საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“-ს (მარიამ ჯორჯაძე) მიერ წარმოდგენილი 1200 მოქალაქის ხელმოწერილი „ბიოწარმოების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი უნდა იყოს“ (№1-19631/19; 23/10/2019) პეტიციის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-11
ბიუროს ნომერი 304
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
2-19744/19
07-11-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასკვნა
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“-ს (მარიამ ჯორჯაძე) მიერ წარმოდგენილი
1200 მოქალაქის მიერ ხელმოწერილ პეტიციაზე - „ბიოწარმოების ხელშეწყობა
საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი უნდა იყოს“ (№1-19631/19; 23.10.2019)
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე განიხილა
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“-ს (მარიამ ჯორჯაძე) მიერ წარმოდგენილი
პეტიცია - „ბიოწარმოების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი უნდა იყოს“
(№1-19631/19; 23.10.2019).
წარმოდგენილი პეტიციის თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრომ 2019 წლის 30 აგვისტოს საზოგადოებას წარუდგინა „საქართველოს
სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021-2027“ და „2021-2023 წლების
სამოქმედო გეგმა“. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტების გამოქვეყნებამდე
გაკეთებული იყო განცხადებები ბიოწარმოების ხელშეწყობის თაობაზე, სტრატეგიის
დოკუმენტში სახელმწიფოს პრიორიტეტად არ არის განსაზღვრული ბიო/ორგანული
წარმოების განვითარება, ხოლო სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებს ამ მიმართულებით
ხელშემწყობ პროგრამებს.
პეტიციაში აღნიშნულია, რომ ბიოწარმოება ხელს უწყობს გარემოს დაცვას და მდგრად
განვითარებას, ეკოსისტემის შენარჩუნებას და ადამიანის კეთილდღეობას. ბიოპროდუქტებზე
მოთხოვნა მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება და მას დიდი მნიშვნელობა აქვს
მაღალშემოსავლიანი ტურიზმის განვითარებისთვის. ამასთან, საქართველოს მთაგორიანი
ლანდშაფტი და მიწების ფრაგმენტაცია არ იძლევა იაფი, მაგრამ მაღალმოსავლიანი
პროდუქტების წარმოების შესაძლებლობას, რაც უზრუნველყოფდა მსოფლიო ბაზარზე
კონკურენტუნარიანობას, თუმცა შესაძლებელია მაღალი ხარისხის და მრავალფეროვანი
პროდუქციის წარმოება.
ბიოწარმოების განვითარება სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის გარეშე რთულია,
ვინაიდან მოითხოვს წარმოების სისტემის შეცვლას და სერტიფიცირების პროცესის გავლას,
რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, სათანადო მასტიმულირებელი
მექანიზმების არ არსებობის პირობებში ბიოწარმოების განვითარება ნელი ტემპით
მიმდინარეობს.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
პეტიციის
მოთხოვნას
წარმოადგენს:
ბიოწარმოების განვითარება „საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების
სტრატეგია 2021-2027“-ით გამოცხადდეს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად; 20212023 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ იქნეს ბიო/ორგანული წარმოების
ხელშემწყობი კომპონენტები შესაბამისი ბიუჯეტით; წახალისდეს ბიოწარმოება სახელმწიფოს
მიერ დაფინანსებული პროგრამებით („დანერგე მომავალი“ სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის
პროგრამა და სხვა); დადგინდეს საგადასახადო შეღავათები; ფიტოსანიტარული პროგრამების
ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭოს ბიოპრეპარატების გამოყენებას.
სხდომაზე კომიტეტის წევრების მიერ გამოითქვა მოსაზრებები პეტიციასთან
დაკავშირებით და ერთხმად აღინიშნა, რომ სახელმწიფომ მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს
ხელი საქართველოში ბიოწარმოების განვითარებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ პეტიციის
მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს მიერ შემუშავებულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში შესაბამისი
ცვლილებების ასახვა, კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის
მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება:
პეტიცია - „ბიოწარმოების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი უნდა
იყოს“, განსახილველად გადაეგზავნოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს.
სამინისტრომ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ 1 თვის ვადაში აცნობოს პეტიციის
ავტორს და კომიტეტს. ეს ვადა, კომიტეტის თანხმობით, შეიძლება გაგრძელდეს 1 თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ოთარი დანელია