საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას 2019 წლის 19-21 სექტემბერს საფრანგეთში, ქალაქ პარიზში სამუშაო ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.11.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია
ნომერი
#2-19596/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-11
ბიუროს ნომერი 304

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-19596/19 05-11-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გიგზავნით ანგარიშს 2019 წლის 19-21 სექტემბერს, საფრანგეთში, ქ. პარიზში განხორციელებული ჩემი სამუშაო ვიზიტის შესახებ. გთხოვთ, უზრუნველყოთ ანგარიშის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში შეტანა. დანართი: 1 ფურცელი პატივიცემით, პარლამენტის წევრი ეკა ბესელია თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
მივლინების ანგარიში მივლინების მიზანი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის მიღება. მივლინების ადგილი: პარიზი, საფრანგეთი მივლინების თარიღი: 2019 წლის 19-21 სექტემბერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომაზე პირველ საკითხად განხილულ იქნა საორგანიზაციო საკითხები. სხდომაზე ასევე გაიმართა მსჯელობა პროცედურებთან დაკავშირებით. განხილულ იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში პორტუგალიის მიერ წარმოდგენილი მოსამართლეების კანდიდატების სია. კომიტეტმა მოუსმინა სამივე კანდიდატს, იმსჯელა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. კომიტეტის სხდომა დახურულია და სპეციალური წესების გათვალსწინებით კონფიდენციალობის დაცვა აუცილებელია. შესაბამისად, კომიტეტის სხდომის მიმინარეობის თაობაზე ინფორმაცია წარმოდგენილია მხოლოდ ზოგადი სახით. პატივისცემით, ეკა ბესელია საქართველოს პარლამენტის წევრი