საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა ფრაქცია „ევროპული საქართველო-რეგიონების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/296; 27/02/2019) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-04
ბიუროს ნომერი 303
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-19401/19
04-11-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქცია
„ევროპული საქართველო - რეგიონების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/296;
27.02.2019).
კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 6
ნოემბერი.
გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტი საჭიროებს დროს დამატებითი
კონსულტაციების გასამართად და პოზიციების შესაჯერებლად, მოგმართავთ
თხოვნით, რომ კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge