საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (№07-3/344; 10/05/2019) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ.
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-13
ბიუროს ნომერი 305
📜 ტექსტი
წერილი
განათლების, მეცნიერებისა და
კულტურის კომიტეტი
2-20017/19
11-11-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
კომიტეტში შემოვიდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარის, ქალბატონი სოფიო ქაცარავას წერილი (2-19930/19 11.11.2019), რომლითაც
ავტორი ითხოვს საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი
კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონის პროექტის ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე (07-3/344; 10.05.2919) განხილვის გადავადებას 1 თვის ვადით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე
გთხოვთ სავალდებულო და წამყვან კომიტეტებს კანონპროექტის განხილვის ვადა
გაუგრძელოთ 1 თვის ვადით.
დანართი: 1 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მარიამ ჯაში
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-19930/19
11-11-2019
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს
საქართველოს კანონის პროექტი: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე
(07-3/344;10.05.2019)
განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 15 ოქტომბრის (N294/6)
გადაწყვეტილებით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს (სავალდებულო კომიტეტი) მ/წ 15
ნოემბრამდე დაევალა პარლამენტის წევრის სერგი კაპანაძისა და მიერ წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე (07-3/344;10.05.2019) განხილვა და დასკვნის განათლების,
მეცნიერებისა და კულტურის (წამყვანი) კომიტეტისათვის წარდგენა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გთხოვთ, მიიღოთ
გადაწყვეტილება კანონპროექტის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ და
განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი თვის ვადით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო ქაცარავა
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge