„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
04.11.2019
ავტორი
მოძრაობა „აფხაზთა კრებაში“ გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციები „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო - რეგიონები“
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციები „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო - რეგიონები“
ნომერი
#07-3/414/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-11
ბიუროს ნომერი 304

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი, საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით, არეგულირებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (შემდგომში – უმაღლესი საბჭო) არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს. მუხლი 2. აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება 1. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს არჩევნების დღისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე ყოველ მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის 301 მუხლში მითითებულ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს ყოველ მოქალაქეს, 18 წლის ასაკიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით არა აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. 2. უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც აკმაყოფილებს კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც რომელსაც სასამართლოს განაჩენით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ან „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით შეზღუდული აქვთ პასიური საარჩევნო უფლება. მუხლი 3. უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა და უფლებამოსილების ვადა 1. უმაღლესი საბჭოს მომდევნო არჩევნები ტარდება საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად. 2. უმაღლესი საბჭო აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით. უმაღლესი საბჭო შედგება ერთიანი პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 30 წევრისაგან. 3. უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არჩევნების დღისათვის შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 25 წელი. მუხლი 4. ზოგადი რეგულირებები გარდა ამ კანონის მუხლებით წარმოდგენილი ნორმებისა, უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო რეგულაციებზე ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ ის ნორმები, რომლებიც ვრცელდება შესაბამის საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. მუხლი 5. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები 1.უმაღლესი საბჭოს მომდევნო არჩევნებში არჩეული უმაღლესი საბჭოს ცნობისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 25 თებერვლის N662 და 1995 წლის 14 ივნისის N759 დადგენილებები. 2. ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი რეჟიმი მოქმედებს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარებამდე. მუხლი 6. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პროექტი: დღეისათვის მოქმედი აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ინსტიტუციურად ლეგიტიმურია, შემადგენლობით კი არა. საბჭო არჩეულია 1991 წელს, 28 წლის წინ. მისი ამ შემადგენლობით არსებობა ეწინააღმდება წამომადგენლობითი ორგანოების ფორმირების კონსტიტუციურ, საყოველთაოდ აღიარებულ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომლის უმთავრესი მახასიათებელი არის არჩევნების ჩატარება სხვადასხვა პერიოდულობით. კანონპროექტი მიზნად ისახავს უმაღლესი საბჭოს არჩევის პროცედურების განსაზღვრას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად პროექტის მიღების აუცილებლობა: უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარება უზრუნველყოფს:  ამ ორგანოს უმნიშვნელოვანესი დანიშნულებისა და ფუნქციის აღსრულებას - რეალურად იყოს აფხაზეთზე საქართველოს იურისდიქციის სიმბოლო, შეინარჩუნოს დევნილი საზოგადოება.  წარმოადგინოს ოკუპაციის, აგრესიის, გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლი (მსხვერპლი ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობაცაა) როგორც ქვეყნის შიგნით ისე, განსაკუთრებით, ქვეყნის გარეთ; ოკუპაციის მსხვერპლს ჰყავდეს ლეგიტიმური, უფლებამოსილი, ანგარიშვალდებული კვალიფიციური. წარმომადგენლები. ავტორიტეტული, ამ თვალსაზრისით პასუხისმგებლიანი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციებში.  დევნილების მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესში, როგორც საკუთარი უფლებამოსილი წარმომადგენლების ამომრჩეველი და არჩეული, რასაც ისინი უსამართლოდ 2 ათეულ წელზე მეტია ჩამოაშორეს (დღეს ყველა დონის წარმომადგენლობითი ორგანოებში დევნილი არის 4 პირი).  ამ აქტით საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ საქვეყნოდ აცხადებს რომ აფხაზეთს არ დათმობს, აღადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. გარდა ამისა, საგულისხმოა რომ დღეისთვის, თვითმმართველ ქალაქებსა და თემების 64 საკრებულოს 2058 წევრიდან მხოლოდ საკრებულოს 3 წევრი (0.14%) არის დევნილი აფხაზეთიდან. 1 წევრი ზუგდიდის საკრებულოში და 2 - წალენჯიხაში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით შესაძლებელი იქნება საბჭოს არჩევნების ჩატარება, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს კონკურენტული პოლიტიკური სივცის შექმნას, სადაც მოხდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით კონცეფციების, იდეების გენერირება, რაც გამოაცოცხლებს ზოგადად პოლიტიკურ პროცესს ამ მიმართულებით და ხარისხობრივად უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს პრობლემის აქტუალურობას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ ორგანოს სოციალური ფუნქცია. მან რეალურად უნდა იზრუნოს დევნილთა გაუსაძლის ყოფაზე, გადაარჩინოს ეს ადამიანები ენერგიული და გააზრებული მოქმედებით, არსებული რესურსების სწორი გამოყენებით, ახალი რესურსების გამოვლენითა და მოზიდვით. იყოს მათი აქტიური და კვალიფიციური წარმომადგენლობა საქართველოს ხელისუფლების ორგანოების წინაშე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით ხდება ახალი კანონის მიღება, რომელიც საქართველოს საარჩევნო კოდექსთან ერთად უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარებას. კანონის პროექტში შემოთავაზებულია შემდეგი მნიშვნელოვანი მუხლები: ა) კანონის რეგულირების სფერო; ბ) აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება; გ) უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა და უფლებამოსილების ვადა; დ) ზოგადი რეგულირებები; ე) გარდამავალი და დასკვნითი დებულებები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): - ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): წარმოდგენილ კანონპროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება. ბ) პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან საშუალოვადიან დაკავშირებული აუცილებელი პერიოდში ხარჯების უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩატარდება საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარების შესაბამის საბიუჯეტო წელს ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩატარდება საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად. შესაბამისად, დამატებითი ხარჯის გაწევა არ დასჭირდება საარჩევნო მოხელეებზე, საარჩევნო უბნების მოწყობაზე და ა.შ. ხარჯის დამატება დასჭირდება ბიულეტინების დაბეჭვდვისათვის დაახლოებით 20 000 ლარის ოდენობით, კონვერტების დამზადებისათვის - 10 000 ლარის ოდენობით და დანარჩენი წვრილმანი ხარჯისათვის - 10 000 ლარის ოდენობით. გასაწევი ხარჯის მთლიანად ჯამში 40 000 ლარის ოდენობით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებების აღებას. ბ.ე) პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; პროექტის მიღებით, ფინანსური შედეგი დადგება იმ პირების მიმართ რომლებიც არჩევნების შედეგად აირჩევიან უმაღლესი საბჭოს წევრებად. აღნიშნული ხარჯი ისედაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით, ვინაიდან დღეისათვის მოქმედი საბჭოს წევრები ისედაც იღებენ ანაზღაურებას. ბ.ვ) პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: პროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის განსაზღვრა. გ) პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. ორგანიზაციებში გ.გ) პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: - ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: - ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: - ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: - ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) პროექტის ავტორი: მოძრაობა „აფხაზთა კრებაში“ გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო ფრაქციები „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო - რეგიონები“. ვ) პროექტის ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქციები „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო რეგიონები“.