საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ანგარიშზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის 2019 წლის პირველი 6 თვის შესრულების შესახებ

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.11.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-19444/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-04
ბიუროს ნომერი 303

📜 ტექსტი

დასკვნა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-19444/19 04-11-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს დასკვნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ანგარიშზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის 2019 წლის პირველი 6 თვის შესრულების შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა, 2019 წლის 11 ოქტომბერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილისგან, გიორგი ვაშაკიძისგან მოისმინეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის 2019 წლის პირველი 6 თვის შესრულების ანგარიში. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ განათლება, როგორც საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი, ადამიანური კაპიტალის მთავარი მამოძრავებელია და აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში თანდათანობით გაიზარდოს განათლების დაფინანსება, რაც 2022 წლისთვის მიაღწევს მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს. მომხსენებლის ინფორმაციით, განათლების მიმართულებით ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობის გააქტიურებას პროფესიული და უმაღლესი განათლების მოდერნიზების ხელშეწყობისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. მეცნიერების მიმართულებით, სამოქალაქო სამეცნიერო თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge კვლევების, ტექნოლოგიების განვითარება და დემონსტრირება არის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება და სამინისტროს საქმიანობაში გათვალისწინებული მიმართულება. კულტურის მიმართულებით, შეთანხმება ითვალისწინებს, ევროკავშირსა და საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების კუთხით მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეწყობას. ხოლო, სპორტის გათვალისწინებულია სპორტისა და ფიზიკური აქტიურობის სფეროში ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა, ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის სოციალური და საგანმანათლებლო ფასეულობების განვითარების კუთხით თანამშრომლობა. მომხსენებლის განმარტებით, ევროკავშირის „უნარების განვითარებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის პროგრამის“ განხორციელებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მუშაობა უნარების განვითარებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესრულების მიზნით. პროგრამის პოლიტიკის მატრიცის გათვალისწინებით დაიწყო პროფესიული განათლების მასწავლებელთა ტრენინგი, ასევე, დაწყებულია პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დახვეწა-განვითარება. მომხსენებლის ცნობით, აღნიშნული სისტემის საფუძველზე მომზადდება პროფესიული განათლების სტუდენტების სოციო-ეკონომიკური მახასიათებლების ანალიზი. ხოლო განხორციელების ანგარიშის საბოლოო ვერსია წარმოდგენილი იქნება 2020 წლის დასაწყისში. განათლების მიმართულებით, 2019 წლის 29 მაისს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და აღნიშნული ბრძანებით შემუშავდა ახალი სპორტის გამოიცა საქართველოს მინისტრის პროფესიული ბრძანება, განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმა, დიპლომი და მისი დანართი. როგორც მომხსენებელმა განმარტა, დასკვნით ეტაპზეა სამუშაოები ავტორიზაციის დებულებაში განსახორციელებელი ცვლილებების ინიცირების შესახებ. აღნიშნული ცვლილებები ითვალისწინებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის განახლებულ სტანდარტებს, რომლებიც სრულად თანხვედრაში იქნება ანალოგიურ ევროპულ სტანდარტებთან. მომხსენებლის ინფორმაციით, სამინისტრომ ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარებაც დაიწყო. კერძოდ, ზრდასრულთა განათლების სისტემის ფარგლებში მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელების და ფორმალიზების ახალი მექანიზმები შეიქმნა. მომზადებაგადამზადების ახალი სისტემა უფრო მეტად ორიენტირებულია ზრდასრულებზე, ანუ იმ ადამიანებზე, რომელთაც, მათი ცხოვრების განმავლობაში, უკვე გარკვეული ცოდნა და კვალიფიკაცია შეიძინეს და ახლა სურვილი აქვთ გადამზადდნენ. მომხსენებლის განმარტებით, მთავრობა მათ სთავაზობს სრულად დაფინანსებულ, ნებისმიერი ხანგრძლივობის მომზადება-გადამზადების სისტემას, რომელიც შეიძლება იყოს ორიენტირებული კონკრეტულ უნარებზე და პროფესიებზე, დასაქმებულის ან დამსაქმებლის საჭიროებასა და ინტერესის გათვალისწინებით. მომხსენებლის ინფორმაციით, სამინისტრომ დაიწყო სამუშაოები „ერასმუს +“-ის ქვეყნად გახდომასთან დაკავშირებით. შემუშავებულია შესაბამისი პროექტი, რომლის ფარგლებში გაიმართა ორი საკოორდინაციო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს „ერასმუს+“-ის ეროვნულმა საქართველო-ევროკავშირს იმპლემენტაციისთვის, შორის ოფისმა და ევროკავშირის ექსპერტებმა. გაფორმებული ასოცირების შეთანხმების დაფინანსებული მექანიზმის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერით და საკოორდინაციო ჯგუფთან შეთანხმებით, მომზადდა ევროპელი ექსპერტების სამუშაოს აღწერილობა. აღწერილობის ფუნქცია იქნება პროექტის ფარგლებში ექსპერტებისთვის დასამუშავებელი საკითხების არეალის განსაზღვრა. მომხსენებელმა, მოიყვანა სტატისტიკური მონაცემები „ერასმუს+“-ის პროგრამაში სტუდენტების მონაწილეობის შესახებ. მისი ინფორმაციით, 2019 წლის მონაცემებით საქართველოში შემოვიდა 252 სტუდენტი, ხოლო საქართველოდან ევროპის ქვეყნებში გავიდა 565 სტუდენტი. საერთო მაჩვენებელი არის 817 სტუდენტი. რაც შეეხება აკადემიურ პერსონალს, საქართველოდან გავიდა 579 ადამიანი, ხოლო საქართველოში მობილობით ისარგებლა 499-მა ადამიანმა. ასევე, 40-მა საქართველოს მოქალაქემ მიიღო „ერასმუს მუნდუსის“ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტიპენდია, რაც აქამდე არსებული ყველაზე უფრო მაღალი მაჩვენებელია. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველო მსოფლიოს ქვეყნების პირველ ოცეულში შედის გაცემული სტიპენდიების რაოდენობის მიხედვით. „ერასმუს+“-ის „საერთაშორისო საკრედიტო მობილობის პროგრამით“ საქართველომ გადაინაცვლა მსოფლიოს 141 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზე. მომხსენებლის ცნობით, ზოგადი განათლების მიმართულებით, ევროკავშირში ციფრული ტექნოლოგიების კუთხით არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს სკოლების „ერასმუს+“-ის ონლაინ სასკოლო განათლების პლატფორმის, აიტვინინგის პროგრამაში მონაწილეობის გაზრდაზე. ონლაინ სისტემაში მასწავლებელთა რაოდენობის გასაზრდელად 2019 წლის აპრილის თვეში გამოცხადდა პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია. პროგრამას შეუერთდა 230 მასწავლებელი 173 სკოლიდან. ივნისის მონაცემებით პორტალზე აქტიურია 131 პროექტი, სადაც ქართველი მასწავლებლები მონაწილეობენ. ჯამში პროგრამაში რეგისტრირებულია 1100 მასწავლებელი, 650 სკოლიდან. მომხსენებლის განმარტებით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, საანგარიშო პერიოდში მოიპოვა ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ასოციაციის წევრის ხარისხი. გარდა ამისა, ის დარეგისტრირდა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში EQAR-ში. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს უმაღლეს განათლებას ერთიან ევროპულ სივრცესთან. მომხსენებლის ინფორმაციით, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის, აგრეთვე, ევროკავშირ-აღმოსავლეთის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით, 2018 წელს მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ ნაბიჯი პარტნიორობის გადაიდგა. ევროპული კერძოდ, სკოლის საქართველოში შექმნა. პირველი დაიწყო ფაზის ფარგლებში, ქალაქ თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, გამოიყო მიწის ნაკვეთი და ქალაქ თბილისის მერიასთან დასრულდა მშენებლობების ნებართვასთან დაკავშირებული ფორმალური პროცედურები. ევროპული სკოლის მეორე ფაზის იმპლემენტაციის ეტაპზე, რომლიც ახლო მომავალში დაიწყება, ევროკავშირის მხარის მიერ დაქირავებულმა ექსპერტებმა მიმდინარე წლის ივლისში წარმოადგინეს მიზანშეწონილობის კვლევა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, სამინისტრომ დაიწყო თანამშრომლობის ახალი ეტაპი საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციასთან „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ აკრედიტაციის საკითხთან დაკავშირებით. მომხსენებლის განმარტებით, სამინისტროს მიზანია, რომ ევროპულმა სკოლამ მოიპოვოს სწორედ ამ ორგანიზაციის აკრედიტაცია და განახორციელოს ამ ორგანიზაციის მიერ მოწონებული კურიკულუმი. მომხსენებლის ინფორმაციით, 2019 წლის 16-17 სექტემბერს, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკომისარი ეწვია ახალ სკოლას და ასევე, მოინახულა მის ბაზაზე აშენებული მოსწავლეთა საერთო საცხოვრებელი. ევროპული სკოლის ახალ ბაზაზე ლისის ტბის მიმდებარედ გამოყოფილი ტერიტორიის ოფიციალური გახსნა-იანაუგურაციაც მოხდა. რაც შეეხება ტვინინგს, მომხსენებლის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ორ ინსტიტუციური ტვინინგის პროექტზე. ამათგან ერთის განხორციელება გასულ თვეს უკვე დაიწყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტში. ტვინინგის პროექტის განხორციელებაში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიც აქტიურად ჩაერთო. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მოამზადა ინსტიტუციური ტვინინგის პროექტი, რომელიც გულისხმობს შესაძლებლობების გაუმჯობესებას ახალი დაფინანსების სქემების, არსებული პროგრამების გაუმჯობესებისა და პროფესიული კვლევების წახალისების მიმართულებით, ასევე, კვლევასა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობების ხელშეწყობას. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა „ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის“ პროგრამაზეც. მისი ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა, რომელიც აგვისტოს ბოლომდე სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ი იყო, საერთაშორისო ორგანიზაციასთან „გადავარჩინოთ ბავშვები“ პარტნიორობით, განახორციელა პროექტი „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის, უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისთვის“. პროექტის მიზანია, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმებაუნარიანობის გაზრდა და მათი არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ისევე, როგორც დასაქმებაზე ორიენტირებული მთელი რიგი სოციალური აქტივობების წახალისება. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ევროკავშირის ინიციატივა „ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის“. მომხსენებელმა „საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა მუნიციპალურ დონეზე“ პროექტის შესახებაც ისაუბრა. პროექტის განხორციელება განსაზღვრული იყო 2019 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში და მიზნად ისახავდა საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში, კერძოდ თელავში, გურჯაანში, ბაღდადში, ზესტაფონში, ახალციხესა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ახალგაზრდული საქმიანობის განვითარებისა და ახალგაზრდების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის ხელშეწყობას. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით და განათლების სამინისტროს აქტიური მონაწილეობით, ასევე, შეიქმნა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ კომიტეტთან არსებული სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგისა და განვითარების სამუშაო ჯგუფი. მომხსენებლის ინფორმაციით, „ჰორაიზონ 2020“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში საქართველოს მონაწილეობით გაკეთებული 287 საპროექტო წინადადებიდან გაიმარჯვა 35-მა პროექტმა, რომლებმაც ევროკავშირის მხრიდან დაფინანსება მიიღეს, (ჯამში 3 637 140 ევრო). 31 პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია, ხოლო 4 პროექტი ჯერ არ არის ხელმოწერილი. “ჰორაიზონ 2020” პროგრამასთან დაკავშირებით, ქართულენოვან ვებგვერდზე გამოქვეყნდა 14 სტატია. 2018 წლისა და 2019 წლის მაისში დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში ჩატარდა 50-ზე მეტი ინდივიდუალური კონსულტაცია „ჰორაიზონ 2020“ში ქართველი მეცნიერების მონაწილეობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ღონისძიებები განხორციელებულია საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდმა დაიწყო აქტიური ინსტრუმენტის მუშაობა ფარგლებში „ჰორაიზონ 2020“ შემუშავებული პოლიტიკის მხარდამჭერი რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იმ ფაქტზე, დევნილთა, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, ხელი მოაწერა შესაბამის დოკუმენტს EURAXESS-ის ქსელში საქართველოს ჩართვასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც საქართველო შეუერთდება ევროპის ყველაზე დიდ პლატფორმას სამეცნიერო და კვლევითი რესურსების ხელმისაწვდომობის კუთხით. მომხსენებლის ცნობით, 2019 წლის მარტში, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ „ჰორაიზონ 2020“ პროგრამის მონაწილეთა პორტალზე წარდგენილ იქნა საპროექტო წინადადება, „ევრაქსესის საქართველოს ქსელის სტარტაპი“, რომელიც შეფასდა დადებითად და მხარეებმა ურთიერთგაგების დეკლარაციას მოაწერეს ხელი. საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 1 ოქტომბრიდან, ხოლო მისი ათვისება მოხდება 2020 წლიდან. აღნიშნული საგრანტო ხელშეკრულების მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ მეცნიერებსა და მკვლევარებს იმ უპირატესობების ათვისებაში, რომელთაც მათ ევრაქსესის პლატფორმა სთავაზობს. მკვლევართა მობილობის პროგრამის შემუშავების მიზნით, საანგარიშო პერიოდში ევროკავშირმა დაიქირავა ევროპელი ექსპერტი - მანფრედ შპისბერგერი, რომელმაც უნდა შეიმუშაოს დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მომზადდება პროექტი საქართველოს მკვლევართა მობილობის ტექნიკური დახმარების მიზნით. მომხსენებელმა კულტურის მიმართულების მიმოხილვისას ყურადღება გაამახვილა პროგრამაზე „შემოქმედებითი ევროპა“ და მოიყვანა მასთან დაკავშირებული სტატისტიკა. ქვეპროგრამა მედიის ფარგლებში, საქართველოს მონაწილეობით, წარმოდგენილი იყო 4 პროექტი, მათ შორის 1 წარმატებული პროექტი. ქვეპროგრამა კულტურის ფარგლებში, საქართველოს მონაწილეობით, წარმოდგენილი იყო 6 პროექტი, ამათგან 3 წარმატებული. შემუშავდა შემოქმედებითი ინდუსტრიების მრავალფუნქციური ვებ-პლატფორმის ოთხივე კომპონენტის (საინფორმაციო გვერდი, სოციალური ქსელი - დაკავშირდი, მონაცემთა ბაზა და ვებ-ინკუბატორი) ტექნიკური დოკუმენტი. გაიწერა ტექნიკური და შინაარსობრივი ნაწილის ძირითადი მახასიათებლები, ფუნქციები, სტრუქტურა და ჩარჩო. ასევე, მომზადდა ელექტრონული სისტემის უსაფრთხოების კომპონენტი. მომხსენებელმა, ასევე, განმარტა, რომ საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის კოდექსის პროექტი დასრულების ფაზაშია და წლის ბოლომდე წარდგენილი იქნება პარლამენტში დასამტკიცებლად. პროექტის "საგანგებო სიტუაციების დროს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლების დაცვა და რისკების მართვა" განსახორციელებლად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მონაწილეობა მიიღო ტაიექსის პროგრამის კონკურსში. 2018 წლის აპრილში პროექტი გამოცხადდა გამარჯვებულად. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ექსპერტის შერჩევა. სპორტის მიმართულებასთან დაკავშირებით, მომხსენებლის ინფორმაციით, შემუშავებულია „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი და 2019 წლის პირველ ნახევარში პროექტი შეთანხმდა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან. ასევე, საქართველოს პარლამენტმა მოამზადა რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში და დასრულების ეტაპზეა ჩართულ მხარეებთან შეთანხმების პროცესი. მომხსენებლის ცნობით, სრულდება „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის“ პროექტის შემუშავება, დაწყებულია მუშაობა სამოქმედო გეგმაზე უწყებათაშორისი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გაიმართა ჯგუფის 2 შეხვედრა და შეიქმნა სამოქმედო გეგმის პირველი პროექტი. ასევე, მიმდინარეობს ტაიექსის ინსტრუმენტით გათვალისწინებული ღონისძიება. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა შეიმუშავა შემდეგი რეკომენდაციები: 1. სამინისტრომ უზრუნველყოს კერძო სექტორის ჩართულობა პროფესიული განათლების რეფორმის განხორციელებაში; 2. მოხდეს ცნობადობის ამაღლება შესაძლებლობის შესახებ; პროფესიული განათლების მიღების 3. სამინისტრომ უფრო ინტენსიურად იმუშაოს პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების ინტეგრირების მიმართულებით; 4. გაფართოვდეს საინფორმაციო კამპანიები ერასმუს+ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ, რათა უფრო მეტმა ახალგაზრდამ გამოიყენოს ეს უნიკალური შანსი და მიიღოს განათლება ევროპაში; 5. სასურველია, სამინისტრომ შეიმუშაოს და ინიცირება გაუკეთოს საქართველოს კანონს „სპორტულ და კულტურულ ღონისძიებათა უსაფრთხოების შესახებ; 6. „სპორტის მთლიანობის სტრატეგიის“ შემუშავებისას სამინისტრომ გაითვალისწინოს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა დოპინგის გამოყენების პრობლემა, გარიგებული თამაშები, კორუფცია, ცუდი მმართველობა და უსაფრთხოება სპორტულ მოედნებზე; 7. დაჩქარდეს „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ ახალი კანონის შემუშავების პროცესი; პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინე ფრუიძე