საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას 2019 წლის 6-12 ოქტომბერს საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.11.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა
ნომერი
#2-19367/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-04
ბიუროს ნომერი 303

📜 ტექსტი

წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-19367/19 01-11-2019 საქართველოს პარლამენტის საორანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით ანგარიშს 2019 წლის 6-12 ოქტომბერს, საფრანგეთში განხორციელებული ჩემი სამუშაო ვიზიტის შესახებ. გთხოვთ, უზრუნველყოთ ანგარიშის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში შეტანა. დანართი: 1 გვერდი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას სამუშაო ვიზიტის ანგარიში საფრანგეთი 6-12 ოქტომბერი, 2019 2019 წლის 6-12 ოქტომბერს, საფრანგეთის ევროპის და საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი საფრანგეთში. ვიზიტის მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება და სამომავლო გეგმების შემუშავება საფრანგეთი-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებით. შეხვედრები გაიმართა აღმასრულებელი ხელისუფლების, ეროვნული ასამბლეისა და სენატის, ასევე, ანალიტიკური და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში განსახილველი ძირითადი საკითხები მოიცავდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობას, მმართველობისა და ეკონომიკის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და სხვა საკითხებს. ეროვნულ ასამბლეაში ევროპის საქმეთა კომიტეტში განვიხილეთ კომიტეტის მიერ საქართველოს თაობაზე მომზადებული ანგარიში, ვისაუბრეთ მომავალში საქართველოს შესახებ სპეციალური მოსმენის საკითხზე საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში. ფრანგულმა მხარემ პოლიტიკურ დონეზე და კვლევითი თანამშრომლობის გააქტიურებისადმი ინტერესი გამოთქვა. ცენტრების მეშვეობით დეკემბრის დასაწყისში დაგეგმილია დიმიტრი ამილახვარის სახელობის სტრატეგიული თანამშრომლობის დიალოგი საფრანგეთსა და საქართველოს შორის, რომელიც პარიზში გაიმართება და შეიძლება განვიხილოთ წინაპირობად, ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ჩვენთვის სასურველი კონკრეტული შედეგების მისაღწევად.