„მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
06.11.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი ლომია, ირმა ინაშვილი, ადა მარშანია, გია ჟორჟოლიანი, ემზარ კვიციანი, მირიან წიკლაური, ეკა ბესელია, კობა ნარჩემაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, ნატო ჩხზეიძე, ბიძინა გეგიძე, გედევან ფოფხაძე, დავით ჭიჭინაძე, გელა მიქაძე, ლევან გოგიჩაიშვილი
ნომერი
#07-3/416/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-11
ბიუროს ნომერი 304

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია საბაზრო ურთიერთობათა პირობებში მინიმალური ხელფასის ოდენობის სახელმწიფო რეგულირება საქართველოს ტერიტორიაზე დასაქმებულთა სოციალური დაცვის მიზნით, თუ საქართველოს კანონმდებლობით მინიმალური ხელფასის უფრო მაღალი სტანდარტი არ არის დადგენილი. მუხლი 2. კანონის მოქმედება 1. ეს კანონი მოქმედებს „საქართველოს შრომის კოდექსით“ დადგენილ შრომით ურთიერთობებზე და მათ სუბიექტებზე. 2. ეს კანონი არ განისაზღვრება ვრცელდება „საჯარო იმ პირებზე, დაწესებულებაში რომელთა შრომის ანაზღაურებაც შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით. 3. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით და ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე; გ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე; დ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეზე; ე) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე; ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე; მოსამსახურეებზე, საქართველოს თავდაცვის ძალების ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურესა და ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეზე; თ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე; ი) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე; კ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრებსა და აპარატების თანამშრომლებზე; ლ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებსა და მოსამსახურეებზე; მ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორზე, მის მოადგილეებზე, პრეზიდიუმის წევრზე, აუდიტორსა და ანალიტიკოსზე; ნ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრზე; ო) საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეზე; პ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრზე; ჟ) პროკურორსა და პროკურატურის გამომძიებელზე; რ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საქართველოს ნოტარიუსთა პალატაზე; ს) საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრზე; 4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ მცირე ბიზნესის სტატუსი მქონე პირებზე მათი რეგისტრაციიდან 5 კალენდარული წლის განმავლობაში. მუხლი 3 . რეგულირების საგანი ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში დასაქმებულ პირთა მინიმალურ ხელფასის ოდენობის განსაზღვრის საკითხებს, ადგენს დამსაქმებელთა მიერ ამ კანონის შესრულებაზე ზედამხედველ ორგანოს და ამ კანონის შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების წესსა და ოდენობას. მუხლი 4. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დამსაქმებელი − საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო. ბ) დასაქმებული − საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს, გ) მინიმალური ხელფასი - შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა, რომელიც დამსაქმებელმა უნდა გადაუხადოს დასაქმებულს კონკრეტული პერიოდის განმავლობაში შესრულებული სამუშაოსთვის და რომელიც არ შეიძლება შემცირდეს ხელშემკვრელ მხარეთა შორის შეთანხმების გზით. დ)ზედამხედველი ორგანო − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების განმახორციელებელი სამსახური. ე) სრულ განაკვეთზე დასაქმებული პირი - დასაქმებული, რომელიც ერთ კონკრეტულ დამსაქმებელთან კვირის განმავლობაში 40 საათს ან მეტს მუშაობს. ვ)არასრულ განაკვეთზე დასაქმებული პირი - დასაქმებული, რომელიც ერთ კონკრეტულ დამსაქმებელთან კვირაში 40 საათზე ნაკლებს მუშაობს. თავი II მინიმალური ხელფასის განსაზღვრის წესი მუხლი 5. მინიმალური ხელფასი 1. საქართველოს ტერიტორიაზე მინიმალური ხელფასის ოდენობას არაუგვიანეს ყოველი წლის 01 ოქტომბრისა ადგენს საქართველოს მთავრობა ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად. 2. საქართველოს მთავრობის მიერ მინიმალური ხელფასის ოდენობა უნდა განისაზღვროს როგორც საათობრივი, ასევე ყოველთვიური სახით. 3. მინიმალური ყოველთვიური ხელფასის ოდენობად სრულ განაკვეთზე დასაქმებულ პირთათვის არ შეიძლება დადგინდეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში დადგენილ საქართველოში დასაქმებულთა ყოველთვიური საშუალო ხელფასის 45% -ზე ნაკლები. 4. ამ მუხლის მე-3 პუნტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს როგორც სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა ყოველთვიურ მინიმალურ ანაზღაურებას, ასევე არასრულ განაკვეთზე დასაქმებულთა მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებას, რომელიც გამოითვლება საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი 40 საათიანი სამუშაო კვირის, შესაბამისად თვეში 160 სამუშაო საათის შეფარდებით ყოველთვიურ მინიმალურ ხელფასთან. 5. საქართველოს ტერიტორიაზე დასაქმებულ პირს არ შეიძლება შრომის ანაზღაურების სახით მიეცეს მინიმალურ ხელფასის ოდენობაზე ნაკლები. ნებისმიერი შეთანხმება შრომის ანაზღაურების ოდენობაზე, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონს და ამ კანონის შესაბამისად გამოცემულ მთავრობის დადგენილებას მინიმალური ხელფასის ოდენობის განსაზღვრის შესახებ, არის ბათილი. 6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იმ პროფესიების ან/და დასაქმებულების მინიმალური ანაზღაურება, რომელთაც ეკრძალებათ ერთდროულად ორ დამსაქმებელთან დასაქმება, იმ საფუძვლით, რომ მათი სამუშაო დრო არ შეიძლება აღემატებოდეს კვირაში 48 საათს, საქართველოს მთავრობის მიერ უნდა განისაზღვროს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში დადგენილ საქართველოში დასაქმებულთა ყოველთვიურ საშუალო ხელფასის არანაკლებ 80 პროცენტისა. მუხლი 6. დაფინანსების წყარო მინიმალური ხელფასის დაფინანსება ხორციელდება: ა) საბიუჯეტო სფეროს დაწესებულებებში – შესაბამისი ბიუჯეტის სახსრებიდან; ბ) სხვა დანარჩენ დაწესებულებებში – საკუთარი შემოსავლებიდან. თავი III კონტროლი და პასუხისმგებლობა მუხლი 7. კანონის შესრულების კონტროლი 1. დამსაქმებლის მიერ ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება კონტროლდება ზედამხედველი ორგანოს მიერ. 2. ზედამხედველი ორგანო დამსაქმებლის ზედამხედველობასა და კონტროლს განახორციელებს ამ კანონით, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი კონტროლისა და ზედამხედველობის წესების და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ გამოცემული აქტის შესაბამისად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამსახური უფლებამოსილია ნებისმიერ დროს წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეამოწმოს დამსაქმებელი. აღნიშნული ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია დამსაქმებლისგან გამოითხოვოს და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი წესით მიიღოს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა ამ კანონის აღსრულების კონტროლისათვის. მუხლი 8. პასუხისმგებლობის ზოგადი საფუძვლები 1. ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ზედამხედველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, მისი შევსებისა და წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 9. ადმინისტრაციული სახდელები ამ კანონის დარღვევისათვის 1. ამ თავით გათვალისწინებული ჩადენისათვის შეიძლება ადმინისტრაციული გამოყენებულ იქნეს სამართალდარღვევის შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები: ა) კალენდარული დამსაქმებლისათვის წლის განმავლობაში პირველ ჯერზე ზედამხედველი დარღვევის ორგანოს აღმოჩენის მიერ შემთხვევაში განისაზღვრება ჯარიმა თითოულ დასაქმებულზე, რომლის მიმართაც დამსაქმებელმა დააღვია ეს კანონი, 2000 ლარის ოდენობით. ბ) კალენდარული წლის განმავლობაში ზედამხედველი ორგანოს მიერ დამსაქმებლისათვის ამ კანონის დარღვევის განმეორებით აღმოჩენის შემთხვევაში ყოველ ჯერზე ჯარიმა თითოულ დასაქმებულზე, რომლის მიმართაც დამსაქმებელმა დააღვია ეს კანონი, განისაზღვრება 4000 ლარის ოდენობით. 2. ამ კანონით ჩადენისას გათვალისწინებული ზედამხედველი ორგანო ადმინისტრაციული გამოსცემს შესაბამის სამართალდარღვევის ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, რომელიც დაუყოვნებლივ გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მითითებული მხარისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის პირადად ჩაბარება ვერ ხერხდება, მოქმედებს შემდეგი წესი: ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მითითებულ მხარეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ეგზავნება ფოსტით რეგისტრაციის ადგილის/ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით; ბ) თუ სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი რეგისტრაციის ადგილის/ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით ვერ ჩაბარდა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი უბრუნდება მის გამგზავნს და მასზე კეთდება სათანადო აღნიშვნა; გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ სამართალდამრღვევის რეგისტრაციის/ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მისამართზე მყოფი შესაბამისი უფლებამოსილი პირი ფოსტით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებისას განმეორებით უარს განაცხადებს მის მიღებაზე; დ) ფოსტის მეშვეობით ადმინისტრაციული განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ზედამხედველი ორგანო სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ, ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას. 3. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება არ ათავისუფლებს პირს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისაგან. 4. დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს ზედამხედველი ორგანო დააკისრებს საურავს აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 5. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. თავი IV გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 10. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივნისის ბრძანებულება N351 მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ. მუხლი 11. გარდამავალი დებულებანი 1. მხოლოდ მინიმალურ ხელფასთან (შრომის ანაზღაურებასთან) დაკავშირებული სანქციების, ჯარიმებისა და სამართალდარღვევებისათვის გათვალისწინებული სხვა გადასახდელებისათვის კოდექსის საქართელოს მიზნებისათვის შრომის ადმინისტრაციულ ანაზღაურების სამართალდარღვევათა მინიმალური ოდენობა (მინიმალური ხელფასი) განისაზღვროს 40 ლარით. ამ პუნქტის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს. 2. ამ კანონის ძალაში შესვლიდან 5 კალენდარული წლის განმავლობაში ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდეს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე იმ პირების მიმართ, რომლებიც ამ კანონის ძალაში შესვლამდე არიან რეგისტრირებულნი. 3. დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიოტირებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს 2021 წლის 01 მარტამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. 4. დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიოტირებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს 2021 წლის 01 მარტამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. 5. დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს 2021 წლის 01 მარტამდე უზრუნველყოს მის მიერ გამოცემული ყველა ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. მუხლი 12. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუქნტისა, მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებისა ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-7, მე-8 და მე-9 მუხლები ძალაში შევიდეს 2021 წლის 01 მარტს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ ა)ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ამ დრომდე საქართველოში კერძო სექტორში დასაქმებულთა მინიმალური ხელფასი საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივნისის №351 ბრძანებულებით არის განსაზღვრული და შეადგენს 20 ლარს,რაც შეუსაბამოდ დაბალია. მართალია, პრაქტიკაში 20 ლარიანი ხელფასები თითქმის აღარ გვხვდება, მაგრამ ადამიანებს ჯერ კიდევ აქვთ შრომის ისეთი ანაზღაურება, რომელიც ოფიციალურ საარსებო მინიმუმსაც კი არ უტოლდება. 1999 წელს, მინიმალური ხელფასის აღნიშნული ზღვრის დადგენის შემდეგ, მისი ცვლილება არ მომხდარა სამომხმარებლო ფასების ცვლილების (ინფლაციის), ან/და ხელფასების ზრდის შესაბამისად. თუმცა ბოლო 20 წლის მანძილზე სამომხმარებლო ფასები 3-ჯერ გაიზრდა. საქართველოს ამჟამად მოქმედ კანონმდებლობაში მინიმალური ხელფასის მყარად დადგენილი განმარტება არ გვხდება. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის განსაზღვრებით კი, მინიმალურ ხელფასად ითვლება შრომის მინიმალური ანაზღაურება, რომელიც დასაქმებულს გადაუხადეს სამუშაოს განხორციელების ან მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, მოცემულ პერიოდში, დროის ან შესასრულებელი ამოცანების საფუძველზე; მინიმალური ხელფასის ოდენობის შემცირება დაუშვებელია შრომით ურთიერთობაში მონაწილე მხარეთა მიერ ხელშეკრულების საფუძველზე. იგი კანონით არის გარანტირებული და მისი მიზანია დასაქმებული პირის და მისი ოჯახის მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილება, ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით. დღეს, იმ ვითარებაში, როდესაც ფაქტობრივად არ არსებობს მინიმალური ხელფასის რეგულირება, დასაქმებულ ადამიანთა ნაწილს ხელი არ მიუწვდება შრომის ანაზღაურების იმ ოდენობაზე, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ნათლად ვლინდება ჩვენი ქვეყნისთვის საშიში ტენდენცია, როდესაც ღარიბთა რიცხვში აღმოჩდნენ არა მხოლოდ ე.წ. სოციალურად მოწყვლადი ფენების წარმომადგენლები (პენსიონერები, მრავალშვილიანი ოჯახები, უმუშევრები), არამედ დასაქმებულებიც. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს საშუალოდ 784 ათასი ადამიანი იღებდა ხელფასის სახით შემოსავალს, მათ შორის, დაახლოებით, 229 ათასი - თვეში 500 ლარს და ნაკლებს (მთლიანად ხელფასის მიმღებთა 29%). ამ პირთა საშუალო ხელფასი დაახლოებით 1 290 ლარია. ხელფასის ეს რაოდენობა ვერ უზრუნველყოფს ფიზიოლოგიური (შიმშილის პრობლემა, როდესაც პრიორიტეტი კვებაა, ისე რომ ყველა სხვა პრობლემა უკანა პლანზე გადადის), საშემოსავლო (როდესაც საკვები ენერგიის მიღების პრობლემა მეტნაკლებად მოგვარებულია და პრობლემა ხარისხია) და დეპრივაციული (როდესაც საკვები საკმარისია, თუმცა არასასურსათო საქონლისათვისა და მომსახურებისთვის პირს არ აქვს საკმარისი თანხა) სიღარიბის აღმოფხვრას. 2018 წლის მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა საქართველოს მოსახლეობის 20,1 %-ია; საქართველოში სიღარიბის პრობლემა განუყოფლად არის დაკავშირებული ერთი მხრივ უმუშევრობის დონესთან და მეორე მხრივ, დასაქმებულთა ხელფასებისა და ზოგადი მდგომარეობის უთანასწორობის საკმაოდ დიდ მაჩვენებელთან. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის მონაცემებით ჯინის კოეფიციენტი მთლიანი შემოსავლების მიხედვით 0.39-ია. არსებული უთანასწორობასკი ეკონომიკის ზრდის დაბალ მაჩვენებლამდე მივყავართ. სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი: Causes and Consequences of Income Inequality: A Global Perspective 2015 (შემოსავლების უთანასწორობის მიზეზები და შედეგები: გლობალური პერსპექტივა. 2015) პირდაპირ მიუთითებს შემოსავლების უთანასწორობის უარყოფით გავლენაზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის. მის მიხედვით, თუ შემოსავლებს შორის განსხვავება მოსახლეობის ყველაზე დაბალ შემოსავლიანი 20 %-სა და ყველაზე მაღალშემოსავლიან 20 % - ს შორის შემცირდებოდა დაბალშემოსავლიანების სასარგებლოდ 1 % - თაც კი, ეს გამოიწვევდა ეკონომიკის მინიმუმ 0.38 % ზრდას, ხოლო თუ მოხდებოდა პირიქით , ეს გამოიწვევდა ეკონმიკის ზრდის შემცირებას მინიმუმ 0.08 % - ით. (იხილეთ დანართი 2.) სხვა სოციალურ ფაქტორებთან ერთად მინიმალური ხელფასი პირდაპირ არის დაკავშირებული, დასაქმებულთა სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და დაბალშემოსავლიანი მშრომელების სიღარიბის რისკის შემცირებასთან. ამასთან საქართველოში საარსებო მინიმუმის ოფიციალური მაჩვენებელი არ შეესაბამება ადამიანის რეალური სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნილებების სტანდარტებს. სინამდვილეში საარსებო მინიმუმი გაცილებით მაღალია და ამჟამად დაახლოებით შეადგენს 375 ლარს (იხილეთ დანართი N1) შესაბამისად, გამოდის, რომ დღეს დასაქმებულთა დიდი ნაწილი რეალურ საარსებო მინიმუმზე დაბალ ანაზღაურებას იღებს. მინიმალური ხელფასი კი არათუ უნდა უტოლდებოდეს საარსებო მინიმუმს, არამედ აუცილებლად უნდა აღემატებოდეს მას. აქედან გამომდინარე,ზემოთაღნიშნული პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი აუცილებელი გზა არის კანონით მინიმალური ხელფასის იმ ოდენობით დადგენა, რაც ხელს შეუწყობს 2 ადამიანთა ხელფასების ზრდასა და დასაქმებულთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებულია ადამიანის უფლება ხელი მიუწვდებოდეს საარსებო მინიმუმზე. ამასთან, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველა ადამიანისათვის ისეთი პირობების შექმნა, რომ მან თავად მიაღწიოს მატერიალურ კეთილდღეობას. იმ ვალდებულებას და მიზანს, რასაც სოციალური სახელმწიფოს ჩამოყალიბება ჰქვია, სახელმწიფო ვერ შეასრულებს მინიმალური ხელფასის განსაზღვრის გარეშე. სწორედ ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია კანონის დონეზე დადგინდეს მინიმალური ხელფასის გამოთვლის წესი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: წარმოდგენილი კანონპროეტის მიზანია საქართველოში კანონით დადგინდეს მინიმალური ანაზღაურების ის ოდენობა, რომელიც იქნება გარანტი დასაქმებული პირის მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებისა, ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით. კანონპროექტის მიზანია მშრომელის დაცვა დაბალი და არასამართლიანი ანაზღაურებისგან, ასევე სიღარიბის დონის შემცირება, და დასაქმებულთა შემოსავლების გაზრდა რეალური საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრ უმეტეს ქვეყანაში მინიმალური ხელფასის ოდენობა დადგენილი და შეძლებისდაგვარად ადეკვატურია. ამათგან უამრავ ქვეყანაში ხელფასთან დაკავშირებული საკითხები კანონით რეგულირდება. მინიმალური ხელფასი განსხვავდება ქვეყნების მიხედვით,თუმცა იგი ყველა შემთხვევაში ემსახურება დასაქმებულთა ცხოვრების მინიმალური სოციალური სტანდარტისუზრუნველყოფას.შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაშიც საჭიროა მინიმალური ხელფასის განსაზღვრის წესი დადგინდეს კანონმდებლობით,რათა კანონით გარანტირებული იყოს დასაქმებულთათვის მინიმალური სოციალური სტანდარტი. ასევე აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება ხელს დამსაქმებელთა კონკურენციას ადამიანთა შრომის ექსპლუატაციის ხარჯზე. შეუშლის წარმოდგენილი კანონპროექტით რეგულირდება მინიმალური ხელფასის მაჩვენებლის პერიოდული გადახედვის წესი. ამასთან, ვინაიდან ამ დრომდე არ არსებობს მინიმალური ხელფასთან დაკავშირებით არსებული ვალდებულებების შესრულების კონტროლის მექანიზმი, აუცილებელია წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება, რადგან სწორედ აღნიშნული კანონპროექტით მტკიცდება კონკრეტული კონტროლის მექანიზმები. წინააღმდეგ შემთხვევაში მინიმალური 3 ხელფასის ცალკე განსაზღვრა კონტროლის მექანიზემიბის გარეშე იქნება ყოვველგვარ აზრს მოკლებული, ისევე როგორც დღევანდელობისათვისარარელევანტურია პრეზიდენტის 1999 წლის ბრძანებულება მინიმალური ხელფასის ოდენობის განსაზღვრის შესახებ. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: მინიმალური ხელფასის დადგენის გზით ბევრი ოჯახი დაძლევს უკიდურეს სიღარიბეს. მინიმალური ხელფასის დაწესება ხელს შეუწყობს სამუშაო ძალის კვლავწარმოებისათვის პირობების შექმნას. ხელფასის აღნიშნული მინიმალური ზღვარი იქნება ასევე მასტიმულირებელი დასაქმებულთათვის და გაზრდის მათ შრომის ეფექტიანობას. გაზრდილი მინიმალური ხელფასის გამო, დამსაქმებელი ეცდება უფრო ეფექტურად გამოიყენოს შრომითი რესურსი, რაც გახდის დასაქმებას მეტად სტაბილურს, შეამცირებს დასაქმებულთა გათავისუფლების მაჩვენებელს. სამუშაოს მაძიებელს გაუჩნდება მეტი მოტივაცია დათანხმდეს ბაზარზე შემოთავაზებულ სამუშაო ადგილს, რაც შეამცირებს უმუშევრობას. ხელფასების სახით გაზრდილი შემოსავლები, აუცილებლად გაზრდის მოთხოვნას სამომხმარებლო საქონელზე. მოთხოვნის გაზრდა კი, თავისმხრივ გამოიწვევს ეკონომიკის სტიმულირებასა და ზრდას ქვეყანაში, რაც არის ერთ-ერთი საფუძველი ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა. უმნიშვნელოვანესია ასევე, რომ ახალი მინიმალური ხელფასის შემოღება მნიშვნელოვნად გაზრდის ქალების ხელფასის დონეს და შეამცირებს განსხვავებას ქალისა და კაცის შრომის ანაზღაურებაში. მინიმალური ხელფასის შემოღებით განისაზღვრება მინიმალური ხელფასის უფრო მაღალი ქვედა ზღვარი, რომელიც უდავოდ გაზრდის დაბალანაზღაურებად დარგებში მომუშავე ქალების შემოსავალს (განათლება, ჯანდაცვა სოციალური მუშაობა და სერვისის სფერო). ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით საქართველოში პირველად იქმნება საქართველოს კანონი „მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“, რომელიც დაადგენს მინიმალური ხელფასის გამოთვლის და განსაზღვრის წესს. კანონპროექტის შესაბამისად მინიმალური ხელფასის ოდენობას ყოველწლიურად განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. შესაბამისად მინიმალური ხელფასის ოდენობა ყოველწლიურად გადაიხედება. კანონი ადგენს მინიმალური ხელფასის გამოთვლის პრინციპს, რომლის მიხედვითაც, მინიმალური ხელფასად არ შეიძლება განისაზღვროს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წინა წლის მე-3 კვარტალში დადგენილი საშუალო ანაზღაურების 45%- ზე ნაკლები. 4 აღნიშნული წესების დაცვით, საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად განსაზღვრავს მინიმალური ხელფასის ოდენობას. კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა დაადგენს როგორც ყოველთვიურ ანაზღაურებას იმ პირებისათვის ვინც სრულ განაკვეთზე არიან დასაქმებულნი, ასევე საათობრივ ანაზღაურებას იმ პირებისათვის, ვინც არ არიან სრულ განაკვეთზე დასაქმებულნი. ეს კანონი გავრცელდება საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ შრომით ურთიერთობასა და მის სუბიექტებზე, თუ კანონით სხვანაირად არ არის გათვალისწინებული. ამასთანკანონპროექტის შესაბამისად ეს კანონი არ გავრცელდება იმ პირებზე, რომელთა ხელფასის ოდენობაც რეგულირდება საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონით ან სხვა კანონმდებლობით და არ ვრცელდება ასევე იმ პირებზე, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად მინიჭებული აქვთ მცირე ბიზესის სტატუსი. წარმოდგენილი კანონპროექტი იმპერატიულად აკრძალავს შესაძლებლობას ინდივიდუალური ან კოლექტიური ხელშეკრულებით ურთიერთობის მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ უფრო დაბალ ანაზღაურებაზე, ვიდრე იქნება მინიმალური ხელფასი. კანონპროექტით განსაზღვრულია ზედამხედველი ორგანო. რომელიც უზრუნველყოფს დამსაქმებელთა კონტროლს. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მაკონტროლებელ ორგანოს ექნება კონკრეტული სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების უფლებამოსილება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის ამოქმედებას გამოქვეყნებისთანავე, თუმცა კანონის ის მუხლები, რომლებიც კონტროლისა და სანქცირების ოდენობასა და წესებს განსაზღვრავენ, ამოქმედდება მიღებიდან ისეთი გონივრული პერიოდის შემდეგ, რომელიც საკმარისია, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო დამსაქმებლების მომზადებისთვის კანონის ჯეროვნად აღსასრულებლად. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) წარმოდგენილი კანონპროექტის ინიციატორები არ ითხოვენ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. 5 ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებას თანდაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო არის დამსაქმებელთა საკუთარი შემოსავლები და სახელმწიფოს შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან გაიზრდება გარკვეული ნაწილი დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება და შესაბამისად გაიზრდება საშემოსავლო გადასახადის ოდენობა, რომელიც დამსაქმებელმა უნდა გადაიხადოს დასაქმებულის სახელზე სახელმწიფო ბიუჯეტში. ბიუჯეტში საშემოსავლო ნაზრდი საბაზისო წელთან გაიზრდება ყოველწლიურად. ამასთან კანონპროექტით დგინდება სანქციები, რომელიც შესაძლოა დაეკისროს დამსაქმებელს კანონის დარღვევის შემთხვევაში. რაც ასევე გარკვეულწილად გაზრდის ბიუჯეტის შემოსავალს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის გავლენა სახელმწიფოზე იმ დაშვებით, რომ ყოველწლიურად საშუალო ხელფასი გაიზრდება საშუალოდ 7.5 %-ით, იქნება შემდეგი სახის: 2021 წლისთვის სახელმწიფო ნაერთ ბიუჯეტში საშემოსავლოს ნაზრდი საბაზისო წელთან იქნება 123 მილიონი ლარი, ხოლო ბიუჯეტის ხარჯების ნაზრდი საბაზისო წელთან იქნება 170 მილიონი ლარი. 139 მილიონი ლარით განისაზღვრება სახელმწიფო შემოსავლების ნაზრდი საბაზისო წელთან შედარებით 2022 წელს, ხოლო საბიუჯეტო ხარჯები საბაზისო წელთან შედარებით გაიზრდება 199 მილიონი ლარით. 2023 წლისთვის საბიუჯეტო შემოსავლები გაიზრდება 159 მილიონით, ხოლო ხარჯები 230 მილიონი ლარით. კანონპროექტი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა შრომის ანაზღაურებაც განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით და ასევე სხვა პირებზე (რომელთა ჩამონათვალი მოცემულია კანონპროექტში). ისინი, მიუხედავად იმისა, რომ არ ექცევიან ამ კანონის მოქმედების სფეროში, არ არიან გამორიცხული გამოთვლებიდან, ვინაიდან არ არსებობს ისეთი რაოდენობრივი მონაცემები, რომელიც განასხვავებდა იმ დასაქმებულების რაოდენობას, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასს და რომელთაც ეხებათ აღნიშნული კანონპროექტი, იმ პირებისაგან ვისაც არ ეხებათ (თუმცა ისინიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ კუთვნილ ანაზღაურებას). აქვე გასათვალისწინებელია, რომ იმ პირების რაოდენობა და მათი ხელფასების ოდენობა, 6 რომელთაც არ ეხებათ მოცემული კანონპროექტი და აქვთ ამ კანონპროექტით გათვალისწინებულ მინიმალური ხელფასსზე უფრო დაბალი შრომის ანაზრაურება არის მცირე, შესაბამისად მათი გამორიცხვა გამოთვლებიდან საერთო მონაცემებზე უმნიშვნელოდ აისახება. ამასთან გამოთვლებში ვერ იქნებიან გათვალისწინებულნი (გამორიცხული) ის პირები, რომლებიც არ არიან დასაქმებული სრული განაკვეთით და რომლებიც იღებენ მინიმალური ხელფასის ექვივალენტურ ანაზრაურებას საათობრივად, მაგრამ სრულ განაკვეთზე დასაქმებულ პირებზე ნაკლებ ანაზღაურებას თვიურად, ვინაიდან არასრულ განაკვეთზე დასაქმებულ პირთა რაოდენობირვი მონაცემები და მათი სამუშაო დროის შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია. კერძო სექტორში კი ძირითადად არ ხდება დასაქმებულთა სამუშაო საათების სრული და ობიექტური აღრიცხვა. აღნიშნული არ გამოიწვევს ზედამხედველი ორგანოსთვის ხარჯების გაზრდას. ვინაიდან კანონპროექტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება არ საჭიროებს დამატებითი ადამიანური რესურსისა და სხვა ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოსთვის ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა. კანონპროექტს პირდაპირი ფინანსური გავლენა ექნება იმ დასაქმებულებზე, რომლებიც ამჟამად იღებენ უფრო ნაკლებს ვიდრე ამ კანონპროექტით გათვალისწინებული მინიმალური ხელფასის ოდენობაა. შესაბამისად, გაიზრდება ასეთ დასაქმებულთა ხელფასი (შემოსავალი) . კანონპროექტს ასევე ექნება პირდაპირი გავლენა დამსაქმებელთა იმ ნაწილზე, რომელებიც ამჟამად დასაქმებულებს უხდიან იმაზე ნაკლებ ხელფასს, ვიდრე ეს გათვალისწინებულია კანონპროექტით. აქედან გამომდინარე გაიზრდება მათი ხარჯი. აღნიშნულ კანონპროექტს პირდაპირი ფინანსური გავლენა ექნება დამსაქმებლებზე, ვინაიდან კანონპროექტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ზედამხედველმა ორგანომ დამსაქმებელს შესაძლოა დააკისროს ადმინისტრაციული სახდელები 2000 და 4000 ლარის ოდენობით. 7 ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით დგინდება სანქციები, რომელიც შესაძლოა დაეკისროს დამსაქმებელს კანონის დარღვევის შემთხვევაში. კერძოდ: კალენდარული წლის განმავლობაში ზედამხედველი ორგანოს მიერ დამსაქმებლისათვის პირველ ჯერზე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში განისაზღვრება ჯარიმა თითოულ დასაქმებულზე, რომლის მიმართაც დამსაქმებელმა დააღვია ეს კანონი, 2000 ლარის ოდენობით. ხოლო კალენდარული წლის განმავლობაში ზედამხედველი ორგანოს მიერ დამსაქმებლისათვის ამ კანონის დარღვევის განმეორებით აღმოჩენის შემთხვევაში ყოველ ჯერზე ჯარიმა თითოულ დასაქმებულზე, რომლის მიმართაც დამსაქმებელმა დააღვია ეს კანონი, განისაზღვრება 4000 ლარის ოდენობით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს და არც ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.კანონპროექტის საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას. ორმხრივ და მომზადება არ მრავალმხრივ უკავშირდება გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს (კანონპროექტი სამართლებრივი აქტიდან). არ გამომდინარეობს ევროკავშირის ასეთი დ)კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: 8 დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრი; არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ერთობა 2013. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის / დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი შეფასება არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ჩვენ მიერ განხილულ ქვეყნებში (ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, ესტონეთი, ესპანეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, სერბეთი, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, ხორვატია, თურქეთი, აშშ) მინიმალური ხელფასის საკანონმდებლო რეგულირების ფორმები განსხვავებულია, კერძოდ: „მინიმალური ხელფასის შესახებ“ (Minimum Wages Act) კანონით რეგულირდება გერმანიაში1,სლოვენიაში, ირლანდიაში, ნიდერლანდებსა და ხორვატიაში; „შრომის ანაზღაურების შესახებ“ (Wages Act) კანონით დიდ ბრიტანეთში და შრომითი ხელშეკრულების შესახებ (Employment Contracts Act) კანონითესტონეთში2; შრომის კოდექსით (Labor Code) - ჩეხეთში, ლიეტუვასადა ლუქსემბურგში; შრომის კანონით (Labor Law) - თურქეთში, მონტენეგროსა და სერბეთში; მთავრობის დადგენილებით (Ministries Decree) ალბანეთში (მინისტრთა საბჭო),საფრანგეთში,ლატვიაში, მალტაში, უნგრეთში,ბულგარეთში (მინისტრთა საბჭო), პოლონეთში, პორტუგალიაში, სლოვაკეთსა და რუმინეთში (სოციალური პარტნიორების რეკომენდაციის საფუძველზე); კოლექტიური შეთანხმებით (Collective Agreement) - საბერძნეთში,ბელგიასა და ესპანეთში (ბელგიასა და ესპანეთში კოლექტიური შეთანხმებადამტკიცებულია,ასევე, სამეფო დეკრეტით (Royal Decree); „სამართლიანი შრომის სტანდარტების შესახებ“ კანონით (Fair Labor Standarts Act) - აშშ-ში (ფედერალური კანონი; შტატებს უფლება აქვთ დააწესონ მინიმალური ხელფასის 1 გერმანიაში მინიმალური ხელფასის შესახებ კანონი 2014 წელს მიიღეს, ძალაშია 2015 წლის 1 იანვრიდან. ესტონეთში2008 წელსშრომითი ხელშეკრულების შესახებ (Employment Contracts Act) კანონით 2 ჩანაცვლდა შრომის ანაზღაურების შესახებ კანონი(Wages Act), რომელიც 1994 წლიდან არეგულირებდა მინიმალური ხელფასის შესახებ საკითხებს. 9 განსხვავებული ოდენობისა). ოდენობა, მაგრამ არანაკლებ ფედერალური კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასისმაჩვენებლის განახლება, ძირითადად, ხდება: - - ყოველწლიურად, როგორც წესი, 1 იანვრისთვის (ბელგია, ესპანეთი, ლატვია, ლიეტუვა, მალტა, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, სერბეთი, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ჩეხეთი, ხორვატია); წელიწადში ორჯერ - იანვარსა და ივნისის თვეებისთვის (გერმანია, მონტენეგრო, ნიდერლანდები), ან მხოლოდ საჭიროებისამებრ - ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილების გათვალისწინებით (ლუქსემბურგი, უნგრეთი, ალბანეთი, აშშ). ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი, ბექა ნაცვლიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი ლომია, ირმა ინაშვილი, ადა მარშანია, გია ჟორჟოლიანი, ემზარ კვიციანი, მირიან წიკლაური, ეკა ბესელია, კობა ნარჩემაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, ნატო ჩხეიძე, ბიძინა გეგიძე, გედევან ფოფხაძე, დავით ჭიჭინაძე, გელა მიქაძე, ლევან გოგიჩაიშვილი 10