„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-11
ბიუროს ნომერი 304
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,
პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„საქართველოს
მოქალაქეთა
და
საქართველოში
მცხოვრებ
უცხოელთა
რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის
გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 202 მუხლის 86 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„86. სხვა სახელმწიფოს ნოტარიუსის ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ დამოწმებული
თანხმობა ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი,
აგრეთვე
პასპორტის
დაკარგვის
თაობაზე
სამართალდამცავი
ან
სხვა
კომპეტენტური
ორგანოსათვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი პასპორტის გაცემაზე საქართველოს
უფლებამოსილმა ორგანოებმა შეიძლება მიიღონ ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების
გარეშე.“.
2. 205 მუხლის 22 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი:
„23. დაკარგვის საფუძვლით პასპორტის შეცვლის დროს მოთხოვნას თან უნდა დაერთოს
სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოსათვის ამ გარემოების თაობაზე შესაბამისი
ქვეყნის
კანონმდებლობის
მიხედვით
მიმართვის
დამადასტურებელი
დოკუმენტი/დოკუმენტები.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებულ განაცხადებზე არ ვრცელდება ამავე კანონით
გათვალისწინებული დოკუმენტის/დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,
პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ პრაქტიკაში გამოვლინდა
შემთხვევები, როდესაც დოკუმენტის დაკარგვის საფუძვლით სსიპ - სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს მიმართავენ ის პირებიც, რომლებსაც დოკუმენტი რეალურად არ
დაუკარგავთ და შემდგომ ამ დოკუმენტებით ცდილობენ საზღვრის გადაკვეთას - როგორც
საქართველოდან გასვლას, ასევე შენგენის ზონაში გადაადგილებას. ის გარემოება, რომ უცხო
ქვეყანაში ხშირად ვერ ხერხდება მოქმედი დოკუმენტის იდენტიფიცირება, პრობლემებს უქმნის
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. წინამდებარე ცვლილებაზე მუშაობის პროცესში
მხედველობაში იქნა მიღებული ის პოლიტიკური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო,
კულტურული თუ სხვა სახის სარგებელი, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო და მისი
თითოეული მოქალაქე იღებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შედეგად, აგრეთვე ის დიდი
შრომა და ძალისხმევა, რომლის გაწევაც მოუხდა ქვეყანას ამ მრავალმხრივ მნიშვნელოვანი
პრივილეგიის მოსაპოვებლად. ეს ისტორიული მიღწევა - ევროკავშირისა და ევროპის სხვა
ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა - არ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. შესაბამისად, ამ
მიღწევის დაცვისათვის აუცილებელია დოკუმენტის ბოროტად გამოყენების მაქსიმალური
პრევენცია და ამ მიზნით პასპორტის გაცემის პროცესის მუდმივი მონიტორინგი და სრულყოფა.
ამავდროულად,
იმისათვის,
რომ
მითითებული
ცვლილებით
გათვალისწინებული
რეგულაცია ტვირთად არ დააწვეს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს კეთილსინდისიერ
მოქალაქეებს,
პროექტით
გათვალისწინებულია
პასპორტის
დაკარგვის
თაობაზე
სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოსათვის მიმართვის დამადასტურებელი
დოკუმენტის ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე მიღების შესაძლებლობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
გაუქმებული დოკუმენტების გამოსავლენად ცალკეული ბერკეტების არსებობის მიუხედავად,
პრაქტიკა აჩვენებს, რომ საჭიროა კიდევ ერთი, დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციის შექმნა,
რაც ხელს შეუწყობს საკითხის უკეთ მოწესრიგებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს გაცემული პასპორტის დაკარგვის საფუძვლით
პასპორტის გაუქმების შემთხვევაში ახალი დოკუმენტის აღების პროცესის მოწესრიგებას და
საქართველოს
მოქალაქეების
უცხო
დოკუმენტებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ქვეყნებში
გადაადგილებას
რეალურად
მოქმედი
ცვლილება ითვალისწინებს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ
უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის
პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 205 მუხლისთვის 23 პუნქტის დამატებას,
რომლის თანახმად, დაკარგვის საფუძვლით პასპორტის შეცვლის დროს მოთხოვნას თან უნდა
დაერთოს სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოსათვის ამ გარემოების თაობაზე
თაობაზე შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით მიმართვის დამადასტურებელი
დოკუმენტი/დოკუმენტები. ამასთან, ახალი რედაქციით ყალიბდება ამავე კანონის 202 მუხლის 86
პუნქტი, რომლის შესაბამისად, პასპორტის დაკარგვის თაობაზე სამართალდამცავი ან სხვა
კომპეტენტური ორგანოებისათვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი ლეგალიზებისა
და აპოსტილით დამოწმების გარეშე მიიღება.
კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალი ხასიათის ნორმას, რომლის თანახმად, კანონის
ამოქმედებამდე მიღებულ განაცხადებზე არ გავრცელდება ამავე კანონით გათვალისწინებული
დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ამ მომენტისთვის მიღებული იქნება
შესაბამისი ზომები კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლეების შესახებ საზოგადოების,
მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების
მეშვეობით, ინფორმირების მიზნით.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
ასეთი არ არსებობს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობის განსაზღვრას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში,
იმ
გამოცდილების
მიმოხილვა,
რომელიც
მაგალითად
იქნა
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
გამოყენებული