საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნები: ა) „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ (N1-13084/19; 05/07/2019) - დასკვნა უარყოფითია; ბ) „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-14523/19; 30/07/2019) - დასკვნა უარყოფითია; გ) „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-14650/19; 31/07/2019) - დასკვნა უარყოფითია; დ) „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-14745/19; 01/08/2019) - დასკვნა უარყოფითია; ე) „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1-14781/19; 02/08/2019) - დასკვნა უარყოფითია; ვ) „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-15029/19; 07/08/2019) - დასკვნა უარყოფითია; ზ) „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ (N1-15030/19; 07/08/2019) - დასკვნა უარყოფითია; თ) „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-15031/19; 07/08/2019) - დასკვნა უარყოფითია.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.11.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-19647/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-11
ბიუროს ნომერი 304

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-19647/19 06-11-2019 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი რვა საკანონმდებლო წინადადება, კერძოდ „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტებთან დაკავშირებით (N1-13084/19; 05.07.2019; N1-14523/19; 30.07.2019; N114650/19; 31.07.2019; N1-14745/19; 01.08.2019; N1-15029/19; 07.08.2019; N1-15030/19; 07.08.2019; N1-15031/19; 07.08.2019) და „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-14781/19; 02.08.2019). დანართის სახით, გიგზავნით კომიტეტის დასკვნებს. დანართი: 16 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-19638/19 05-11-2019 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (1-13084/19; 05.07.2019) იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (1-13084/19; 05.07.2019) I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადების თანახმად ცვლილება შედის საქართველოს საარჩევნო კოდექსში, რომლის მიხედვითაც პარტიას, რომელსაც არ ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი არჩევნების დანიშვნის დროისათვის, არჩევნებში მონაწილეობის უფლება 25000 მხარდამჭერის ხელმოწერის წარმოდგენის ნაცვლად, უნდა მიეცეს 12000 მხარდამჭერის ხელმოწერის წარმოდგენის შემთხვევაშიც. II. კომიტეტის შეფასება შემოთავაზებული ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის მიხედვითაც „პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი არჩევნების დანიშვნის დროისათვის ან რომლის მხარდაჭერა ორგანული კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ხელმოწერით“. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი მხოლოდ ორგანულ კანონში ცვლილებების გზით ვერ განხორციელდება და საჭიროა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება კონსტიტუციაში. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი გეგმავს ცვლილების შეტანას საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული ცვლილების ფარგლებში ასევე მიმდინარეობს მსჯელობა საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულ საკითხზე. თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-19637/19 05-11-2019 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (1- 14523/19; 30.07.2019) იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (1-14523/19; 30.07.2019) I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილება საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“, რომლის მიხედვითაც რიგითი ნომრის მქონე ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გამოყენება აიკრძალება არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის დადგენამდე. II. კომიტეტის შეფასება საარჩევნო კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებულია საარჩევნო სუბიექტისათვის რიგითი ნომრის განსაზღვრის წესი, რომლის მეორე პუნქტის მიხედვით, „იმ საარჩევნო სუბიექტს/სუბიექტობის კანდიდატს, რომელმაც ბოლო საერთო პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში ხმების 0,75% ან 0,75%-ზე მეტი მიიღო, უფლება აქვს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას და მოითხოვოს არჩევნებში იმ რიგითი ნომრით მონაწილეობა, რომელიც მას ბოლო საერთო არჩევნების დროს ჰქონდა მინიჭებული.“ ამდენად, ეს წესი ნაწილობრივ იმ საარჩევნო სუბიექტების წახალისებასა და ხელშეწყობას ემსახურება, რომლებმაც განსაზღვრული რაოდენობის ამომრჩეველთა მხარდაჭერა მიიღეს, რაც იმას გულისხმობს, რომ მათთვის წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული აკრძალვის დაწესება გარკვეულწილად მიზანშეუწონელია. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი გეგმავს საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანას საქართველოს კონსტიტუციაში, რაც ასევე გამოიწვევს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში. შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ფრაგმენტულად განხორციელდეს. თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადება არ არის სრულყოფილი და საჭიროებს გადამუშავებას, ხოლო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო, კომიტეტი ვალდებულია კანონპროექტი გადასცეს პარლამენტის ბიუროს იმ სახით, როგორითაც არის წარმოდგენილი. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-19636/19 05-11-2019 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (1-14650/19; 31.07.2019) იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (1-14650/19; 31.07.2019) I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილება საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, რომლის მიხედვითაც პლაკატების გაკვრა დასაშვები იქნება მხოლოდ სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებზე, სპეციალურად განკუთვნილ ბანერებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საამისოდ სპეციალურად დადგმულ სტენდებზე. ამავე დროს, სააგიტაციო მასალისათვის განკუთვნილ სტენდზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება ექნება გააკრას 1 საარჩევნო პლაკატი ზომით არაუმეტეს 60სმ სიგრძისა და 42 სმ სიგანისა (A2 ფორმატი). II. კომიტეტის შეფასება წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების გაზიარების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან შემოთავაზებული შეზღუდვების დადგენა არ არის მიზანშეწონილი და ხელს შეუშლის წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება საარჩევნო სუბიექტებს უზღუდავს თავისუფლებას, თავად გადაწყვიტონ რა ზომისა და ფორმატის სააგიტაციო მასალას გამოიყენებენ წინა საარჩევნოდ, ამასთანავე, ასეთმა შეზღუდვამ შესაძლებელია ზოგი საარჩევნო სუბიექტისათვის მომეტებული და გაუმართლებელი ფინანსური ტვირთი გამოიწვიოს. გარდა, ამისა აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსის მოქმედი 46-ე მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განთავსებული სტენდი იმ ზომის უნდა იყოს, რომ სააგიტაციო მასალის გამოფენისას ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარი პირობებით იქნეს უზრუნველყოფილი, რაც ამ კუთხით საარჩევნო სუბიექტებს შორის თანაბარ პირობებს უკვე ადგენს. თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი გეგმავს საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანას საქართველოს კონსტიტუციაში, რაც ასევე გამოიწვევს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში. შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ფრაგმენტულად განხორციელდეს. გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადება არ არის სრულყოფილი და საჭიროებს გადამუშავებას, ხოლო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო, კომიტეტი ვალდებულია კანონპროექტი გადასცეს პარლამენტის ბიუროს იმ სახით, როგორითაც არის წარმოდგენილი. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-19635/19 05-11-2019 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (1- 14745/19; 01.08.2019) იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (1-14745/19; 01.08.2019) I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილება საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“, რომლის მიხედვითაც საარჩევნო სუბიექტებმა სააგიტაციო მასალის ჩამოხსნისთვის, ჩამოხევისთვის, დაფარვისათვის ან დაზიანებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის თანხის ნახევარი უნდა ჩარიცხონ სახელმწიფო ბიუჯეტში ხოლო, ნახევარი დაზარალებული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო ფონდში. II. კომიტეტის შეფასება საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-46 მუხლის 71-ე პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული“. ამასთანავე, ამ ნორმის დარღვევისათვის კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობაც (იხ. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-10 თავი), ხოლო კოდექსის 93-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თუ საარჩევნო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ძირითადი მიზანია საჯარო მართლწესრიგის დაცვა და მოსალოდნელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენცია, ხოლო ადმინისტრაციული სახდელი არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დაზარალებულისთვის კომპენსაციის ან მიყენებული ზიანის ანაზღაურების საშუალება. უნდა ასევე აღინიშნოს, რომ საარჩევნო სუბიექტს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართალდამრღვევისგან უშუალოდ მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი გეგმავს საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანას საქართველოს კონსტიტუციაში, რაც ასევე გამოიწვევს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში. შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ფრაგმენტულად განხორციელდეს. გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადება არ არის სრულყოფილი და საჭიროებს გადამუშავებას, ხოლო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო, კომიტეტი ვალდებულია კანონპროექტი გადასცეს პარლამენტის ბიუროს იმ სახით, როგორითაც არის წარმოდგენილი. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-19634/19 05-11-2019 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (1-14781/19; 02.08.2019) იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (1-14781/19; 02.08.2019) I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების თანახმად ცვლილება შედის ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტში. ცვლილების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი აღარ იქნება ვალდებული, მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია და მხოლოდ მანდატის მომპოვებელი საარჩევნო სუბიექტის პარტიულ სიაში მყოფ ყველა წევრს დაევალება დეკლარაციის გამარტივებული ფორმით შევსება. II. კომიტეტის შეფასება ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ მოქმედი კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრი, როგორც თანამდებობის პირი, უკვე ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული კანონისპროექტის ინიცირება მიზანშეწონილი არ არის. გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადება არ არის სრულყოფილი და საჭიროებს გადამუშავებას, ხოლო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო, კომიტეტი ვალდებულია კანონპროექტი გადასცეს პარლამენტის ბიუროს იმ სახით, როგორითაც არის წარმოდგენილი. თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge აღსანიშნავია, რომ ამჟამად სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო მუშაობს საკანონმდებლო წინადადებაში მითითებულ საკითხზე, კერძოდ, პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ გამარტივებული ფორმით ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების გაუქმების თაობაზე. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-19633/19 05-11-2019 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1- 15029/19; 07.08.2019) იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (1-15029/19; 07.08.2019) I. საკანონმდებლო ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილებები საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, რომლის მიხედვითაც: 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია უნდა შეიქმნას არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 აგვისტოს, ნაცვლად 1 ივლისის. 2. უწყებათაშორისი კომისია უნდა შეიკრიბოს კვირაში ერთხელ მაინც წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) დაწყების შემდეგ (დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად უწყებათა შორის კომისია კვირაში ერთხელ მაინც იკრიბება საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ). II. კომიტეტის შეფასება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, უწყებათაშორისი კომისია იქმნება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით, რისთვისაც კომისია შეიმუშავებს სხვადასხვა წინადადებებსა და რეკომენდაციებს. შესაბამისად, კომისია მზად უნდა შეხვდეს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდის ოფიციალურად დაწყებას (წინააღმდეგ შემთხვევაში მისი საქმიანობა ნაკლებად ეფექტიანი იქნება). აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, იგი შეიქმნას და ფუნქციონირება დაიწყოს არაუგვიანეს 1 ივლისისა. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „უწყებათაშორისი კომისია იკრიბება კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ, ხოლო საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ − კვირაში ერთხელ მაინც“. აღნიშნული ჩანაწერი იძლევა შესაძლებლობას კომისია საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეიკრიბოს (თუმცა არანაკლებ კანონით დადგენილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge პერიოდულობისა). შესაბამისად, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილების მიღების საჭიროება არ არის. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი გეგმავს საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანას საქართველოს კონსტიტუციაში, რაც ასევე გამოიწვევს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში. შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ფრაგმენტულად განხორციელდეს. გარდა, ამისა საკანონმდებლო წინადადება არ არის სრულყოფილი და საჭიროებს გადამუშავებას, ხოლო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო, კომიტეტი ვალდებულია კანონპროექტი გადასცეს პარლამენტის ბიუროს იმ სახით, როგორითაც არის წარმოდგენილი. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-19632/19 05-11-2019 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (1- 15030/19; 07.08.2019) იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (1-15030/19; 07.08.2019) I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ცვლილება შედის საქართველოს საარჩევნო კოდექსის კოდექსის 23-ე, 28-ე და 61-ე მუხლებში და შემოთავაზებულია, რომ საარჩევნო უბნები შეიქმნას არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 აგვისტოსი (ნაცვლად 1 ივლისისა), რამაც სახელისუფლებო რესურსისა და საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვანი შემცირება უნდა გამოიწვიოს. ამასთანავე, კოდექსის 28-ე მუხლის პირველ პუნქტს ემატება ,,ი“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიერ განხორციელებულ დისციპლინურ გადაცდომად მიჩნეულ უნდა იქნეს ,,გადასატან საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიაში მისთვის წილისყრით მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე უარის თქმა“. გარდა ამისა, გადასატან საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიაში ასარჩევ წილისყრაში მონაწილეობის ვალდებულება ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში არჩევის წესით შერჩეულ წევრებს. II. კომიტეტის შეფასება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით „საარჩევნო უბნებს ქმნის, მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა და 2 დღის ვადაში აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას საარჩევნო უბნების საზღვრების მითითებით. საოლქო საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოთა მონაცემების საფუძველზე ადგენს და აზუსტებს საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ნუსხასა და მისამართებს, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს, რომლებიც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიძლება საარჩევნო მიზნებისათვის გამოიყენოს“. კოდექსის 24-ე და 25-ე მუხლების მიხედვით, საარჩევნო კომისია შედგება 12 წევრისაგან, რომელთაგანაც 6 წევრს არჩევნების დღემდე არაუადრეს 50-ე დღისა და არაუგვიანეს 46-ე დღისა ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო დარჩენილ 6 წევრს კანონით დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანებები, რომელთა გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არაუადრეს 45-ე დღისა და არაუგვიანეს მე-40 დღისა. საქართველოს კონსტიტუციითა და საარჩევნო თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge კოდექსით მორიგი არჩევნების ჩატარების თვედ განსაზღვრულია ოქტომბერი. შესაბამისად საარჩევნო უბნების წევრებით დაკომპლექტება იწყება აგვისტოში. ხოლო, საარჩევნო უბნების 1 ივლისს შექმნა ემსახურება ორგანიზაციულ საკითხების დროულად მოწესრიგებას, რათა საარჩევნო ადმინისტრაცია მომზადებული შეხვდეს არჩევნებს. საარჩევნო კოდექსის მოქმედი რედაქციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავს კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის უფლებას. აღნიშნული კომისიის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. შესაბამისად, კომისიის წევრის მიერ ზემოაღნიშნული ფუნქციის შესრულებაზე უარის თქმას მოქმედი კოდექსის თანახმად უკვე მოჰყვება გარკვეული შედეგები და, ამდენად, ამ მოქმედების გამო კომისიის წევრისათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრება აუცილებელი აღარ არის. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი გეგმავს საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანას საქართველოს კონსტიტუციაში, რაც ასევე გამოიწვევს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში. შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ფრაგმენტულად განხორციელდეს. გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადება არ არის სრულყოფილი და საჭიროებს გადამუშავებას, ხოლო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო, კომიტეტი ვალდებულია კანონპროექტი გადასცეს პარლამენტის ბიუროს იმ სახით, როგორითაც არის წარმოდგენილი. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-19631/19 05-11-2019 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (1-15031/19; 07.08.2019) იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (1-15031/19; 07.08.2019) I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილების შეტანა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“, რომლის მიხედვითაც: 1. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „რ1“ და „უ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტერმინები „კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი“ იცვლება ტერმინით „საპარლამენტო საარჩევნო სუბიექტი“, ხოლო „კვალიფიციური პარტია“ იცვლება ტერმინით „საპარლამენტო პარტია“ და განიმარტება, როგორც პარტია, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. 2. კოდექსის შესაბამის მუხლებში ხორციელდება ტერმინების ჩანაცვლება. 3. 54-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით საარჩევნო სუბიექტებს აეკრძალებათ კანონით განსაზღვრულ ვადაში წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისათვის, მათ შორის, ფასიანი სარეკლამო დროის შეძენის მიზნით, შესაბამის საარჩევნო ფონდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმორიცხული ფულადი სახსრების გარდა სხვა ფულადი სახსრების გამოყენება; 4. 56-ე მუხლით განისაზღვრება, რომ შესაბამის არჩევნებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო სუბიექტისათვის საარჩევნო დაფინანსების მიზნით გამოიყოფა ხუთი მილიონი ლარი, რომელიც თანაბრად უნდა განაწილდეს საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებზე. 5. პარტიას, რომელსაც არ ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი არჩევნების დანიშვნის დროისათვის, არჩევნებში მონაწილეობის უფლება 25000 მხარდამჭერის ხელმოწერის წარმოდგენის ნაცვლად, უნდა მიეცეს 12000 მხარდამჭერის ხელმოწერის წარმოდგენის შემთხვევაშიც. II. კომიტეტის შეფასება კომიტეტი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო წინადადება არ უნდა იქნეს გაზიარებული, უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ მას არ ახლავს საკმარისი დასაბუთება, თუ რატომ უნდა შეიცვალოს საქართველოს საარჩევნო კოდექსში დღეს არსებული ტერმინები. თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ პარტიების დაფინანსების შემოთავაზებული პრინციპი და შეზღუდვები სრულიად გაუმართლებელია, რადგან საარჩევნო სუბიექტებისათვის საარჩევნო დაფინასების მიზნით მხოლოდ ხუთი მილიონი ლარის გამოყოფით, რომელიც თანაბრად უნდა გადანაწილდეს საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებზე, პარტიები ვერ შეძლებენ სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას, ეს კი ხელს შეუშლის ამომრჩეველთა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებასა და, ზოგადად, არჩევნების სათანადო სტანდარტით გამართვას. რაც შეეხება, პარტიისათვის 12 000 მხარდამჭერის ხელმოწერის წარმოდგენის პირობებში არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიცემას, შემოთავაზებული ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის მიხედვითაც „პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი არჩევნების დანიშვნის დროისათვის ან რომლის მხარდაჭერა ორგანული კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ხელმოწერით“. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი მხოლოდ ორგანულ კანონში ცვლილებების გზით ვერ განხორციელდება და საჭიროა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება კონსტიტუციაში. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი გეგმავს საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანას საქართველოს კონსტიტუციაში, რაც ასევე გამოიწვევს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში. შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ფრაგმენტულად განხორციელდეს. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი