„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-04
ბიუროს ნომერი 303
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) №40, 18.07.2005, სარეგისტრაციო
კოდი: 300.310.000.05.001.001.914) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 28 და 29
პუნქტები:
„28. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის 24-ე მუხლის 50-ე და 51-ე
პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე, თუ იგი ხორციელდება „საქართველოს
სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 56-ე
მუხლით ან „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლით
განსაზღვრულ
ქალაქთმშენებლობითი
ღონისძიების/კულტურული
მემკვიდრეობის
სარეაბილიტაციო არეალში და თუ მათ ახორციელებს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეული ან მათ მიერ
შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირი. ამ შემთხვევაში, ამავე კანონის 24-ე მუხლის
50-ე და 51-ე პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გაცემის წესს და სანებართვო
პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა.
29. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის 24-ე მუხლის 23-ე და 24-ე
პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე, თუ მათ ახორციელებს ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მერია ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული
იურიდიული პირი. ამავე პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელებისას
სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესს განსაზღვრავს ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.“.
მუხლი 2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიის წარდგინების საფუძველზე, ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის
ვადაში დაადგინოს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 56-ე მუხლით და „კულტურული მემკვიდრეობის
შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლით განსაზღვრულ ქალაქთმშენებლობითი
ღონისძიების/კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემის
წესი და სანებართვო პირობები.
მუხლი 3. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ კანონის
გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში დაადგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის
ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული
ობიექტების მშენებლობისა) და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა
რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის განხორციელებისას სამშენებლო
დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი.
მუხლი 4.
ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 3 დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის პროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის
შემუშავება
განაპირობა
სახელმწიფო/ავტონომიური
რესპუბლიკების/ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლზე სამუშაოების და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მიღებისას პრაქტიკაში წამოჭრილმა
პრობლემებმა.
საგულისხმოა, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის დღეს
მოქმედი რედაქციის მიხედვით, მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული
ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა
რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის საქმიანობების განხორციელებისას
სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესს განსაზღვრავს ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის
საკრებულო.
აღნიშნული
წესი
უზრუნველყოფს
ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო სამუშაოების ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობას
მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში, თუმცა ეს წესი არ მოქმედებს კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლზე ან არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის საკითხთან მიმართებაში. იმდენად, რამდენადაც
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სარეაბილიტაციო თუ სხვა სამშენებლო
სამუშაოების დიდი ნაწილი მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე
განსახორციელებელ სამუშაოებს, მათი ოპერატიულად განხორციელებისთვის საჭიროა, სპეციალური
გამარტივებული წესი გავრცელდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ან არქეოლოგიური
სამუშაოების ნებართვის მიღებასთან დაკავშირებითაც. ამასთან, საკითხის მნიშვნელობის, სპეციფიკისა
და მასშტაბების გათვალისწინებით, აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით, კანონპროექტის
აღნიშნული რედაქცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ან არქეოლოგიური სამუშაოების
ნებართვის გაცემის წესს და სანებართვო პირობების დადგენის უფლებამოსილებას ანიჭებს
საქართველოს მთავრობას.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი
ცვლილების მიზანს წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და
არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები განსაზღვროს
საქართველოს მთავრობამ, თუ ეს სამუშაოები მიმდინარეობს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 56-ე მუხლით ან „კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლით განსაზღვრულ ქალაქთმშენებლობითი
ღონისძიების/კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში და თუ მათ ახორციელებს
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეული ან მათ
მიერ შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღება აუცილებელია, რადგან საჭიროა სახელმწიფო/ავტონომიური
რესპუბლიკების/ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლზე სამუშაოების და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მიღებისას პრაქტიკაში წამოჭრილი
პრობლემების მოგვარება და შესაბამისად, კანონში უნდა განხორციელდეს ცვლილებები.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის შედეგად „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 56-ე მუხლით ან „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“
საქართველოს
კანონის
46-ე
მუხლით
განსაზღვრულ
ქალაქთმშენებლობითი
ღონისძიების/კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში მდებარე კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლზე ან არქეოლოგიური სამუშაოებზე ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო
პირობები განსაზღვრული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ. გარდა ამისა, ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული
პირის მიერ განხორციელებულ მშენებლობაზე (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული
ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა
რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის განხორციელებისას სამშენებლო
დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი განსაზღვრული იქნება ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ა) ცვლილებით კანონის პირველ მუხლს ემატება 28 პუნქტი, რომლის თანახმადაც ამ კანონის
მოქმედება არ გავრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ან არქეოლოგიური სამუშაოების
ნებართვის გაცემისას, თუკი ასეთი საქმიანობა განხორციელდება „საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 56-ე მუხლით ან
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლით განსაზღვრულ
ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების/კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში და თუ
მათ ახორციელებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობის
ერთეული ან მათ მიერ შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირი.
ამასთან, ცვლილების თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ან არქეოლოგიური
სამუშაოების ნებართვის გაცემის წესს და სანებართვო პირობებს დადგენის უფლებამოსილება ენიჭება
საქართველოს მთავრობას.
ბ) კანონპროექტს ასევე ემატება 29 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რაზე არ ვრცელდება ამ
კანონის მოქმედება და დგინდება, რომ წინამდებარე კანონის მოქმედება არ ვრცელდება მშენებლობაზე
(გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) და
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა)
მშენებლობაზე, თუ მათ ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ან ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. ამავე პუნქტით გათვალისწინებული
საქმიანობების განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესს
განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (კანონის პროექტი
საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული არ არის);
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
გამომდინარე იქედან, რომ კანონის სრულად ამოქმედებისთვის გარკვეული გარემოებებია
აუცილებელი, მიზანშეწონილია კანონპროექტი ძალაში შევიდეს 2019 წლის 3 დეკემბრიდან;
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ან
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა მოახდინოს გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის 24-ე მუხლის 50-ე და 51-ე პუნქტებით
გათვალისწინებულ საქმიანობაზე, თუ იგი ხორციელდება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 56-ე მუხლით ან „კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლით განსაზღვრულ ქალაქთმშენებლობითი
ღონისძიების/კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში და თუ მათ ახორციელებს
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეული ან მათ
მიერ შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირი. შესაბამისად, აღნიშნულ საქმიანობის
განხორციელებისას აღარ მოხდება სანებართვო მოსაკრებლის გადახდაც, რამაც შეიძლება გამოიწვიოს
საბიუჯეტო შემოსავლის შემცირება ამ კუთხით (თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამისი
გადამხდელიც იყო თავად სახელმწიფო).
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო
ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება,
კანონპროექტის მიღებას ფინანსური ზეგავლენა შეიძლება
გააჩნდეს. ამ კანონის
მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის 24-ე მუხლის 50-ე და 51-ე პუნქტებით
გათვალისწინებულ საქმიანობაზე, თუ იგი ხორციელდება „საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 56-ე მუხლით
ან „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლით
განსაზღვრულ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების/კულტურული მემკვიდრეობის
სარეაბილიტაციო არეალში და თუ მათ ახორციელებს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეული ან მათ მიერ
შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირი. შესაბამისად, ამ სუბიექტების მიერ აღარ
მოხდება სანებართვო მოსაკრებლების გადახდა (თუმცა გასათვალისწინებელია, რომ
ამისი გადამხდელიც იყო თავად სახელმწიფო). გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ
ამ შემთხვევაში ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს მტავრობას ეძლევა უფლება დაადგინოს განსხვავებული პირობები, თუმცა
წინასწარ შეუძლებელია იმის თქმა, რომ ამ პირობების შესრულება ნებართვის
მიმღებისათვის გამოიწვევს თუ არ გამოიწვევს ფინანსური რესურსის გაზრდას ან
დაზოგვას.
რაც შეეხება, დედაქალაქთან დაკავშირებულ რეგულაციას, ზუსტად ანალოგიური
რეგულაცია მოქმედებს დღესაც (რომელსაც ვადა აქვს 2019 წლის 3 დეკემბერი).
პროექტით ხდება ამ რეგულაციის აღდგენა და მისი იგივე ფორმატით გაგრძელება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის ახალ გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება შეესაბამება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი სამართლებრივი აქტი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა;
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები - გურამ მაჭარაშვილი, ნინო წილოსანი, პაატა მხეიძე, მერაბ
ქვარაია, ზაზა გაბუნია;
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები - გურამ მაჭარაშვილი, ნინო წილოსანი, პაატა მხეიძე, მერაბ
ქვარაია, ზაზა გაბუნია.