საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა ა(ა)ი.პ. „თანადგომა და სამართლიანობის“ მიერ წარმოდგენილ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-15745/19; 20/08/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.11.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-19529/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-11
ბიუროს ნომერი 304

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-19529/19 05-11-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: ა(ა)ი.პ. „თანადგომა და სამართლიანობის“ თავმჯდომარეს ქალბატონ ნანა ქადაგიშვილს (მის.: ნავთლუღის დასახლება, პირველი ქუჩა N5, თბილისი, საქართველო მობ: 557 385 100) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ა(ა)ი.პ. „თანადგომა და სამართლიანობის“ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-15745/19; 20.08.2019). იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 28 ოქტომბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა ა(ა)ი.პ. „თანადგომა და სამართლიანობის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-15745/19; 20.08.2019). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი შემოთავაზებული ცვლილება გულისხმობს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონიდან მე-40 მუხლის (აღსრულება სანოტარო დოკუმენტის საფუძველზე) ამოღებას, რაც წინადადების ავტორის მოსაზრებით მოაწესრიგებს ქვეყანაში იპოთეკასთან დაკავშირებულ სამართლებრივ და სოციალურ საკითხებს. საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლება არაკონსტიტუციურია და მოვალეს უკარგავს სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლებას. II. კომიტეტის შეფასება თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge 2017 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქე ანა ჯალაღანიას N930 კონსტიტუციურ სარჩელთან1 დაკავშირებით აღნიშნა, რომ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესს, კერძოდ, ნოტარიუსი უფლებამოსილია სააღსრულებო ფურცელი გასცეს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე. დასახელებული ნორმა არ შეეხება მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლოსათვის მიმართვის გზით დაცვის რეგულირებას. მის საფუძველზე არ ხდება სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობის ანდა სასამართლოს მეშვეობით რომელიმე უფლების დაცვის შესაძლებლობის შეზღუდვა. ამდენად, სადავო ნორმა არ ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გარანტირებულ მოსარჩელის უფლებებს. ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძვლები მოწესრიგებულია „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტითა და მე-5 პუნქტით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ აღნიშნულის შესახებ არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიუთითებს ნორმის არაკონსტიტუციურობაზე, მიზანშეწონილია, მან დაასაბუთოს, რატომ არ უნდა ჰქონდეთ მხარეებს ზემოაღნიშნული შეთანხმების დადების შესაძლებლობა და რატომ უნდა თქვას სახელმწიფომ უარი მსგავსი პირობით დადებული გარიგების აღსრულებაზე. ზოგადად, მხარეთა ნებაზე დაფუძნებული ქონებრივი გარიგებების დადება (რომელთა აღსრულებასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს) სახელშეკრულებო სამართლის განუყოფელი ელემენტია. ნოტარიუსის მიერ მსგავსი გარიგებების დამოწმება კი, 1დავის საგანი: „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-5 პუნქტის მე- 2 წინადადების, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის (სარჩელის წარდგენის დროს მოქმედი რედაქცია) 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 44-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებდა საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას, 42-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტი დაცვის უფლების გარანტიას ადგენდა. საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებას არ უნდა დაერღვია სხვათა უფლებები და თავისუფლებები. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის საპროცესო უფლებას, მის შესაძლებლობას, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი მატერიალური უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. „საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი იცავს პირის მატერიალურ უფლებას, ჰქონდეს ქონება, მათ შორის, მოთხოვნები, ისარგებლოს საკუთრებით და განკარგოს იგი, ხოლო სასამართლოს მეშვეობით საკუთრების დაცვის პროცესუალურ ასპექტებს აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი. როგორც წესი, ამ გარიგებების სანდოობას ზრდის, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ნოტარიუსი მხარეებს წინასწარ, წერილობით განუმარტავს სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივ შედეგებს.2 შესაბამისად, სანოტარო წესით დამოწმებული შეთანხმების აღსრულების შედეგად კონსტიტუციური უფლების დარღვევაზე მითითება სათანადო დასაბუთებას საჭიროებს საკანონმდებლო წინადადების ავტორის მხრიდან. საერთო სასამართლოების არსებული პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და სააღსრულებო წარმოების დაწყების შემთხვევაში, პირი უზრუნველყოფილია აღსრულების შეჩერების მექანიზმით. საერთო სასამართლოების მითითებით, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-5 პუნქტიდან და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ნოტარიუსის მიერ კანონმდებლობით გაცემული სააღსრულებო გათვალისწინებულ ფურცლის შემთხვევაში. აღსრულება საერთო საქართველოს სასამართლოების მიერ გაკეთებული განმარტების შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაა.3 ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის დელეგირების ერთ-ერთი საფუძველი არის გამარტივებული პროცედურის გზით კრედიტორის მოთხოვნის სწრაფად დაკმაყოფილება, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ინსტიტუტი მნიშვნელოვანია სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებიდან.4 შესაბამისად, კომიტეტმა მიიჩნია, რომ ინსტიტუტის გაუქმების საჭიროება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რის გამოც მიზანშეწონილი არ არის საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობა. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 28 ოქტომბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა ა(ა)ი.პ. „თანადგომა და სამართლიანობის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2სააპელაციო სასამართლომ სააღსრულებო ფურცელი ბათილად ცნო იმ საფუძვლით, რომ უშუალოდ ხელშეკრულების ტექსტი, სადაც ჩამოყალიბებული იყო ხელშეკრულების არსებითი პირობები, არ შეიცავდა ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლებამოსილებას, რის გამოც ჩათვალა, რომ მხარეები არ შეთანხმებულან ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე. (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 იანვრის Nას-689-655-2013 განჩინება) ამასთანავე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგების წერილობითი განმარტება ერთერთი აუცილებელი წინაპირობაა ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემისათვის. 3იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 სექტემბერის განჩინება, საქმე №2ბ/5878-14; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინება, საქმე №2ბ/5227-16; და სხვ. 4იხ.: უითდეჰააგი ი. (რედ.), ქურთაული ს., საქართველოს სააღსრულებო სისტემის მიმოხილვა, 2013, 203; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 იანვრის Nას-1101-1347-05 განჩინება. კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-15745/19; 20.08.2019) და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი