საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას 2019 წლის 22-27 სექტემბერს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-04
ბიუროს ნომერი 303
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-19363/19
01-11-2019
საქართველოს პარლამენტის
საორანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით ანგარიშს 2019 წლის 22-27 სექტემბერს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში
განხორციელებული ჩემი სამუშაო ვიზიტის შესახებ.
გთხოვთ, უზრუნველყოთ ანგარიშის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში შეტანა.
დანართი: 1 გვერდი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
თამარ ხულორდავა
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის
თამარ ხულორდავას სამუშაო ვიზიტის
ანგარიში
ბერლინი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
22-27 სექტემბერი, 2019 წელი
2019 წლის 22-27 სექტემბერს, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, კონრად ადენაუერის ფონდის
და გერმანიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი
ბერლინში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
23 სექტემბერს, ფრიდრიხ ებერტის ფონდის და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს
ეგიდით თემაზე - „გერმანია და აღმოსავლეთ პარტნიორობა 10 წლის შემდეგ“,
დისკუსია გაიმართა. აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე შეთანხმება დღეს ყველაზე
აქტუალური საკითხია. დისკუსიის ფარგლებში მოლოდინებზე და სამომავლო გეგმებზე
ვისაუბრე, კერძოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს წევრს შორის დიფერენცირების,
რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების და მეტი ფუნქციური ინტეგრაციის
საჭიროებაზე.
24 სექტემბრიდან კი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარესთან, აკაკი ზოიძესთან ერთად შეხვედრები გავმართე გერმანიის
აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ბუდნესტაგის წევრებთან,
გერმანელ ევროპარამენტარებთან და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან.
შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ საქართველოსთვის დღის წესრიგში მდგარი
აქტუალური თემები: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ოკუპაცია და
რუსეთის უკანონო ქმედებები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული
ვითარება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ფორმატებში
პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ აღინიშნა.
26 სექტემბერს, საქართველოს საელჩოში ბუნდესტაგის წევრებთან, საგარეო საქმეთა
სამინისტროს და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად ვმონაწილეობდი
დისკუსიაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი: რა შეგვიძლია გავაკეთოთ
უკეთესად?“.
ღონისძიება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ელგუჯა
ხოკრიშვილმა და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის
ხელმძღვანელმა, ტომას შრაპელმა გახსნეს. ამით ბერლინში ღონისძიებათა სერია „ფოკუსი საქართველოზე“ დაიწყო, რომლის მიზანი საქართველოს და საქართველოსთან
დაკავშირებული საკითხების გერმანულ საზოგადოებაში პოპულარიზაციაა. აქტუალურ
თემებზე ინფორმაციის მიწოდების და დისკუსიაში მონაწილეობის გზით, საქართველოს
ევროპული მომავლის მიმართ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საზოგადოების მხარდაჭერის
გაღვივება, იმისთვის, რომ ჩვენს ამბიციებს ევროინტეგრაციის გზაზე, უფრო დიდი
ინტერესით შეხვდნენ.