საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-11510/19; 12/06/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.11.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-19547/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-11
ბიუროს ნომერი 304

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-19547/19 05-11-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ბატონ გიორგი მიქაუტაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 28 ოქტომბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-11510/19; 12.06.2019). I. საკანონმდებლო წინადადების არსი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ არ არის განსაზღვრული არბიტრაჟის კომპეტენციისა და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საქმეების განსჯადობის საკითხი. დადგენილი პრაქტიკითა და კანონის სისტემური განმარტებით, ასეთ საქმეებს განიხილავს ის სააპელაციო სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მიმდინარეობდა, მიმდინარეობს ან უნდა მოხდეს საარბიტრაჟო განხილვა. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ცვლილების განხორცილებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის მესამე ნაწილში. ცვლილების მიხედვით, ზემოაღნიშნულ საქმეებს სააპელაციო სასამართლო განიხილავს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. II. საკანონმდებლო წინადადების შეფასება არბიტრაჟი დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებაა, რომლის საფუძვლებიც სამოქალაქო ურთიერთობის სუბიექტების კერძო ავტონომიაშია. ამდენად, თუ მხარეები შეთანხმდებიან საარბიტრაჟო განხილვის ადგილზე, ეს ნიშნავს მათ სურვილს, დავა თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge გადაწყდეს/განხილულ იქნეს შესაბამის ტერიტორიაზე, რაც თავისი არსით გულისხმობს განხილვის ადგილის მიხედვით სასამართლო განსჯადობის საკითხის განსაზღვრასაც. მხარეთა შეთანხმებით დადგენილი საარბიტრაჟო განხილვის ადგილი წარმოადგენს სასამართლო განსჯადობის გადაწყვეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს.1 სწორედ ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლიც, რომელიც საარბიტრაჟო განხილვის პროცესთან დაკავშირებულ რიგი საკითხების სასამართლო წესით გადაწყვეტის განსჯადობას საარბიტრაჟო განხილვის ადგილს უკავშირებს. ამავე ლოგიკას ემყარება სააპელაციო სასამართლოს ქვემდებარე საკითხების ტერიტორიული დაყოფის პრინციპზე განაწილებაც.2 ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილების გაზიარება მიზანშეწონილი არ არის არბიტრაჟისა და საარბიტრაჟო განხილვის ინსტიტუტის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით. ამასთან, მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს განსჯადობის განსაზღვრა/გადაწყვეტა პირობებში, როდესაც რიგ არაერთგვაროვან საკითხებზე მიდგომას დაამკვიდრებს საქალაქო/რაიონული იმ სასამართლოების განსჯადობასთან მიმართებით დარჩება ძველი პრინციპი - განსჯადობის გადაწყვეტა საარბიტრაჟო განხილვის ადგილის მიხედვით. განმარტებით ბარათში განსჯადობასთან დაკავშირებული წესის ცვლილების მიზანშეწონილობა დასაბუთებულია იმით, რომ არბიტრაჟთა უმეტესობის თბილისში ფუნქციონირება იწვევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადატვირთულობას. აღსანიშნავია, რომ არბიტრაჟის თბილისში ფუნქციონირება თავისთავად არ ნიშნავს, რომ განხილვის ადგილიც ნებაზე/შეთანხმებაზეა თბილისია, ვინაიდან დამოკიდებული. თუმცა, ეს საკითხი არბიტრაჟის მთლიანად მხარეთა ფუნქციონირებისა და საარბიტრაჟო განხილვის ადგილის დამთხვევის შემთხვევაშიც კი, პრობლემური იქნება საკითხის ამგვარი გადაწყვეტა იმდენად, რამდენადაც შემოთავაზებული ნორმა მოიცავს ყველა შემთხვევას, მათ შორის, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე საქმეებსაც, რა დროსაც, შესაძლებელია მოპასუხის ადგილსამყოფელი/საცხოვრებელი ადგილი იყოს თბილისი და 1 მაგალითად, განხილვის ადგილი იმდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო არბიტრაჟში, რომ სწორედ მას უკავშირებენ ამა თუ იმ ქვეყნის სამართლის გამოყენების საკითხსა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო განსჯადობას. იხ. ამასთან დაკავშირებით Born B. International Commercial Arbitration, Second Edition, Kluwer Law International 2014. მიუხედავად იმისა, რომ სამართლის არჩევის საკითხი არ დგება საქართველოს ტერიტორიაზე ქართულ მხარეებს შორის მიმდინარე საარბიტრაჟო განხილვის თაობაზე, არანაკლებ მნიშვნელოვანია განხილვის ადგილი განსჯადობის მიზნებისთვის, რაც პირდაპირ უკავშირდება მხარეთა კერძო ავტონომიასა და სუბიექტთა კერძო ინიციატივას, თავად განსაზღვრონ საარბიტრაჟო განხილვის ადგილი და მასთან დაკავშირებული თანმდევი სამართლებრივი შედეგები. აღსანიშნავია, რომ შესაძლოა საარბიტრაჟო განხილვა მიმდინარეობდეს ორ უცხოელს შორის, თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე. ასეთ დროს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯადობის დადგენა სხვადასხვა პრაქტიკულ თუ დოგმატურსამართლებრივ სირთულეს შექმნის. 2 რაც ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოები საქმეებს განიხილავენ მათი განსჯადობის ტერიტორიაზე მიმდინარე საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებით. იხ. ამასთან დაკავშირებით ქარცივაძე, ჟიჟიაშვილი, მორჩილაძე, კეკენაძე, მოსამართლეებისათვის, 3-5. გზამკვლევი არბიტრაჟში, საქართველოს სააპელაციო სასამართლოს პრობლემა სრულებითაც არ გადაწყდეს. ამგვარი ცვლილება სირთულეს შეუქმნის ასევე იმ ადამიანებსაც, რომელთაც სურთ, რომ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა საარბიტრაჟო განხილვის ადგილს დაუკავშირონ, რაც იმპერატიულად დადგენილი წესის პირობებში შეუძლებელი გახდება. აღსანიშნავია, რომ წინადადების განმარტებითი ბარათის მიხედვით, შემოთავაზებული ცვლილება ემსახურება სააპელაციო სასამართლოების ქვემდებარე არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეების განხილვის გაჭიანურების თავიდან არიდებას, რაც შესაძლებელია მიზანშეწონილი იყოს, თუ იგი შემოსაზღვრული იქნება გარკვეული ვადით. თუმცა, დასაფიქრებელია, რამდენად იქნება ცვლილება მიზნის მიღწევის ადეკვატური და ვარგისი ერთადერთი საშულება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კომიტეტს ეკისრება ვალდებულება კანონპროექტი პირდაპირ გადასცეს პარლამენტის ბიუროს (იმ სახით, როგორითაც არის წარმოდგენილი). ვინაიდან კანონის პროექტის სახით შემოთავაზებული საკანონმდებლო წინადადება არ არის სრულყოფილი და საჭიროებს გადამუშავებას, კანონპროექტის წარმოდგენილი ფორმით ინიცირებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. დასკვნითი ნაწილი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი