საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას 2019 წლის 9-12 სექტემბერს ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-04
ბიუროს ნომერი 303
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-19365/19
01-11-2019
საქართველოს პარლამენტის
საორანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით ანგარიშს 2019 წლის 9-12 სექტემბერს, ბელგიის სამეფოში განხორციელებული
ჩემი სამუშაო ვიზიტის შესახებ.
გთხოვთ, უზრუნველყოთ ანგარიშის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში შეტანა.
დანართი: 1 გვერდი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
თამარ ხულორდავა
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის
თამარ ხულორდავას სამუშაო ვიზიტის
ანგარიში
ბრიუსელი, ბელგიის სამეფო
9-12 სექტემბერი, 2019 წელი
2019 წლის 9-12 სექტემბერს, სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი ევროპარლამენტში,
კოლეგებთან - ირინა ფრუიძესთან და დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად.
ეს გახლდათ პირველი სამუშაო ვიზიტი ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობის
არჩევის შემდგომ. გაცნობითი შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების
წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრეთ მომავალი თანამშრომლობის
თაობაზე. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ევროპარლამენტის საქართველოს საკითხებით
მუდმივ დაინტერესებას და ევროპარლამენტის დღის წესრიგში საქართველოს შესახებ
თემატიკის აქტუალურობის შენარჩუნებას, აღმოსავლეთ პარტნიორობას და მის მომავალს,
სამხრეთ
კავკასიის
დელეგაციის
და ЕuroNest-ის
დელეგაციის
სავარაუდო
ხელმძღვანელების და დელეგაციის წევრების სავარაუდო კანდიდატების საკითხს, ასევე,
ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესებს.
ევროპარლამენტის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩვენი სამომავლო ამბიციების
რეალიზებისთვის, ამიტომ ახალი შემადგენლობის პირობებში ვიზიტი საჭირო და
დროული იყო.