და ინჟინერ-მშეენებელთა სერტიფიცირების განმახორციელებელი ორგანოს ჩამოყალიბებას. ამ ორგანომ უნდა შეადგინოს ტესტები, გასცეს სერტიფიკატები, პერიოდულად შეამოწმოს არქტიტექტორთა და ინჟინერ-მშენებლთა საქმიანობა, იმსჯელოს დისციპლინური პასუხისმგებლობების შეფარდებაზე და სხვა. სისტემის გამართულად ასაწყობად საჭიროა დამატებითი დრო, შესაბამისად მიზანშეწონილია გადავადდეს „არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების წესის“ მიღების ვადა. ასევე, ინჟინერ-მშენებელთა სერტიფიცირებასთან დაკავშირებით დამატებით აღსანიშნავია, რომ სერტიფიცირება პირდაპირ არის დაკავშირებული მოქმედ სამშენებლო/საპროექტო ნორმებთან, რადგან ინჟინერ-მშენებლების და ექსპერტების სერთიფიცირება მოიცავს მოქმედი სამშენებლო და საპროექტო ნორმების ცოდნის შეფასებას. ამჟამად მოქმედი რეგულაციებით ცალსახად არ არის დადგენილი რომელიმე სამშენებლო ნორმა (საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N52 დადგენილებით სამოქმედოდ დაშვებულია 1992 წლამდე მოქმედი და შემდგომ პერიოდში მოდიფიცირებული ტექნიკური რეგულირების დოკუმენტები. აგრეთვე - საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების მიხედვით, საქართველოში სამოქმედოდ დაშვებულია 37 ქვეყნის ტექნიკურ რეგლამენტი), რის გამოც პრაქტიკულად შეუძლებელია სერთიფიცირების საგამოცდო ტესტების შედგენა. მიზანშეწონილია ინჟინერ-მშენებლების სერთიფიცირება განხორციელდეს საქართველოში ევროპული სტანდარტების კრებულის (ევროკოდების და მასთან დაკავშირებული ნორმატიული დოკუმენტების) დანერგვის შემდგომ (აღნიშნულ სამუშაოს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო). ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტი მიზნად ისახავს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. საკითხები, რომლებიც მოცემული კანონპროექტში, საჭიროებს მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებით დარეგულირებას, მათივე შინაარსის გათვალისწინებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, შესაძლებელი გახდება სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი სისტემის რეგულირებების სრულყოფა და კონკრეტული სამართლებრივი ხარვეზების გამოსწორება. კანონში ორმაგი ინტერპრეტაციების თავიდან აცილება. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განმახორციელებელი პირისთვის შეიქმნება გაცილებით ხელსაყრელი პირობები, კერძოდ, მისთვის ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში დამატებით წარმოშობილ ფართებზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურები გამარტივდება. მრავალბინიანი სახლის განვითარების ან/და რეაბილიტაციის შედეგად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თითოეული წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არსებითად გაუმჯობესდება. აგრეთვე, შედეგად შეიქმნება საკანონმდებლო საფუძველი იმისა, რომ უკლებლივ ყველა მესაკუთრემ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განხორციელების შედეგად გაზრდილი ღირებულების, კეთილმოწყობილი და მეტი ეკონომიკური პერსპექტივის საკუთრება მიიღოს. მერია უფრო ეფექტურად განახორციელებს თბილისის ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში არსებული ავარიული საცხოვრებელი ფართების რეაბილიტაციას. ცვლილებებით, უფრო ეფექტური გახდება, მესაკუთრეების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა. უპირატესობა მიენიჭება მესაკუთრისა და ქალაქის საჯარო ინტერესს - მოქალაქეებმა იცხოვრონ უსაფრთხო და კეთილმოწყობილ სახლებში. სამშენებლო ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოებს მიეცემათ გონივრული ვადა საქმის განხილვებისათვის. დედაქალაქისათვის და ასევე იმ ტერიტორიებისათვის, სადაც კოდექსის ამოქმედებამდე დამტკიცებული იყო მიწათსარგებლობის გენერალური გეგმები და ის განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომლებიც მოიცავს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით რეგულირებად საკითხებს, შეიქმნება სამართლებრივი საფუძვლები, რათა ის არსებული რეგულაციები შენარჩუნებულ იქნას გონივრული ვადით, რათა ხელი არ შეეშალოს სფეროს განვითარებასა და გაუმჯობესებას. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღებით ახლებურად რეგულირდება საქართველოს მთავრობის მიერ ცალკეული დადგენილებების მიღების საკითხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით: 1.1. მე-3 მუხლიდან ხდება „ტ“ ქვეპუნქტის ამოღება, რადგან კანონპროექტი ითვალისწინებს „დეტალური არქიტექტურული პროექტის“ ტერმინის გაუქმებას. კოდექსის არსებული რედაქცია ითვალისწინებს არქიტექტურულ პროექტს და დეტალურ არქიტექტურულ პროექტს, ორივე მათგანი არის არქიტექტურული კონცეფციის ამსახველი დოკუმენტი, თუმცა ნებართვის გაცემის საფუძველს დეტალური არქიტექტურული პროექტი წარმოადგენს. ორივე სახის პროექტი არის შინაარსობრივად თითქმის ერთი და იგივე დოკუმენტი, კერძოდ კი ერთი არის მეორე მათგანის დეტალიზებული ვარიანტი. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს ამ ორი ცნების ნაცვლად მხოლოდ იმ ცნების დატოვებას, რომლის საფუძველზეც მოხდება მშენებლობის ნებართვის გაცემა. 1.2. მე-3 მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით და განისაზღვრება, რომ ნაგებობა არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული. შენობა ნაგებობისგან განსხვავდება გადახურვით, კოდექსის მოქმედი რედაქციით გაურკვეველი ხდებოდა გამიჯვნის ხსენებული კრიტერიუმი, მოცემული განმარტება იყო სადავო და ბუნდოვანი. 1.3. მე-3 მუხლიდან ხდება ჰ3 ქვეპუნქტის ამოღება. კანონპროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი მიჯნის ზონის გაუქმებას, რადგან არ არის ამ რეგულაციის არსებობის აუცილებლობა. კანონი და ასევე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიც სრულფასოვნად განსაზღვრავს სამეზობლო მიჯნის ზონას, მის შინაარსს. შესაბამისად, სამეზობლო მიჯნის ზონის პარამეტრების დაცვა, სრულიად საკმარისია და გამორიცხავს მიჯნის ზონებთან დაკავშირებულ ნებისმიერ დარღვევას. 1.4. კანონპროექტით ცვლილება გათვალისწინებულია მე-3 მუხლის ჰ26 ქვეპუნქტშიც, რომლის მიხედვითაც, შენობად მიიჩნევა ნაგებობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით. მოცემული რედაქციით ნათელი და მკაფიო ხდება შენობასა და ნაგებობას შორის განსხვავების ზღვარი. 2.1. 41-ე მუხლში მე-6 ნაწილის დამატებამ განაპირობა ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ახალი რედაქციით ჩამოყალიბების საჭიროება და დგინდება, რომ ძირითადი დებულებებით დადგენილი განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი ან/და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი შეიძლება გადამეტებულ იქნეს განაშენიანების დეტალური გეგმის საფუძველზე, თუ ეს კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით, ამას მოითხოვს ქალაქთმშენებლობითი განვითარების განსაკუთრებული მიზეზები (მაგალითად, ურბანული ღირებულების დაცვა და განვითარება), ამას არ დაუპირისპირდება საზოგადოებრივი ინტერესები და არ გამოიწვევს ადამიანთა საცხოვრებელი გარემოს და სამუშაო გარემოს სანიტარიულ ჰიგიენური მდგომარეობის გაუარესებას, გარდა ამავე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2.2. 41-ე მუხლს ემატება მე-6-8 ნაწილები, რომელიც ცალსახად უთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძირითადი დებულებებით დადგენილი განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტის გადამეტების აკრძალვის შესახებ, მათ შორის განაშენიანების დეტალური გეგმის საფუძველზე, თუმცა უთითებს საგამონაკლისო შემთხვევებს, რომელთაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განსაზღვრავს. აღნიშნულის საჭიროება დგას იმ კუთხით, რომ დღევანდელი მდგომარეობით, დედაქალაქში მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად, კოეფიციენტების მატება აკრძალულია, თუმცა მხოლოდ გარკვეულ განსაკუთრებულ შემთხვევებშია ეს დაშვებული. შესაბამისად, აღნიშნულის განსაზღვრა აუცილებელია დედაქალაქისათვის. გამონაკლისის დაწესება შესაძლოა განპირობებული იყოს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების, მრავალბინიანი ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების მიზნით, თუმცა არა ყველა, არამედ იმგვარი შენობა-ნაგებობების, რომელთა ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და ექვემდებარება გადაუდებელ დემონტაჟს. ასევე, არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის დადასტურებისა და განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელების მიზნით, აგრეთვე, ასევე მუნიციპალიტეტის ინიციატივით შემუშავებული განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ არეალებზე. აღნიშნული გამონაკლისი შეიძლება გავრცელდეს რთული რელიეფის მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი ტერასული შენობებისა და მათი კომპლექსების მშენებლობაზე, ასევე აუცილებელი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით არსებული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციაზე. ჩამოთვლილი შემთხვევების განსაზღვრა ხდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ და წარმოადგენს იმ ერთეულ შემთხვევებს, რომელთა არსებობისას შესაძლოა მიღებულ იქნეს დადგენილი წესიდან განსხვავებული გადაწყვეტილება. მოცემული ჩამონათვალი ამომწურავია და არ შეიძლება განისაზღვროს სხვა გამონაკლისი შემთხვევები. 3. 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის დღეს მოქმედი რედაქციით, ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ შესაძლებელია ინიციირებულ იქნეს ცალკეული ტერიტორიის მხოლოდ განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავება და მისი განხორციელება კერძო დაფინანსებით. პროექტის მიხედვით, ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ შესაძლებელია განხორციელდეს ასევე განაშენიანების გეგმის შემუშავებაც და მისი განხორციელება კერძო დაფინანსებით. დღეს მოქმედი რედაქციით, ეს უკანასკნელი (ცალკეული ტერიტორიის განაშენიანების გეგმის შემუშავება) გამოდიოდა რომ აუცილებლად მუნიციპალიტეტს უნდა განეხორციელებინა. 4.1. 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ზუსტდება, რომ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განხორციელების უფლება, გარდა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსა და შესაბამისი ნებართვის მქონე პირისა, აქვს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს. 4.2. ცვლილება შედის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის მიხედვითაც, ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განმახორციელებელი პირის მიერ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში მდებარე მრავალბინიანი სახლის განვითარება ან/და რეაბილიტაცია ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის იმ წევრის/წევრთა თანხმობით, რომლის/რომელთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ფართობიც აღემატება ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების საერთო ფართობის ნახევარზე მეტს, ხოლო თუ ხორციელდება ინდივიდუალური სახლის განვითარება/რეაბილიტაცია საჭიროა მესაკუთრის თანხმობა. თანხმობა ასევე შესაძლებელია გამოხატულ იქნეს მესაკუთრესა და ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განმახორციელებელ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. 4.3. ცვლილება ეხება ამავე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებსაც, რომლის თანახმადაც, თუ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების შედეგად შენობის საერთო ფართობი 5 პროცენტით ან 5 პროცენტზე მეტით იზრდება, გაზრდილი ფართობი იზოლირებულია და შესაძლებელია მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება, გაზრდილი ფართობი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განმახორციელებელი პირის ან/და უძრავი ქონების მესაკუთრის საკუთრებად, ფართობის გაზრდის დაფინანსებისათვის მესაკუთრის მიერ გაწეული ხარჯების პროპორციულად. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განმახორციელებელი პირის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ან/და მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე. ასევე, თუ მრავალბინიან სახლში გაზრდილი ფართობი შენობის საერთო ფართობის 5 პროცენტზე ნაკლებია ან/და გაზრდილი ფართობი იზოლირებული არ არის და მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება შეუძლებელია, დამატებული ფართობი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაა, ხოლო ინდივიდუალური სახლის შემთხვევაში დამატებული ფართობი ინდივიდუალური სახლის მესაკუთრის საკუთრებაა. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში მდებარე უძრავი ქონების განვითარებისას შენობის ფართობი სულ მცირე განვითარებამდე არსებული შენობის ფართობის ტოლი უნდა იყოს, ხოლო მისი ღირებულება უნდა აღემატებოდეს განვითარებამდე არსებული შენობის ღირებულებას. მე-6 ნაწილშივე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების ინტერესების სრულად დაცვის მიზნით, ზუსტდება რეაბილიტაციის დაწყებისა და დასრულების გარკვეული პროცედურები, რაც მოიცავს შენობის ღირებულებისა და ფართობის შეფასებას, მესაკუთრისათვის შესაბამისი დასკვნის წარდგენას, როგორც რეაბილიტაციის დაწყებამდე, არამედ მისი დასრულების შემდგომაც. 4.4. ამავე მუხლის მე-7 ნაწილში დაზუსტდება, ავარიული შენობის დემონტაჟისას ახლად აშენებული ფართების რეგისტრაციის პროცედურა. კერძოდ, თუ ახალი შენობის აშენებისას, შენობის საერთო ფართობი იზრდება 5 პროცენტზე მეტით, ისე, რომ გაზრდილი ფართობი იზოლირებულია და მისი ფუნქციონირება შესაძლებელია დამოუკიდებლად, დამატებული ფართობი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განმახორციელებელი პირის ან/და უძრავი ქონების მესაკუთრის საკუთრებად და მას საკუთრებაში გადაეცემა ფართობის გაზრდის დაფინანსებისთვის მის მიერ გაწეული ხარჯების პროპორციულად. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განმახორციელებელი პირის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ან/და მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე. ხოლო, მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდება შემდეგი ფორმულირებით, რომ 56-ე მუხლის შესაბამისად განხორციელებული ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების შედეგად მესაკუთრისთვის მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განმახორციელებელი პირი. 4.5. ამავე მუხლს დაემატება ახალი მე-9 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია მიიღოს მშენებლობის ნებართვა ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში მდებარე ნებისმიერ უძრავ ქონებაზე. ეს არის დღეს მოქმედი საკანონმდებლო რედაქციაც, რომელიც ამ კოდექსშიც ზუსტდება. 5. 64-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით და განისაზღვრება, რომ კოდექსის მე-8 თავის (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირება) მიზანს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებისა და განაშენიანებისთვის ძირითადი პირობების დადგენა და სამშენებლო საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრებისთვის ხელის შეწყობა წარმოადგენს. კოდექსის მოცემული მუხლის არსებული რედაქციიდან ძირითადი სანებართვო პირობები შეიცვალა ტერმინით ძირითადი პირობები, რადგან სანებართვო პირობა მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული პირობაა და მსგავსი ფორმულირება არ იყო მიზანშეწონილი. 6.1. 69-ე მუხლის მე-3 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით და დგინდება, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის შემდგომი სამშენებლო განვითარების მიზნებისთვის შესაბამისობის/შეუსაბამობის დადგენის თაობაზე ინფორმაცია არ არის გაცემული მშენებლობის შეტყობინების თაობაზე განცხადების შეტანამდე, მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის შესაბამისობა/შეუსაბამობა დგინდება მშენებლობის შეტყობინების თაობაზე განცხადების განხილვის ეტაპზე ან მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიაზე, ხოლო ამ კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვის სტადიაზე. მოქმედი რედაქციით, 102-ე მუხლის შემთხვევაში (ანუ როცა განაშენიანების დეტალური გეგმა მუშავდება, და საჭირო არ არის I სტადია), მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის შესაბამისობა/შეუსაბამობა დგინდება II სტადიაზე, რაფ ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან II სტადიაზე მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის შესაბამისობა/შეუსაბამობა უკვე დადგენილი უნდა იყოს, სხვანაირად ამ სტადიაზე ეს თემა ვერ მოხვდებოდა. 6.2. 69-ე მუხლიდან ხდება მე-5 და მე-6 ნაწილები ამოღებულია, რადგან ისინი ითვალისწინებს ინდივიდუალური, განსხვავებული მაჩვენებლების დადგენას კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, დაცული ტერიტორიების, ტყის ფონდის, წყლის ფონდის ან წიაღის ფონდის მიწების არეალში. 7. 70-ე მუხლის სათაური ყალიბდება ახალი რედაქციით - სამშენებლო მიწის ნაკვეთ(ებ)ის დაყოფა ან/და გაერთიანება. ასევე, ამავე მუხლში განისაზღვრება, რომ იმ მიწის ნაკვეთის დაყოფის/მიწის ნაკვეთების გაერთიანების შემთხვევაში, რომელზეც/რომლებზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა, გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე ამ კოდექსის 66-69-ე და 72-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები. კოდექსის მოცემული მუხლის არსებულ რედაქციას დაემატა 69-ე მუხლზე მითითება, რომლის დანაწესის გათვალისწინება სამშენებლო მიწის ნაკვეთ(ებ)ის დაყოფა ან/და გაერთიანების შემთხვევებში საჭიროდ უნდა იქნეს მიჩნეული. 8.1. 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსი იცვლება და ზუსტდება ტერმინოლოგიური თვალსაზრისით. კერძოდ, ტერმინი „მისასვლელი სამანქანო გზა“ შეიცვალა ტერმინით „მისასვლელი საავტომობილო გზით“. სამანქანო გზა არ არის სწორი ტერმინი, გარდა ამისა საავტომობილო გზა უკვე განმარტებულია შესაბამისი კანონით. გარდა აღნიშნული ცვლილებისა, კოდექსის არსებული რედაქცია მისასვლელი სამანქანო გზის არსებობას თითქოს არ მიიჩნევდა აუცილებლად და უშვებდა შესაძლებლობას, რომ შესაძლოა მოცემულ შემთხვევაში ობიექტს არ ჰქონოდა მისასვლელი სამანქანო გზა, თუმცა ამის სავალდებულოდ განსაზღვრაც ასევე საჭიროდ უნდა მივიჩნიოთ. კერძოდ მკაფიოდ უნდა ჩანდეს რომ აუცილებლად უნდა იყოს მისასვლელი საავტომობილო გზა. 8.2. კანონის პროექტით ხდება 72-ე მუხლის მეორე ნაწილის ამოღება, რადგან კოდექსის მიზანს არ წარმოადგენს მოცემული საკითხის რეგულირება. 8.3. კოდექსის 72-ე მუხლის მე-4 ნაწილის დღეს მოქმედი რედაქცია, მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს ავალდებულებს, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შემდეგ, გარკვეული ინფორმაცია მიაწოდოს კომუნალური ქსელების მფლობელ ყველა კომპანიას. პროექტით გათვალისწინებულია ამ მუხლის მოქმედების შეზღუდვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში. აღნიშნული ვალდებულების არსებობა დედაქალაქისთვის მიზანშეწონილი არ არის, რადგან შესაბამის ელექტრონულ პროგრამასთან წვდომა აქვს ყველა დაინტერესებულ პირს და ამ ინფორმაციის მოპოვება ისედაც მარტივად არის შესაძლებელი. 9.1. 74-ე მუხლის მე-2 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით, იმგვარად, რომ ამოღებულია საზოგადოებრივი მიჯნის ზონის ცნება. კანონპროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი მიჯნის ზონის გაუქმებას, რადგან არ არის ამ რეგულაციის არსებობის აუცილებლობა. კანონი და ასევე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიც სრულფასოვნად განსაზღვრავს სამეზობლო მიჯნის ზონას, მის შინაარსს. შესაბამისად, სამეზობლო მიჯნის ზონის პარამეტრების დაცვა, სრულიად საკმარისია და გამორიცხავს მიჯნის ზონებთან დაკავშირებულ ნებისმიერ დარღვევას. 9.2. კანონპროექტით ასევე ხდება ამ მუხლის მე-3 ნაწილის ამოღება, რადგან სამეზობლო მიჯნის ზონის დაცვა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი. 10. 75 მუხლის მე-2 ნაწილის ფორმულირება იცვლება შემდეგი შინაარსით - მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტით განისაზღვრება მიწის ნაკვეთის ტერიტორიის ფართობის მინიმალური წილი, რომელიც არ უნდა იყოს დაფარული ან გადაფარული წყალგაუმტარი მასალით, რომლის ქვეშაც არ უნდა არსებობდეს შენობა-ნაგებობა ან/და მისი ნაწილები და რომელიც განკუთვნილია წყალგამტარიანობისთვის და გამწვანებისთვის. მოქმედი რედაქციით, მიწის ნაკვეთის ტერიტორიის ფართობის მინიმალური წილი, რაც მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტით განისაზღვრება, არ ითვალისწინებდა რომ იგი გათვალისწინებული უნდა იყოს გამწვანებისათვის. 11. 77-ე მუხლის მე-2 ნაწილი იცვლება და დგინდება, რომ ძირითადი დებულებებით დადგენილი მიწის ნაკვეთის შემოღობვის პირობები უნდა ეფუძნებოდეს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ პრინციპებს. მუხლის ახალი რედაქციით ჩამოყალიბება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ კოდექსის მოცემული მუხლის ფორმულირებით სამართლებრივი ნორმები და განაშენიანების გეგმის დოკუმენტის სტატუსი გაიგივებული იყო. 12. 78-ე მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულია, რადგან მოცემული კოდექსი არ აწესრიგებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებულ საკითხებს, ამიტომ ამ ნორმის არსებული ფორმით შენარჩუნება კოდექსში არ უნდა ჩაითვალოს მიზანშეწონილად. 13. 79-ე მუხლის პირველი ნაწილის დღეს მოქმედი რედაქციით: შენობა -ნაგებობა მისი ექსპლუატაციის პერიოდში უნდა შეესაბამებოდეს მისთვის განსაზღვრულ ფუნქციას. ზუსტდება აღნიშნული დანაწესი და განისაზღვრება, რომ შენობა-ნაგებობა მისი ექსპლუატაციის პერიოდში არსებობის შემთხვევაში უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო დოკუმენტით განსაზღვრულ ფუნქციას. 14. მე-80 მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილები ამოღებულია. აღნიშნული მუხლის შესაბამისი ნაწილების ამოღება საჭიროდ უნდა მივიჩნიოთ, რადგან თუ მუნიციპალიტეტის საკრებულომ არ განსაზღვრა არეალები, რომელთაც აქვთ მაღალი ურბანული ღირებულება ან/და რომლის არქიტექტურულესთეტიკური გადაწყვეტის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, საზოგადოების კონკრეტულმა ჯგუფებმა შესაძლოა მუდმივად და ინტენსიურად მოითხოვონ ასეთ არეალებში ღია კონკურსის გამოცხადება მშენებლობის ან შენობა-ნაგებობის არსებითი რეკონსტრუქციის არქიტექტურული ესკიზის/არქიტექტურული პროექტის შესარჩევად. აღნიშნული კი საკრებულოების საქმიანობას არაეფექტურს გახდის. 15. 88-ე მუხლის პირველი ნაწილი იცვლება იმგვარად, რომ შენობა-ნაგებობის დაპროექტებისას და მშენებლობისას განახლებადი ენერგიის გამოყენების შესაძლებლობის გათვალისწინება ხდება სასურველი და არა სავალდებულო, რადგან აღნიშნული შეიძლება ფაქტობრივად შეუძლებელი იყოს უმრავლეს შემთხვევაში. 16. კოდექსის XI თავის სათაური „მშენებლობის ნებართვის გაცემის პირობები“ იცვლება ფორმულირებით - „მშენებლობის ნებართვის გაცემის პირობები და საფუძველი“, რადგან ამ თავში განსაზღვრული არ არის მხოლოდ პირობები. 17. 92-ე მუხლის მე-3 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით და განისაზღვრება, რომ მიწის ნაკვეთის განაშენიანების ან/და მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი შეიძლება გადამეტებულ იქნეს მხოლოდ ამ კოდექსის 41-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნულ მუხლში ცვლილების შეტანის აუცილებლობა განაპირობა კოდექსის 41-ე მუხლში მე-6 ნაწილის დამატებამ. 18. 93-ე მუხლის მე-4 ნაწილი ზუსტდება და დეტალურად უთითებს, თუ რა შემთხვევა მიიჩნევა უნებართვო მშენებლობად, კერძოდ, ასეთად უნდა ჩაითვალოს შეტყობინების დარღვევით განხორციელებული ისეთი მშენებლობა, რომელიც აღარ უნდა იქნას მიჩნეული I კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლების მატარებლად. მოცემული ფორმულირებით სრულყოფილად განისაზღვრება უნებართვო მშენებლობის შემთხვევები. კოდექსის დღეს არსებული რედაქციით კი აღნიშნულზე მითითება არ იყო ამომწურავი და არ ფარავდა უნებართვო მშენებლობის განხორციელების ყველა შემთხვევას. 19. 96-ე მუხლის მე-3 ნაწილით დგინდება, რომ რეკონსტრუქციისას, თუ შენობა-ნაგებობის კლასი იზრდება ან მცირდება, შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხდება სანებართვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული საბოლოო მახასიათებლებისა და პარამეტრების მიხედვით. არსებული რედაქციით, კი თუ კლასი მცირდებოდა, შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხდებოდა არსებული კლასით, რაც ცხადია არ არის სამართლიანი. 20.1. 97-ე მუხლის მე-3 ნაწილი ახალი რედაქციით ყალიბდება და აკონკრეტებს მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე ნებართვის მაძიებლის/ მშენებლობის ნებართვის მფლობელის პირთა წრეს და ასეთად მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების ან მისი ნაწილის მესაკუთრის გარდა მიიჩნევს მოსარგებლეს ან მის/მათ უფლებამოსილ პირს, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. 20.2. 97-ე მუხლის მე-5 ნაწილით განისაზღვრება, რომ საზოგადოებრივ სივრცეში დაგეგმილი მშენებლობის შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს განმცხადებელი, თუ არსებობს საზოგადოებრივი სივრცის მესაკუთრის თანხმობა მშენებლობის განხორციელებაზე. იცვლება ტერმინოლოგიურად და საზოგადოებრივი სივრცის დაგეგმარების/განკარგვის უფლების მქონე პირის ნაცვლად იწერება საზოგადოებრივი სივრცის მესაკუთრე. 20.3. 97-ე მუხლის მე-6 ნაწილის დღეს მოქმედი რედაქციით: ქუჩაზე, მოედანზე, ხიდზე, ტროტუარზე, გვირაბში და მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელში დაუშვებელია შენობა-ნაგებობის (გარდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობისა) მშენებლობა, ხოლო პარკში, ბაღში, სკვერში და სხვა, მსგავს სივრცეში დაუშვებელია ისეთი შენობა -ნაგებობის მშენებლობა, რომელსაც არ აქვს საერთო სარგებლობის საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. პროექტით ხდება ამ ნაწილის ამოღება. ამ ნაწილის ამოღება არის პრაქტიკულად ტექნიკური ხასიათის, რადგან აღნიშნული შინაარსი და პათოსი, ცხადია ისედაც ტარდება და უნდა გატარდეს მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ. თუმცა, ასეთი ჩანაწერით, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას მაგალითად ლეგიტიმურად განთავსებულ დროებითი ნაგებობებს. 21. მე-100 მუხლის ახალი რედაქციით ჩამოყალიბება აუცილებელია, რადგან უნდა დაკონკრეტდეს ვინ არის მშენებლობის შეტყობინების შეთანხმების ან მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანო. მაგალითად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში ამ უფლებამოსილებას ახორციელებს სსიპ არქიტექტურის სამსახური, სწორედ ამიტომ უფლებამოსილი სუბიექტების სწორად იდენტიფიცირების მიზნით ახალი ფორმულირებით ზუსტდება, რომ მშენებლობის შეტყობინების შეთანხმების ან მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე ასევე შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის მირ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 22. 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განისაზღვრება, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები გაიცემა ამ კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მოქმედი ფორმულირება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემაც გამორიცხავს, თუ კი სახეზე იქნება 68-ე მუხლით განსაზღვრული პირობები. 23.1. 104 მუხლის მე-2 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით და განისაზღვრება, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. სხვა ადმინისტრაციული ორგანოების ჩართულობის შემთხვევაში დამატებითი ვადა აღარ იქნება დადგენილი. 23.2. ამავე მუხლის მე-7 ნაწილი ყალიბდება ახალი შინაარსით და დგინდება, რომ თუ გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული, განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დამტკიცებულად ჩაითვლება შესაბამისი ობიექტისათვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმების გათვალისწინებით. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გასცეს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები მოთხოვნისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ანუ ზუსტდება, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები გაიცემა არა უპირობოდ, არამედ თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 24. 106-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში „დეტალური არქიტექტურული პროექტის“ ნაცვლად იწერება „არქიტექტურული პროექტი“. ასევე ხდება ამავე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის ახალი რედაქციით ჩამოყალიბება. აღნიშნული ცვლილებების განხორციელება საჭირო გახდა, რადგან კანონპროექტის შემოთავაზებული რედაქციით კოდექსიდან ტერმინი - „დეტალური არქიტექტურული პროექტი“ ამოღებულია და კოდექსში რჩება მხოლოდ ის ცნება, რომლის საფუძველზეც მოხდება მშენებლობის ნებართვის გაცემა. 25. 107-ე მუხლის მე-3-მე-6 ნაწილები ყალიბდება ახალი რედაქციით და განისაზღვრება, რომ: 3. მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის ან მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს 20 სამუშაო დღის ვადაში. სამსტადიიანი წარმოების შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გაცემის ან მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს 5 სამუშაო დღის ვადაში. ანუ, სხვა ადმინისტრაციული ორგანოების ჩართულობის შემთხვევაში დამატებითი ვადა აღარ იქნება დადგენილი. 4. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ამ მუხლის მე-3 ნაწილით ადმინისტრაციული წარმოებისთვის განსაზღვრულზე მეტი ვადა, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ამ ვადის გასვლამდე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არაუმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. ანუ, ვადის გაგრძელება შესაძლებელი იქნება არაუმეტეს 3 თვემდე (ნაცვლად 20 დღისა), რადგან 20 დღე ძალიან ცოტაა აღნიშნულისათვის. 5. საექსპერტო დასკვნა უნდა შეიცავდეს ექსპერტიზის ჩატარების მეთოდს, შენიშვნებს და დადებითი დასკვნის დასაბუთებას. საბოლოო დასკვნა უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი. უარყოფითი დასკვნა არის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. ანუ ზუსტდება, თუ რას უნდა მოიცავდეს საექსპერტო დასკვნა, რაც დღეის მდგომარეობით არ იყო დარეგულირებული. 6. დადებითი საექსპერტო დასკვნის მიმართ საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმარტებისთვის მიმართოს ექსპერტიზის განმახორციელებელ ორგანოს/პირს ან ალტერნატიულ ორგანოს/პირს. ანუ, კოდექსიდან ამოღებულია დათქმები, რომ თუ განმეორებითი ექსპერტიზები დაინიშნა შემდეგ ვინ და რა შემთხვევებში აანაზღაურებს ამ თანხებს. ასეთი შინაარსის დებულებები მიზანშეუწონელია, რადგან შეზღუდავს ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილების სწორად და ეფექტიანად განხორციელებას. 26. 108-ე მუხლის მე-3 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით და მუხლის ფორმულირება ჩამოყალიბებულია იმგვარად, რომ მითითება 109-ე მუხლის შესაბამის ნაწილებზე აღარ ხდება, რადგან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების ჩართულობის შემთხვევაში დამატებითი ვადა აღარ იქნება დადგენილი. 27. 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ყალიბდება ახალი რედაქციით და დგინდება, რომ სხვა ადმინისტრაციული ორგანო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებასთან დაკავშირებით დასმულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს კომპეტენციის ფარგლებში განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, რომელსაც მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს. ეს ვადა კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვადაში შედის. ცვლილებით ზუსტად განისაზღვრება, თუ რამდენ დღეში უნდა შეისწავლოს სხვა ადმინისტრაციულმა ორგანომ არქიტექტურული პროექტის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებთან შესაბამისობა კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნული ვადა შეადგენს 5 სამუშაო დღეს. შესაბამისი გადაწყვეტილება კი წარედგინება მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ეს ვადა კოდექსის 107-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 108-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ ვადებში შედის. აღნიშნული ცვლილებები განპირობებულია იმით, რომ სხვა ადმინისტრაციული ორგანოების ჩართულობის შემთხვევაში დამატებითი ვადების დადგენა აღარ უნდა მოხდეს. 28. 110-ე მუხლის პირველი ნაწილი ყალიბდება ახლებურად. კანონის პროექტი ითვალისწინებს კოდექსიდან საზოგადოებრივი მიჯნის ზონის ცნების ამოღებას, ეს მუხლი კი ადგენდა საზოგადოებრივი მიჯნის ზონის მხარეს საინფორმაციო დაფის განთავსების შემთხვევას. შესაბამისად, დაფის განთავსების ვალდებულებაზე, საზოგადოებრივი მიჯნის ზონის მხარის ნაცვლად მიეთითება საზოგადოებრივი სივრცის მხარე. 29. 111-ე მუხლის მე-2 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით და ზუსტდება მშენებლობის ნებართვის ძალაში შესვლის თარიღი, კერძოდ, მშენებლობის ნებართვა ძალაში შედის განმცხადებლისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან/გაცნობიდან. 30. 117-ე მუხლის მე-2 ნაწილში ზუსტდება, რომ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტი (ნაცვლად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსი) და არა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, რადგან, კანონის მიხედვით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო არის მერი. შესაბამისად, დაზუსტების მიზნით, უმჯობესია რომ ეწეროს მუნიციპალიტეტი, გარდა ამისა მოცემული მუხლის ფორმულირებაში აღინიშნება, რომ მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების უფლება აქვს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირსაც. 31.1. 118-ე მუხლის მე-2 ნაწილის ფორმულირება განისაზღვრება შემდეგნაირად - მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული პირი (ნაცვლად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსი). 31.2. 118-ე მუხლის მე-4 ნაწილით განისაზღვრება, რომ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ყოველწლიურად განახორციელოს იმ III და IV კლასების შენობა-ნაგებობების საერთო რაოდენობის არანაკლებ 10%-ის საჯარო ზედამხედველობა, რომელთა მშენებლობისთვის წინა წელს გაიცა მშენებლობის ნებართვები. მოქმედ რედაქციაში წერია პირდაპირ 10%, ახლა იწერება რომ არანაკლებ 10%. ასევე რედაქციულად დაზუსტდა რომ ნებართვის გამცემი ორგანო არ არის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო. 32. 119 მუხლის პირველი ნაწილის შემდეგ ემატება 11 ნაწილი, რომლითაც ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების უფლება მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ასევე ექნებათ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს. აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი რედაქციით ინსპექტირების/ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ იმ დამოუკიდებელ ორგანოებს, რომლებიც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იქნებიან რეგისტრირებულნი. ამ შეზღუდული წრის გაფართოება მიზანშეწონილია, რადგან ინსპექტირებას შესაძლოა ახორციელებდეს მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც იმთავითვე არ არის შექმნილი მოგების მისაღებად და არ არის მეწარმე სუბიექტი. მაგალითად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულია ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ახორციელებს საინჟინრო ნაგებობების (ხელოვნური და სამოქალაქო ნაგებობები), ხაზოვანი ნაგებობების და ქსელების (წყალსადენ-კანალიზაცია და სანიაღვრე ქსელი) და ასფალტის, ბეტონის და ქვაფენილის საფარიანი გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის ტექნიკურ ზედამხედველობას. მნიშვნელოვანია წინამდებარე ფუნქცია მსგავსი ტიპის დაწესებულებებისთვის კვლავ შენარჩუნდეს, რადგან მათ ძირითად საქმიანობას სწორედ ტექნიკური ზედამხედველობა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, იქ დასაქმებულ პირებს აქვთ დიდი ცოდნა და გამოცდილება, სათანადო კვალიფიკაცია მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების მიმართულებით. 33. 122-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დაზუსტდა, რომ თუ მესაკუთრის შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, გარდა კულტურული/არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობისა, და რომლის რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის შესახებ მესაკუთრემ მიმართა შესაბამის ორგანოს და ვერ მიიღო საჭირო ნებართვა, იგი არ ჩაითვლება სამშენებლო სამართალდამრღვევად. 34.1. 123-ე მუხლის პირველი ნაწილის ფორმულირება იცვლება და ზუსტდება, რომ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით. მოქმედ რედაქციაში არ იკვეთებოდა როდის და რა ქმედებით იწყებოდა ადმინისტრაციული წარმოება. 34.2. 123-ე მუხლის მე-3 ნაწილშიც ანალოგიურად ზუსტდება, რომ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით. მოქმედ რედაქციაში არ იკვეთებოდა როდის და რა ქმედებით იწყებოდა ადმინისტრაციული წარმოება. 35.1. 125-ე მუხლის პირველი ნაწილით განისაზღვრება, რომ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში მიიღოს დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე. არსებული რედაქციით განსაზღვრული 1 თვიანი ვადა გაიზარდა 2 თვემდე, რადგან სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებების რაოდენობის და სპეციფიკის გათვალისწინებით აღნიშნული 1 თვიანი ვადა მცირეა. 35.2. 125-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოტივირებული დადგენილების მიღების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით. საფუძვლის არსებობისას 35.3. 125-ე მუხლის მე-2 ნაწილის შემდეგ ემატება 21 ნაწილი და განისაზღვრება, რომ დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა, გარდა ამ კოდექსის 138-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევისა. კოდექსის არსებული რედაქციით არ უთითებს ზეპირი სხდომის/ზეპირი მოსმენის ჩატარების შესაძლებლობა, რაც არ უნდა ჩაითვალოს მიზანშეწონილად. 35.4. 125-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ყალიბდება იმგვარად, რომ კოდექსის შესაბამისი მუხლის არსებულ რედაქციაში 138-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითება აღარ არის აღნიშნული, რადგან უსაფრთხოების წესების დაცვა ყველა შემთხვევაში არის მნიშვნელოვანი გამონაკლისი წესების გარეშე, გამომდინარე აქედან, ქვეპუნქტი ყალიბდება შემდეგნაირად - წარმოება წყდება, თუ: „მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ დარღვევა დადგენილების მიღებამდე გამოსწორდა.“. 36. 126-ე მუხლის მე-3 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით და მისი დისპოზიციის ფორმულირება ხდება იმგვარად, რომ ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, სამართალდამრღვევი პირი დაჯარიმდება არა ბოლოს დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით, არამედ თავდაპირველად დარიცხული ჯარიმის სამმაგი ოდენობის თანხით. მუხლის შესაბამისი ნაწილის დღევანდელი რედაქციით სამართალდამრღვევ პირს შესაძლოა დაეკისროს ზედმეტად დიდი ოდენობის ჯარიმა, რადგან ბოლოს დარიცხული თანხა, ცხადია, იქნება იმაზე მაღალი, ვიდრე თავდაპირველად რიცხული საჯარიმო თანხა და ნორმის ახლებურად ჩამოყალიბება ამ პრობლემის გამოსწორებას ისახავს მიზნად. 37.1. 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ზუსტდება რედაქციული თვალსაზრისით. განისაზღვრება, რომ სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის ან დადგენილების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. 37.2. 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის ცვლილებით დამატებით განისაზღვრება, რომ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის ნაწილში. ამ ცვლილების მთავარი მიზანი არის ის, რომ არ შეფერხდეს სამშენებლო სამართალდარღვევების გამოვლენისას სამართალწარმოების პროცესი. 37.3. 128-ე მუხლის მე-5 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით და დგინდება, რომ მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება მშენებლობის ნებართვის გარეშე ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილების ლეგალიზების წარმოების დაწყებიდან შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ არაუმეტეს ჯამში 3 თვისა. მოცემული ნორმის ამგვარად ფორმულირება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ბოლო დროს გავრცელებული პრაქტიკით მხარეები უფლებამოსილ ორგანოს მიმართავენ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების მოთხოვნით, შემდგომ კი არ ეცნობიან ორგანოს შუალედურ პასუხებს, რომელიც ამ მიზეზით ვერ შედის კანონიერ ძალაში, ამიტომაც ვერ დგება შემოწმების აქტი და მთელ რიგ საქმეებზე ვერ მიიღება გადაწყვეტილებები. იმისათვის, რომ დამრღვევმა პირმა უსაფუძვლოდ, ხანგრძლივი ვადით არ გააჭიანუროს საქმის განხილვა, აუცილებელია კონკრეტული სამართლებრივი და სამართლიანი ბერკეტების დაწესება. 37.4. 128-ე მუხლიდან ხდება მე-6 და მე-7 ნაწილების ამოღება. 37.5. 128-ე მუხლს ემატება მე-8 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ ამ კანონით გათვალისწინებული დადგენილება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება ამ კოდექსითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილება დასაბუთებული უნდა იყოს და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ რეკვიზიტებთან ერთად უნდა შეიცავდეს იმ ორგანოს დასახელებასა და მისამართს, რომელშიც შეიძლება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, და გასაჩივრების ვადას. დადგენილება აღსასრულებლად მიიქცევა მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უმეტეს 6 თვის ვადაში. 38.1. 129-ე მუხლის მე-3 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით და დგინდება, რომ საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მითითების ორგანოს ან მესამე პირის მეშვეობით და საკუთარი ხარჯებით შესრულების დროს, გაწეული ხარჯების დადგენის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ხარჯების ანაზღაურების შესახებ დადგენილებას და მას სამშენებლო სამართალდამრღვევს უგზავნის. ხარჯების ანაზღაურებისათვის განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა ვადა არ დადგინდა, მაგრამ არაუმეტეს 180 კალენდარული დღისა. 38.2. 129-ე მუხლს ემატება მე-4 ნაწილი და მიეთითება, რომ იმ პირებს, რომლებმაც ხარჯები გაიღეს მათ საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობის იერსახის შენარჩუნების, მდგრადობისა და სამშენებლო მოედნის უსაფრთხოებისათვის, თუ ამ ხარჯების გაღება გამოწვეულია მომიჯნავე ნაკვეთში მშენებლობისას სამშენებლო ნორმებისა და კონსერვაციის რეჟიმის დაუცველობით, უფლება აქვთ, მოსთხოვონ დამრღვევს გაღებული ხარჯების ანაზღაურება. ხარჯების ანაზღაურებაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო. ამ დებულების არსებობა საკანონმდებლო დონეზე მიზანშეწონილია, რადგან მესამე პირებს ნათლად ექნებათ გაწერილი მათი უფლება, რომ მოითხოვონ დამრღვევისაგან მათ მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. 39. 130-ე მუხლიდან ხდება მე-2 ნაწილის ამოღება. კოდექსის დღეს მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს განმეორებით ჩადენილი კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის პირის დაჯარიმებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით. მიზანშეწონილია მსგავსი რეგულაციების კოდექსიდან ამოღება. კერძოდ, მსგავსი ნორმები ეხება სამართალდამრღვევ პირს და არ არის დაკავშირებული სამშენებლო ობიექტთან, გამომდინარე აქედან, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოს ქმედების განმეორებითობის დასადგენად ყოველ ჯერზე მოუწევს შეამოწმოს სამართალდამრღვევის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის არსებობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე - ყველა მუნიციპალიტეტში, რომლის განხორციელებაც ფაქტობრივად შეუძლებელია. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გაარკვიოს კონკრეტული მუხლით ჯარიმა აქვს თუ არა პირს შეფარდებული, რათა შეაფასოს ქმედება და განსაზღვროს, არის თუ არა იგი ჩადენილი განმეორებით. გარდა ამისა, სამშენებლო კანონმდებლობა უკვე ისედაც იცნობს ჯარიმის გასამმაგების რეგულაციას სამშენებლო სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში. მათ შორის, აღნიშნულზე უთითებს ამავე კოდექსის 126-ე მუხლის მე-3 ნაწილი. შესაბამისად, ეს საკითხი დარეგულირებულია მოქმედი კანონმდებლობით და ახალი მოწესრიგების შემოღება, რომელიც უფლებამოსილ ორგანოს პრაქტიკულ საქმიანობას პრობლემებს შეუქმნის, არ უნდა ჩაითვალოს გამართლებულად. შესაბამისად, კოდექსიდან ამოღებულ უნდა იქნას მითითებული ნაწილი. 40. 131-ე მუხლიდან ხდება მე-4 ნაწილის ამოღება, რადგან კანონპროექტი ითვალისწინებს ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში პირის ორმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმების რეგულირების გაუქმებას. 41.1. 132-ე მუხლიდან ხდება მე-2 ნაწილის ამოღება, რადგან კანონპროექტი ითვალისწინებს ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში პირის ორმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმების რეგულირების გაუქმებას. 132-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებიც ყალიბდება ახალი რედაქციით და დგინდება, რომ თუ II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისა და კომერციული დანიშნულების ობიექტისა) მშენებლობისას (მათ შორის, რეკონსტრუქციისას) სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე საპროექტო დოკუმენტაციაში შეიტანს სათანადო ცვლილებას, მას ამ მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. მოცემული ნაწილის ფორმულირება ჩამოყალიბდა იმგვარად, რომ ტერმინი - II კლასის შენობა-ნაგებობა ჩანაცვლდა II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ტერმინით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილშიც განხორციელდა ანალოგიური ცვლილება. კოდექსის მოქმედი რედაქციით I და II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას/რეკონსტრუქციისას სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო დამრღვევს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე განუსაზღვრავდა 45-დღიან ვადას საპროექტო დოკუმენტაციაში სათანადო ცვლილების შესატანად ან დარღვევის გამოსასწორებლად. ნორმის დისპოზიცია ასევე მოიცავდა აღნიშნული ვადის არაუმეტეს 3 თვით გაგრძელების შესაძლებლობას. კანონპროექტით გათვალისწინებული რედაქციით კი მოცემული დანაწესი მხოლოდ II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობას შეეხება. უპირველესად, აღნიშნული ცვლილებების განხორციელება საჭირო გახდა, რადგან კოდექსის შესაბამისი მუხლების მოქმედი რედაქციით I კლასის შენობა-ნაგებობების მდგომარეობა შედარებით მძიმდება. I კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში არქიტექტურული პროექტის შეთანხმება არ ხდება, განსხვავებით მეორე კლასის შენობა-ნაგებობისგან. ორივე კლასის შენობა-ნაგებობების მოცემულ რეგულაციებში ერთად მოქცევა არ უნდა ჩაითვალოს მიზანშეწონილად. ამასთან I კლასზე შესაბამისი რეგულაცია გაიწერება 132-ე მუხლის 41 ნაწილში, რომელიც ამავე კანონპროექტით ემატება კოდექსს. თუმცა, გარდა ამისა, საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილების განსახორციელებლად ან სამართალდარღვევის გამოსასწორებლად “45 დღიანი ვადის რეჟიმის“ გავრცელება I და II კლასის ყველა შენობა-ნაგებობაზე სამართალწარმოების ეფექტურად განსახორციელებლად მიზანშეწონილი არ არის. მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 6 000 მიმდინარე მშენებლობაა, აქედან დაახლოებით 2 500 მდე I-II კლასის ობიექტების. თითოეულ ცალკეულ შემთხვევაზე 45 დღიანი ვადის განსაზღვრა და დადგენილი წესით მოქმედება საჭიროებს დიდ ადამიანურ რესურსს და საჯარო ზედამხედველობის ადმინისტრაციული ორგანოსთვის ამ პასუხისმგებლობის დაკისრება არ უნდა ჩაითვალოს გამართლებულად. სწორედ ამიტომ შენობა-ნაგებობების წრის შეზღუდვა არსებითია და არსებული დანაწესი მხოლოდ II კლასის ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლის მშენებლობაზე უნდა გავრცელდეს. 41.2. 132-ე მუხლს ემატება 41 ნაწილი და ზუსტდება, რომ მშენებლობის შეტყობინების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, რომელიც I კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს არ გასცდება და ამავე დროს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურდება სამართალდარღვევად არ ჩაითვლება. 42. კანონპროექტით გათვალისწინებულია 133-ე მუხლის ამოღება, რომელიც ეხება სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპების მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობას. მოცემული მუხლის მიზანს არ წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის აღმოფხვრა, ნორმა არ არის პრევენციული ფუნქციის მატარებელი, არამედ ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიღებაზე. დამრღვევს შესაძლოა დაეკისროს იმდენად დიდი ოდენობის ჯარიმა, რომ ამ უკანასკნელმა სულაც დაკარგოს ინტერესი ქონების მიმართ და არც იზრუნოს სამართალდარღვევის გამოსწორებაზე. აღნიშნული კი პირდაპირ მიუთითებს, რომ სახეზე შეიძლება იყოს ნორმის აღსრულების პრობლემა. გარდა ამისა, კანონში ამ მუხლის არსებობის საჭიროება არ არის იმიტომაც, რომ დღეს სამშენებლო კანონმდებლობა უკვე ისედაც ითვალისწინებს ჯარიმების/სამმაგი ჯარიმის დაკისრების სხვადასხვა შემთხვევას, დემონტაჟის შესახებ დადგენილების გამოცემის შესაძლებლობას, მშენებარე ობიექტის კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვების რეგულირებას, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილებას ადგილზე გადაამოწმოს შესაბამისი ეტაპის ამსახველი დოკუმენტაციის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობა. გამომდინარე აქედან, 133-ე მუხლი სრულებით ზედმეტია. ასევე, დღეს მოქმედი რედაქციით დადგენილი წესი ეხება III ან IV კლასის შენობა-ნაგებობებს, ამ ტიპის მშენებლობებზე მსგავსი ნორმის გავრცელება ქვეყნის განვითარებისთვის შემაფერხებელი შესაძლოა გახდეს. 43. 134-ე, 135-ე, 136-ე და 138-ე მუხლებიდან ხდება მე-2 ნაწილების ამოღება, რადგან კანონპროექტი ითვალისწინებს ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში პირის ორმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმების რეგულირების გაუქმებას. 44. ა) 141-ე მუხლიდან ხდება მე-5 ნაწილის ამოღება, რადგან 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზებასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე, კოდექსს ემატება ცალკე მუხლი (მუხლი 1412). ბ) 141-ე მუხლის მე-9 ნაწილში ვადის გადაწევა გამოიწვია კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადგენილების მიღების ვადის გადაწევამ. გ) 141-ე მუხლის მე-11-მე-14 ნაწილები ყალიბდება ახალი რედაქციით, გამომდინარე იქიდან, რომ კოდექსის ამოქმედებამდე რიგ მუნიციპალიტეტებში, ტერიტორიებზე მიღებული არის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმები და ის განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომლებიც მოიცავს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით რეგულირებად საკითხებს. შესაბამისად, ეს ნაწილები ყალიბდება შემდეგნაირად: „11. 2019 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმები და ის განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომლებიც მოიცავს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით რეგულირებად საკითხებს, შესაბამისი ახალი გეგმის დამტკიცებამდე ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას, მაგრამ არაუგვიანეს 2029 წლის 3 ივნისისა. 12. 2019 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების გეგმარებითი დავალების საფუძველზე შესაბამისი გეგმის შემუშავება შეიძლება დასრულდეს აღნიშნული გეგმარებითი დავალების დამტკიცების მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამ ნაწილის საფუძველზე დამტკიცებული გეგმა იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ახალი გეგმის დამტკიცებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2029 წლის 3 ივნისისა. 13. იმ ტერიტორიებზე, რომლებზედაც ვრცელდება ამ მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილებით გათვალისწინებული, 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმები, იერარქიულად ქვემდგომი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცება და დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირება და მათში ცვლილებების შეტანა ხორციელდება 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. 14. 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე 2029 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმები შეესაბამება ამ კოდექსით განსაზღვრულ განაშენიანების დეტალურ გეგმებს და ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ასეთ გეგმებში ცვლილების შეტანის საჭიროების შემთხვევაში შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს მათი ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობა.“; დ) 141-ე მუხლის მე-15 ნაწილის ამოღება დაკავშირებულია ამავე მუხლის მე-11-მე14 ნაწილებში განხორციელებულ ცვლილებებთან. ე) 141-ე მუხლის მე-17 ნაწილში ხდება თარიღის დაზუსტება, კერძოდ, 2019 წლის 3 ივნისისი ნაცვლად იწერება 2019 წლის 3 დეკემბერი. ვ) 141-ე მუხლის მე-19 ნაწილი ამოღებულია, რადგან იგი აკეთებდა გამონაკლისს თბილისზე, რისი საჭიროებაც აღარ დგას. ზ) 141-ე მუხლის მე-20 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით. დღეს მოქმედი რედაქცია გამონაკლისს აკეთებდა მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტზე. თუმცა, ამავე მუხლში განხორციელებული ცვლილებების გამო, თბილისზე მითითება აღარ არის საჭირო. თ) 141 მუხლს ემატება 21 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, „აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს და სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ სამშენებლო ობიექტის ინსპექტირების წესისა და მათი პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ამოქმედებამდე აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ მშენებლობის ცალკეული ეტაპების დამთავრების შესახებ დადებითი დასკვნის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ადგილზე გადაამოწმოს შესაბამისი ეტაპის ამსახველი დოკუმენტაციის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის აღნიშნული ეტაპი ჩაბარებულად ითვლება, თუმცა მოცემული რეგულირება არ ეხება ხაზობრივ ნაგებობებს. კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით განსაზღვრული 5 დღიანი ვადა არ უნდა ჩაითვალოს გონივრულად და უფლებამოსილი ორგანოს მუშაობის პრაქტიკამ უჩვენა, რომ მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილია ამ ვადის 15 დღემდე გაზრდა. 45. კანონპროექტით 141-ე მუხლის შემდეგ კოდექსს ემატება 1411 მუხლი - უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული მუხლის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზება, ასევე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტების დასრულებისთვის განსაზღვროს ვადა და განახორციელოს მათი შემდგომი ლეგალიზება. ამავე მუხლით საქართველოს მთავრობას ევალება დაამტკიცოს: ა) „უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების წესი და პირობები“; ბ) „2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტების დასრულებისათვის ვადა და მისი ლეგალიზების წესი და პირობები“. 46. კოდექსიდან ხდება 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადგენილების „ტექნიკური რეგლამენტი − სამშენებლო მასალის მიმართ ძირითადი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ამოღება. ასევე, პროექტით ამოღებულია 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები („აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს და სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ სამშენებლო ობიექტის ინსპექტირების წესისა და მათი პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ“ და „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი ექსპერტის სერტიფიცირების წესის შესახებ“) ვინაიდან ამ დადგენილებებით განსაზღვრულ საკითხებს დაარეგულირებს 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადგენილება - „არქიტექტორებისა და ინჟინერ მშენებლების სერტიფიცირების წესის შესახებ “. ასევე, გარდამავალ დებულებებში განხორციელებული ცვლილებებით ხდება მიღების ვადების გადაწევა 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებში მოცემული დადგენილებებისთვის (კ - „შენობა -ნაგებობის მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების შესახებ “; ლ„არქიტექტორებისა და ინჟინერ -მშენებლების სერტიფიცირების წესის შესახებ“). 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადგენილების მიღების ვადის გადაწევამ გამოიწვია ასევე ცვლილებების განხორციელება 141-ე მუხლის მე-9 ნაწილში და 144-ე მუხლის მე-4 ნაწილში. 47. კანონის მე-2 მუხლში კეთდება გარდამავალი დებულების შინაარსის დათქმა, რომ „საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 138-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის, ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება სამშენებლო კომპანიის ან ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რომელიც მშენებლობის ნებართვის მფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მშენებლობას, დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად. 48. კანონის მე-3 მუხლს მიხედვით საქართველოს მთავრობა ვალდებულია კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში დაამტკიცოს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების წესი და პირობები, ასევე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტების დასრულებისათვის ვადა და მისი ლეგალიზების წესი და პირობები. 49. კანონის მე-4 მუხლი ეხება კანონპროექტის ამოქმედების საკითხებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (კანონის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული არ არის); ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: გამომდინარე იქედან, რომ კანონის პროექტის სრულად ამოქმედებისთვის გარკვეული ღონისძიებები და დრო არის საჭირო, პროექტი ითვალისწინებს კანონის ეტაპობრივ ამოქმედებას, კერძოდ - ეს კანონი, გარდა პირველი და მე-2 მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, კანონის პირველი და მე-2 მუხლი, გარდა პირველი მუხლის 48-ე ნაწილისა, ამოქმედდება 2019 წლის 3 დეკემბრიდან, ხოლო კანონის პირველი მუხლის 48-ე ნაწილი, ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, კერძოდ: შემოთავაზებული კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განხორციელების უფლება ასევე აქვს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ასეთ ორგანოს წარმოადგენს ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდი“, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სხვა მუნიციპალიტეტებიც დააფუძნებენ იურიდიულ პირებს, საჭირო გახდება ხარჯების გამოყოფა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტიდან. უკვე არსებული იურიდიული პირების შემთხვევაში კი რაიმე სახის დამატებითი ხარჯის და რესურსის გამოყოფა ამ ეტაპზე არ არის სავარაუდო. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენა შესაძლოა მოახდინოს კანონპროექტში განხორციელებულმა ცვლილებამ, რომლის მიხედვითაც, უნებართვო მშენებლობად ასევე განიხილება შეტყობინების დარღვევით განხორციელებული ისეთი მშენებლობა, რომელიც ცდება I კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს. შესაძლოა, საჭირო გახდეს დამატებითი ადმინისტრაციული ხარჯების გაღება ან ადამიანური რესურსის გამოყოფა, რომ განხორციელდეს ასეთი მშენებლობების ზედამხედველობა. კანონონპროექტი ითვალისწინებს დადებითი საექსპერტო დასკვნის მიმართ საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსთვის პროექტის განმეორებითი საექსპერტო შეფასების ჩატარების ვალდებულების გაუქმებას. აღნიშნულს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს ბიუჯეტზე, კერძოდ, მას აღარ მოუწევს დადებითი დასკვნის შემთხვევაში განმეორებითი საექსპერტო შეფასების ჩატარების საფასურის გადახდა. ასევე, აღარ იქნება საჭირო მესამე ექსპერტიზის ჩატარება, შესაბამისად, ამ ნაწილშიც ნებართვის გამცემი ორგანო ხარჯებს დაზოგავს. გარდა ამისა, კანონპროექტს ემატება დანაწესი, რომლის მიხედვითაც, მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ასევე განახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ასეთი დაწესებულება არის ააიპ “თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“, რომელიც უკვე ახორციელებდა ტექნიკურ ზედამხედველობას, შესაბამისად, დამატებითი ხარჯების გამოყოფა არ გახდება საჭირო, ხოლო იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ასეთი იურიდიული პირები შეიქმნება, საჭირო გახდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მისი დაფუძნებისთვის საჭირო თანხების გამოყოფა. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს როგორც სახელმწიფო, ასევე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ: კანონპროექტი ითვალისწინებს ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განმახორციელებელი პირის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის განხორციელებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ან/და მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე, თუ შედეგად შენობის საერთო ფართობი 5 პროცენტით ან 5 პროცენტზე მეტით იზრდება, გაზრდილი ფართობი იზოლირებულია და შესაძლებელია მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება. ცვლილების მიღების შემდეგ, სავარაუდოა, რომ საჯარო რეესტრში მეტი საკუთრების უფლება დარეგისტრირდება, რასაც, ცხადია, შესაძლოა ჰქონდეს გავლენა საჯარო რეესტრის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე მომსახურების საფასურის გადახდასთან მიმართებით. კანონპროექტით ასევე დაზუსტდა, რომ უნებართვო მშენებლობად ასევე განიხილება შეტყობინების დარღვევით განხორციელებული ისეთი მშენებლობა, რომელიც ცდება I კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს. აღნიშნული კი გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან დამრღვევი პირები დაჯარიმდებიან დადგენილი წესით. კანონპროექტით იცვლება შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნების წესი, თუ რეკონსტრუქციისას შენობა-ნაგებობის კლასი იზრდება ან მცირდება და განისაზღვრება, რომ ასეთ შემთხვევაში შენობა- ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება განხორციელდება სანებართვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული საბოლოო მახასიათებლებისა და პარამეტრების მიხედვით. განხორციელებული ცვლილების შემდეგ, კონკრეტულ კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობა, შესაძლოა, აღარ დაკვალიფიცირდეს იგივე კლასით. სხვადასხვა კლასის შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისას გათვალისწინებულია განსხვავებული ჯარიმები. აქედან გამომდინარე, ამ ცვლილებას სავარაუდოა, რომ გავლენა ჰქონდეს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტი ითვალისწინებს დანაწესის ამოღებას, რომლის მიხედვითაც, ქუჩაზე, მოედანზე, ხიდზე, ტროტუარზე, გვირაბში და მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელში დაუშვებელი იყო შენობანაგებობის (გარდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობისა ) მშენებლობა, ხოლო პარკში, ბაღში, სკვერში და სხვა, მსგავს სივრცეში დაუშვებელი იყო ისეთი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომელსაც არ ჰქონდა საერთო სარგებლობის საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. ცვლილების შედეგად, გარკვეულ ადგილებში შესაძლებელია დაშვებულ იქნას შენობანაგებობების მშენებლობა. გამომდინარე აქედან, გაიზრდება ასეთ ადგილებში მშენებლობის ნებართვის მაძიებელი პირების რაოდენობა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ისინი მშენებლობის ნებართვის დაჩქარებულად აღებას მოისურვებენ, მათ მოუწევთ დადგენილი საფასურის გადახდა, რაც გავლენას მოახდენს მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, სამართალდამრღვევი პირი დაჯარიმდება არა ბოლოს დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით, არამედ თავდაპირველად დარიცხული ჯარიმის სამმაგი ოდენობის თანხით. მუხლის შესაბამისი ნაწილის დღევანდელი რედაქციით სამართალდამრღვევ პირს შესაძლოა დაკისრებოდა ზედმეტად დიდი ოდენობის ჯარიმა, მეტი ვიდრე თავდაპირველად დაკისრებული. ამ ცვლილებას კი გავლენა ექნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შემცირების კუთხით, თუმცა აღნიშნული ცვლილების განხორციელება აუცილებელი იყო სამართლიანი მიდგომის ჩამოსაყალიბებლად. კანონპროექტით კოდექსს ემატება ჩანაწერი, სადაც მიეთითება, რომ იმ პირებს, რომლებმაც ხარჯები გაიღეს მათ საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობის იერსახის შენარჩუნების, მდგრადობისა და სამშენებლო მოედნის უსაფრთხოებისათვის, თუ ამ ხარჯების გაღება გამოწვეულია მომიჯნავე ნაკვეთში მშენებლობისას სამშენებლო ნორმებისა და კონსერვაციის რეჟიმის დაუცველობით, უფლება აქვთ, დამრღვევს მოსთხოვო გაღებული ხარჯების ანაზღაურება. ხარჯების ანაზღაურებაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო. დავების სასამართლოში განხილვის შემთხვევაში, სასამართლოებს გაეზრდებათ ადმინისტრაციული ხარჯები, ხოლო სახელმწიფო ბაჟის მიმართულებით აღნიშნული მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტიდან ამოღებულია ნორმები, რომლის მიხედვითაც, განმეორებით ჩადენილი კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის პირი ჯარიმდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით. აღნიშნული დანაწესის პრაქტიკაში განხორციელება ფაქტობრივად შეუძლებელია. ცვლილება კი გამოიწვევს საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას, თუმცა სწორი სამართლებრივი პრინციპის დასადგენად მიზანშეწონილი გახდა მსგავსი ნორმების კოდექსიდან ამოღება. კანონპროექტით კოდექსს დაემატა ნორმა, რომლის მიხედვითაც, მშენებლობის შეტყობინების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, რომელიც I კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს არ გასცდება და ამავე დროს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურდება სამართალდარღვევად არ ჩაითვლება. აღნიშნული მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ, ამ ტიპის ქმედებისთვის კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული იყო ჯარიმა, ხოლო ცვლილებით, პირი აღარ დაჯარიმდება, თუ სახეზე იქნება მითითებული შემთხვევა. ამიტომაც, ეს ცვლილება შეამცირებს ბიუჯეტის შემოსავლებს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. შემოთავაზებული კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განხორციელების უფლება ასევე აქვს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ასეთ ორგანოს წარმოადგენს თბილისის განვითარების ფონდი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სხვა მუნიციპალიტეტებიც დააფუძნებენ იურიდიულ პირებს, საჭირო გახდება ხარჯების გამოყოფა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტიდან. უკვე არსებული იურიდიული პირების შემთხვევაში კი რაიმე სახის დამატებითი ხარჯის და რესურსის გამოყოფა ამ ეტაპზე არ არის სავარაუდო. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენა შესაძლოა მოახდინოს კანონპროექტში განხორციელებულმა ცვლილებამ, რომლის მიხედვითაც, უნებართვო მშენებლობად ასევე განიხილება შეტყობინების დარღვევით განხორციელებული ისეთი მშენებლობა, რომელიც ცდება I კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს. შესაძლოა, საჭირო გახდეს დამატებითი ადმინისტრაციული ხარჯების გაღება ან ადამიანური რესურსის გამოყოფა, რომ განხორციელდეს ასეთი მშენებლობების ზედამხედველობა. კანონონპროექტი ითვალისწინებს დადებითი საექსპერტო დასკვნის მიმართ საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსთვის პროექტის განმეორებითი საექსპერტო შეფასების ჩატარების ვალდებულების გაუქმებას. აღნიშნულს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს ბიუჯეტზე, კერძოდ, მას აღარ მოუწევს დადებითი დასკვნის შემთხვევაში განმეორებითი საექსპერტო შეფასების ჩატარების საფასურის გადახდა. ასევე, აღარ იქნება საჭირო მესამე ექსპერტიზის ჩატარება, შესაბამისად, ამ ნაწილშიც ნებართვის გამცემი ორგანო ხარჯებს დაზოგავს. გარდა ამისა, კანონპროექტს ემატება დანაწესი, რომლის მიხედვითაც, მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ასევე განახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ასეთი დაწესებულება არის ააიპ “თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“, რომელიც უკვე ახორციელებდა ტექნიკურ ზედამხედველობას, შესაბამისად, დამატებითი ხარჯების გამოყოფა არ გახდება საჭირო, ხოლო იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ასეთი იურიდიული პირები შეიქმნება, საჭირო გახდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მისი დაფუძნებისთვის საჭირო თანხების გამოყოფა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: იმ პირებს, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კანონპროექტის მიღების შედეგად, გაეზრდებათ მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართების ღირებულება. კონკრეტულ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე გავლენა შეიცვლება ყოველ კონკრეტულ პროექტზე ინდივიდუალურად. მრავალბინიანი სახლების მესაკუთრეებს, უფლება ეძლევათ დაირეგისტრირონ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში არსებულ მრავალბინიან სახლებზე ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განხორციელების შედეგად 5%-ზე მეტით გაზრდილი და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარის მქონე ფართები, ხარჯებში საკუთარი თანამონაწილეობის პარალელურად. ხარჯების ოდენობა დამოკიდებულია როგორც პროექტზე, აგრეთვე მრავალბინიან სახლში მცხოვრებ პირთა სურვილზე, მიიღონ თუ არა ფინანსური თანამონაწილეობა ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განხორციელების პროცესში. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განმახორციელებელი პირის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის განხორციელება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ან/და მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე, თუ შედეგად შენობის საერთო ფართობი 5 პროცენტით ან 5 პროცენტზე მეტით იზრდება, გაზრდილი ფართობი იზოლირებულია და შესაძლებელია მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება, ასევე, გავლენას მოახდენს ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განმახორციელებელ პირებზე, რადგან მათ საკუთრებაში დამატებითი ფართობი დარეგისტრირდება, მათ კი მიეცემათ საშუალება მათივე სურვილისამებრ განკარგონ აღნიშნული ქონება. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში მდებარე უძრავი ქონების განვითარებისას შენობის ფართობისა და ღირებულების განსაზღვრის კრიტერიუმს და აღნიშნულის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განმახორციელებელ პირის მიერ ფართობისა და ღირებულების შეფასებას. გამომდინარე აქედან, აღნიშნულს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განმახორციელებელ პირებზე, რადგან სწორედ მათ უნდა გაიღონ ხარჯები ასეთი ღონისძიებების განსახორციელებლად. კანონპროექტით ცვლილება შეეხო შენობა-ნაგებობის დაპროექტებისას და მშენებლობისას განახლებადი ენერგიის გამოყენების საკითხს და განისაზღვრა, რომ პროექტში განახლებადი ენერგიის გამოყენების შესაძლებლობის გათვალისწინება სასურველია, ნაცვლად სავალდებულოსი. გამომდინარე აქედან, ამ ცვლილებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვების რაოდენობის გაზრდა, რადგან სავალდებულო მოთხოვნებს გამოაკლდება ერთი მოთხოვნა, რომლის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მაძიებელს, შესაძლოა, უარი ეთქვას მშენებლობის ნებართვის მიღებაზე. ამიტომაც, სავარაუდოა, რომ კონკრეტულ პირებზე ეს ცვლილება იქონიებს პირდაპირ ფინანსურ გავლენას. კანონპროექტით დაზუსტდა, რომ უნებართვო მშენებლობად ასევე განიხილება შეტყობინების დარღვევით განხორციელებული ისეთი მშენებლობა, რომელიც ცდება I კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს. აღნიშნული კი გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც აწარმოებენ ასეთ მშენებლობას, რადგან მათ მოუწევთ დარღვევის გამო გადაიხადონ დაკისრებული ჯარიმა. კანონპროექტით იცვლება შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნების წესი, თუ რეკონსტრუქციისას შენობა-ნაგებობის კლასი იზრდება ან მცირდება და განისაზღვრება, რომ ასეთ შემთხვევაში შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება განხორციელდება სანებართვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული საბოლოო მახასიათებლებისა და პარამეტრების მიხედვით. ახალი წესით კონკრეტულ კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობა, შესაძლოა, აღარ დაკვალიფიცირდეს იგივე კლასით. სხვადასხვა კლასის შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებით სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისას გათვალისწინებულია განსხვავებული ჯარიმები. აქედან გამომდინარე, ამ ცვლილებას სავარაუდოა, რომ გავლენა ჰქონდეს კონკრეტულ პირებზე, რომლებიც სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში დაჯარიმდებიან. კანონპროექტი ითვალისწინებს დანაწესის ამოღებას, რომლის მიხედვითაც, ქუჩაზე, მოედანზე, ხიდზე, ტროტუარზე, გვირაბში და მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელში დაუშვებელი იყო შენობა-ნაგებობის (გარდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შენობანაგებობისა) მშენებლობა, ხოლო პარკში, ბაღში, სკვერში და სხვა, მსგავს სივრცეში დაუშვებელი იყო ისეთი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომელსაც არ ჰქონდა საერთო სარგებლობის საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. ცვლილების შედეგად, გარკვეულ ადგილებში შესაძლებელია დაშვებულ იქნას შენობა-ნაგებობების მშენებლობა. გამომდინარე აქედან, გაიზრდება ასეთ ადგილებში მშენებლობის ნებართვის მაძიებელი პირების რაოდენობა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ისინი მშენებლობის ნებართვის დაჩქარებულად აღებას მოისურვებენ, მათ მოუწევთ დადგენილი საფასურის გადახდა, რასაც გავლენა ექნება მათზე. ეს ცვლილება გავლენას იქონიებს იმ პირებზეც, რომელთაც მოუწევთ განაშენიანების გეგმების შემუშავება ასეთ ადგილებში შენობა-ნაგებობების ასაშენებლად. კანონპროექტს ემატება დანაწესი, რომლის მიხედვითაც, მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ასევე ახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. აღნიშნულ ცვლილებას გავლენა ექნება უკვე არსებულ იურიდიულ პირებზე, რადგან ისინი შეძლებენ გააგრძელონ ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება და მიიღონ შესაბამისი მომსახურების საფასური, ხოლო ის იურიდიული პირები, რომლების შესაძლოა მომავალში შეიქმნან, ასევე მიიღებენ ამ მომსახურებისთვის კონკრეტულ საფასურს, რაც დადებითად აისახება მათ შემოსავლებზე. კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, სამართალდამრღვევი პირი დაჯარიმდება არა ბოლოს დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით, არამედ თავდაპირველად დარიცხული ჯარიმის სამმაგი ოდენობის თანხით. მუხლის შესაბამისი ნაწილის დღევანდელი რედაქციით სამართალდამრღვევ პირს შესაძლოა დაკისრებოდა ზედმეტად დიდი ოდენობის ჯარიმა, მეტი ვიდრე თავდაპირველად დაკისრებული. ამ ცვლილებას სამართალდამრღვევი პირების ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითი გავლენა ექნება, მათ აღარ მოუწევთ ძალიან დიდი თანხების გადახდა, როგორც კოდექსის მოქმედი რედაქციით იყო გათვალისწინებული. კანონპროექტით კოდექსს ემატება ჩანაწერი, სადაც მიეთითება, რომ იმ პირებს, რომლებმაც ხარჯები გაიღეს მათ საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობის იერსახის შენარჩუნების, მდგრადობისა და სამშენებლო მოედნის უსაფრთხოებისათვის, თუ ამ ხარჯების გაღება გამოწვეულია მომიჯნავე ნაკვეთში მშენებლობისას სამშენებლო ნორმებისა და კონსერვაციის რეჟიმის დაუცველობით, უფლება აქვთ, დამრღვევს მოსთხოვონ გაღებული ხარჯების ანაზღაურება. ხარჯების ანაზღაურებაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო. აღნიშნული ცვლილება გავლენას იქონიებს შესაბამის პირებზე, რომლებსაც დაეკისრება ხარჯების ანაზღაურება, გარდა ამისა, სასამართლო დავის შემთხვევაში მათ მოუწევთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც, პირდაპირ აისახება მათ ფინანსებზე. კანონპროექტიდან ასევე ამოღებულია ნორმები, რომლის მიხედვითაც, განმეორებით ჩადენილი კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის პირის ჯარიმდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით. აღნიშნული დანაწესის პრაქტიკაში განხორციელება ფაქტობრივად შეუძლებელია. ცვლილება გავლენას მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად, რომლებსაც მსგავსი ნორმების მიხედვით დაეკისრებოდათ ჯარიმები. კანონპროექტით კოდექსს დაემატა ნორმა, რომლის მიხედვითაც, მშენებლობის შეტყობინების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, რომელიც I კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს არ გასცდება და ამავე დროს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურდება სამართალდარღვევად არ ჩაითვლება. ცვლილებით, პირი აღარ დაჯარიმდება, თუ სახეზე იქნება მითითებული შემთხვევა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული კი მათზე დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს. კანონპროექტით ასევე განსაზღვრულია, რომ 2019 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმები და ის განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომლებიც მოიცავს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით რეგულირებად საკითხებს, შესაბამისი ახალი გეგმის დამტკიცებამდე ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას, მაგრამ არაუგვიანეს 2029 წლის 3 ივნისისა. ამ ცვლილებას გავლენა ექნება შესაბამის პირებზე, კერძოდ, ვისაც უკვე აქვს დამტკიცებული მითითებული გეგმები, აღარ მოუწევთ ახალი გეგმების მიღება კონკრეტულ, განსაზღვრულ ვადამდე, რაც მათ მიერ გასაღებ ხარჯებს მნიშვნელოვნად დაზოგავს. კანონპროექტი ასევე ადგენს, რომ 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე 2029 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმები შეესაბამება ამ კოდექსით განსაზღვრულ განაშენიანების დეტალურ გეგმებს და ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. აღნიშნული კი პირდაპირ გავლენას იქონიებს შესაბამის პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან მათ აღარ მოუწევთ ამ გეგმების ხელახალი დამტკიცებისთვის დამატებითი ხარჯების გაწევა. პირებისთვის სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკურ ზედამხედველობის განხორციელებისათვის სერტიფიცირების მოთხოვნის 2 წლით გადავადება დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს მათზე. კერძოდ, მათ არ მოუწევთ სერტიფიკატის მიღებისთვის ხარჯების გაღება, ხოლო მიუღებლობის შემთხვევაში, საქმიანობის შეწყვეტა, რაც უარყოფითად აისახება მათ ფინანსურ შემოსავლებზე. კანონპროექტის სხვა ნაწილებთან დაკავშირებით არ იკვეთება სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ფინანსური გავლენა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის ახალ გადასახადს, მოსაკრებელს და ან სხვა გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი წინააღმდეგობაში არ მოდის ევროკავშირის სამართალს; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა; ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები - გურამ მაჭარაშვილი, ნინო წილოსანი, პაატა მხეიძე, მერაბ ქვარაია, ზაზა გაბუნია; ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები - გურამ მაჭარაშვილი, ნინო წილოსანი, პაატა მხეიძე, მერაბ ქვარაია, ზაზა გაბუნია.