საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას 2019 წლის 9-11 ოქტომბერს, იტალიაში, ქ. ვენეციაში სამუშაო ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.11.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია
ნომერი
#2-19566/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-11
ბიუროს ნომერი 304

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-19566/19 05-11-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გიგზავნით ანგარიშს 2019 წლის 9-11 ოქტომბერს, იტალიაში, ქ. ვენეციაში განხორციელებული ჩემი სამუშაო ვიზიტის შესახებ. გთხოვთ, უზრუნველყოთ ანგარიშის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში შეტანა. დანართი: 2 ფურცელი პატივიცემით, პარლამენტის წევრი ეკა ბესელია თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
მივლინების ანგარიში მივლინების მიზანი: ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მიღება. მივლინების ადგილი: ვენეცია, იტალია მივლინების თარიღი: 2019 წლის 9-11 ოქტომბერი ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგის ერთერთი პირველი განსახილველი საკითხი იყო (1) სასამართლოს მეგობარი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საქმეზე „მუგემანგანგო ბელგიის წინააღმდეგ“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თხოვნის შესაბამისად, საბჭომ განიხილა მოკლე ინფორმაცია საქმეზე „მუგემანგანგო ბელგიის წინააღმდეგ“, რომელიც ეხება პროცედურულ გარანტიებს, რომლებიც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს არჩევნების შედეგების გასაჩივრების ან ადგილების განაწილების პროცედურების ფარგლებში (CDL(2019)029). საბჭომ მიიღო აღნიშნული დოკუმენტი. (2) საბჭოს სხდომაზე მეორე საკითხად განხილულ იქნა რეფერენდუმების კარგი პრაქტიკის განახლებული კოდექსის გადასინჯვის საკითხი (CDL-EL(2019)003). 2019 წლის იანვარში მომხსენებელმა უკან გაიხმო „ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში სამართლიანი რეფერენდუმის უზრუნველსაყოფად განახლებული სახელმძღვანელო მითითებების“ თაობაზე ასამბლეის საპარლამენტო ანგარიში და რეზოლუციის მიღება და კოდქსის განახლების თხოვნით მიმართა ვენეციის კომისიას. საბჭომ გამოთქვა ინტერესი აღნიშნულ საკითხზე საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და დემოკრატიის კომიტეტთან დიალოგის თაობაზე. (3) შემდეგ საკითხად, საბჭომ განიხილა ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარის, გრამოზ რუჩის თხოვნით, მოსაზრების პროექტი საპარლამენტო სისტემაში არჩევნების თარიღის განსაზღვრაზე პრეზიდენტის უფლებამოსილების თაობაზე. მომხსენებლებმა მიიღეს კომენტარები პრეზიდენტის და პარლამენტის მოსაზრების პროექტის შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულ იქნება მოსაზრების საბოლოო ვერსიაში. საბჭომ მიიღო მოსაზრების პროექტი ალბანეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლები არჩევნების თარიღის დასადგენად (CDLAD(2019)019). (4) საბჭოს ცნობის სახით, სამდივნომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებით მოხსენების პროექტის მოსამზადებლად დეკემბერის პლენარული სხდომისთვის. (5) აგრეთვე, სამდივნომ მიაწოდა ინფორმაცია საბჭოს სხდომის მონაწილეებს დემოკრატიული არჩევნების საბჭოს 65-ე და 66-ე შეხვედრების პერიოდებს შორის განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, (6) ასევე მომავალში დადგეგმილი ღონისძიებების თაობაზე. (7) ეუთო/ODIHR-მა აცნობება საბჭოს არჩევნების სფეროში მიმდინარე და სამომავლო საქმიანობის შესახებ. კერძოდ, ეუთო/ODIHR დააკვირდება ევროპის საბჭოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეებთან ერთად ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებს. ასამბლეა ასევე დააკვირდება უზბეკეთის საპარლამენტო არჩევნებს. (8) სხდომის ფარგლებში ჩანიშნულ იქნა შემდეგი შეხვედრების თარიღები. პატივისცემით, ეკა ბესელია საქართველოს პარლამენტის წევრი