„მაღალი თანამდებობის პირების მიერ საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ შესაძლო ანტიკონსტიტუციური შეთქმულებისა და საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დარღვევის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.11.2019
ავტორი
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“
ნომერი
#07-3/417/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-11
ბიუროს ნომერი 304

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება პროექტი მაღალი თანამდებობის პირების მიერ საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ შესაძლო ანტიკონსტიტუციური შეთქმულებისა და საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დარღვევის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ტვ „პირველის“ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა. კერძოდ, მეუფეს განცხადებით იგეგმებოდა პატრიარქის ლიკვიდაციისა და მისი საპატრიარქო ტახტიდან გადაყენების საკითხი. აღსანიშნავია, რომ მსგავს შეხვედრებს ხელისუფლების მაღალჩინოსნები სხვა სასულიერო პირებთანაც მართავდნენ. საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის მიხედვით „სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან.“ ხოლო საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ.“ მეუფე იაკობის ხსენებულ საჯარო განცხადებაში მოყვანილი ფაქტები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას, ხოლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი/პროკურორი ვალდებულია დაიწყოს გამოძიება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში. დანაშაულის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებმა შესაძლოა მიიღონ ზეპირი, წერილობითი შეტყობინებით ან სხვაგვარი საშუალებებით. სხვაგვარი საშუალებები შეიძლება იყოს: • ინტერნეტში გავრცელებული მასალა • სატელეფონო შეტყობინება • მასმედიაში გავრცელებული მასალა • დანაშაულის ფაქტზე წასწრება • პირის აღიარებით განცხადება საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 1 ნოემბერს გააკეთა განცხადება სადაც აღნიშნა, რომ მეუფე იაკობმა თავისი განცხადება, „პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციის ნაწილში“, მეორე დღესვე უარყო და განმარტა რომ „თუ განმცხადებელი, გამოძიების დაწყებამდე, თავადვე უარყოფს მის მიერ გავრცელებულ ფაქტებს, სამართალდამცავი ორგანოები ვერ შეაფასებენ ამგვარ უარყოფილ ინფორმაციას, როგორც დანაშაულის ნიშნების შემცველს. პირთა პოლიტიკური შეხედულებები, მოსაზრებები, ეჭვები, სურვილები თუ სხვა რაიმე შეფასებითი ხასიათის გამონათქვამები სცილდება სამართლებრივი სივრცის ფარგლებს“ პროკურატურის განმარტებით განცხადების მეორე ნაწილი, რომელიც ეხებოდა პატრიარქის საპატრიარქო ტახტიდან გადაყენების საკითხს, „ამ ნაწილშიც მეუფე იაკობის განცხადებები არაერთ უზუსტობასა თუ წინააღმდეგობრივ დებულებებს შეიცავს. მეუფე იაკობის მიერ შეხვედრაზე დამსწრეთა შორის დასახელებულმა პირებმა, (როგორც სასულიერო, ისე საერო პირმა) საჯაროდ კატეგორიულად უარყვეს არა თუ პატრიარქის გადაყენების საკითხის განხილვა რაიმე შეხვედრაზე, არამედ თავად ამგვარი შეხვედრაც კი“ საგულისხმოა, რომ წმინდა სინოდმა 2019 წლის 31 ოქტომბერის სხდომის ოქმში განაჩინა შემდეგი: „წმინდა სინოდმა განიხილა მთავარეპისკოპოს იაკობის (იაკობაშვილი) მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები. მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გამოხატა სინანული თავისი არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო.“ განჩინების ხსენებული ნაწილი არ ადასტურებს პროკურატურის, მიერ განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს იმის შესახებ რომ მეუფე იაკობმა უარყო მის მიერ გაკეთებული განცხადების შინაარსი. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პროკურატურამ საკითხზე, რომელიც შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს და თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, არ დაიწყო გამოძიება, შესაბამისად აუცილებელია შეიქმნას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, უნდა გამოიძიოს და დაადგინოს შემდეგი საკითხები:  შეისწავლოს საქართველოს არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მონაწილეობა პატრიარქის გადაყენების განზრახვაში;  საქართველო პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის და სხვა თანამდებობის პირების შესაძლო მონაწილეობა ხსენებულ პროცესის მომზადებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის 61-ე და 62-ე მუხლების შესაბამისად, მიზანშეწონილია, შეიქმნას მაღალი თანამდებობის პირების მიერ საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ შესაძლო ანტიკონსტიტუციური შეთქმულების, კანონსაწინააღმდეგო ქმედების და საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დარღვევის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. წინამდებარე დადგენილებაში მითითებული სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით შეიქმნას საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. 2. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადად განისაზღვროს 3 თვე. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი მაღალი თანამდებობის პირების მიერ საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ შესაძლო ანტიკონსტიტუციური შეთქმულებისა და საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დარღვევის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ტვ „პირველის“ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა. კერძოდ, მეუფეს განცხადებით იგეგმებოდა პატრიარქის ლიკვიდაციისა და მისი საპატრიარქო ტახტიდან გადაყენების საკითხი. აღსანიშნავია, რომ მსგავს შეხვედრებს ხელისუფლების მაღალჩინოსნები სხვა სასულიერო პირებთანაც მართავდნენ. საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის მიხედვით „სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან.“ ხოლო საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ.“ მეუფე იაკობის ხსენებულ საჯარო განცხადებაში მოყვანილი ფაქტები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას, ხოლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი/პროკურორი ვალდებულია დაიწყოს გამოძიება. პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, უნდა გამოიძიოს და დაადგინოს შემდეგი საკითხები:  შეისწავლოს საქართველოს არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მონაწილეობა პატრიარქის გადაყენების განზრახვაში;  საქართველო პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის და სხვა თანამდებობის პირების შესაძლო მონაწილეობა ხსენებულ პროცესის მომზადებაში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების პროექტის მიღების აუცილებლობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 61-ე მუხლის მიხედვით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტებს, რაც სახელმწიფოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს აზიანებს. შესაბამისად, როდესაც პარლამენტარებს და საზოგადოებას აქვს ინფორმაცია სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ, დროებითი საგამოძიებო კომისია წარმოადგენს დამატებით ბერკეტს გამოაშკარავებული და სათანადოდ რეაგირებული იყოს სახელმწიფოს წარმომადგენლების მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი, უკანონო ქმედებები. .ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები პარლამენტში შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 3 თვის განმავლობაში საქმის შესწავლის ფარგლებში საჯაროდ გამოკითხავს საქმესთან დაკავშირებულ პირებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და გამოაქვეყნებს შესაბამის დასკვნას. ა. გ ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი ზემოთ აღნიშნული სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით იქმნება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის უფლებამოსილების ვადად განსაზღვრულია 3 თვე. ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ დადგენილების პროექტის მიმართებაში. ა.ე) დადგემილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; საკითხსის აქტუალურობიდან გამომდინარე დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღად შერჩეულ იქნა მისი მიღების თარიღი. ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ დადგენილების პროექტის მიმართებაში. ბ ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) დადგენილების დაფინანსების წყარო; პროექტის მიღებასთან დაკავშირებით საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობისთვის საჭირო განხორციელდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან. აუცილებელი ხარჯის ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. დადგენილების პროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ხარჯების დაფინანსება ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დროებით საგამოძიებო კომისიას შეუძლია კონკრეტული საკითხის მომზადების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფი კომისიის წევრებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით, აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობისთვის საჭირო თანხის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ხაზინადართა საბჭო და შესაბამისი ხარჯების დაფინანსება მოხდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; დადგენილების პროექტი არ იწვევს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; დადგენილების პროექტი არ არის ფინანსური შედეგების მომტანი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; დადგენილების პროექტით არ ხდება დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის ცვლილება ან და ოდენობის განსაზღვრის პრინციპის ცვლილება. გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: დადგენილების პროექტი მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი. დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დადგენილების პროექტის შემუშავებაში. დადგენილების პროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ ასეთი არ არის დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება დადგენილების პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე ) დადგენილების პროექტის ავტორი ავტორი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ვ ) დადგენილების პროექტის ინიციატორი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“