საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის სამოქმედო გეგმის 6 თვის შესრულების შესახებ გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.11.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-20050/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-13
ბიუროს ნომერი 305

📜 ტექსტი

დასკვნა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-20050/19 11-11-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის სამოქმედო გეგმის 6 თვის შესრულების შესახებ გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშის თაობაზე ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე, 2019 წლის 30 სექტემბერს, მოუსმინეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ხატია წილოსანს, რომელმაც წარმოადგინა გარემოს დაცვის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის სამოქმედო გეგმის 6 თვის შესრულების შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში, გარემოს დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას. გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების მიმართულებით თანამშრომლობის სფეროები და შესასრულებელი ვალდებულებები გათვალისწინებულია თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge როგორც ასოცირების შეთანხმების სექტორული თანამშრომლობის ნაწილით, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებით. ასოცირების შეთანხმებაში საუბარია თანამშრობლობის გაძლიერებაზე გარემოს დაცვის ისეთ სფეროებში როგორიცაა: გარემოსდაცვითი მმართველობა და ჰორიზონტალური საკითხები, ჰაერის ხარისხი, წყლის ხარისხი და წყლის რესურსების მართვა, ნარჩენების მართვა, ბუნების დაცვა, ქიმიური ნივთიერებების მართვა და კლიმატთან დაკავშირებული ქმედებები. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს თევზჭერის საკითხების რეგულირებას. საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში დანერგილია თევზჭერის ელექტრონული მონიტორინგის სისტემა, ხოლო მისი პარამეტრების შესაბამისობა ევროპის სტანდარტებთან უზრუნველყოფილი იქნება ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM-ის) ტექნიკური დახმარების საფუძველზე. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოს გაწევრიანდეს ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალურ კომისიაში (GFCM). DCFTA-ის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს სატყეო მმართველობა. ტყის დაცვისა და ტყის რესურსების მდგრადად გამოყენების, ასევე უკანონო აქტივობების წინააღმდეგ ბრძოლის უზრუნველსაყოფად სამინისტრო ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას. საქართველოს პარლამენტში ინიცირებული და განხილვის პროცესშია საქართველოს ,,ტყის კოდექსი“. გარდა ამისა, შემუშავებულია "ტყით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ", "ტყის აღრიცხვისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ" და "ტყის დაცვის, მოვლის და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტების პირველადი სამუშაო ვერსიები, რომელთა გადამუშავება ტყის კოდექსის კანონპროექტის სამუშაო ვერსიასთან შესაბამისობაში მოსაყვანად დაიწყება კოდექსის პარლამენტის მიერ მიღების შემდეგ. სამინისტრო აქტიურად მუშაობს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით. კერძოდ, მიმდინარეობს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის შემუშავება, ეკონომიკის სექტორებისთვის გადაითვალა „სათბურის გაზების“ ემისიის არსებული მოცულობა და განხორციელდა ემისიის პროგნოზირება 2030 წლისთვის. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) პროექტის “აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესაძლებლობების განვითარება კლიმატის ცვლილების სფეროში ევროკავშირის მიერ დასახულ მაჩვენებლებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით“ ფარგლებში, მიმდინარეობს „კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმის 2021-2030“ სამუშაო ვერსიის შემუშავება, ამ დროისთვის მომზადებულია სამოქმედო გეგმის „გზამკვლევი“. ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ მნიშვნელოვან საკანონმდებლო დაახლოება გარემოს დაცვის სფეროში. ვალდებულებას წარმოადგენს ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 ეროვნული სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს წყლის პოლიტიკის სფეროში საზოგადოებრივი მოქმედებისათვის ჩარჩოს შემუშავების შესახებ 2000/60/EC, წყალდიდობის რისკების შეფასებისა და მართვის შესახებ 2007/60/EC, სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ნიტრატების დაბინძურებისაგან წყლების დაცვის შესახებ 91/676/EEC, ურბანული ჩამდინარე წყლის გაწმენდის შესახებ 91/271/EEC და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი წყლის ხარისხის შესახებ 98/83/EC ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დირექტივებთან ჰარმონიზაციას. ზემოხსენებულ დირექტივებთან ჰარმონიზაციის მიზნით შემუშავებულია ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის ინიცირება პარლამენტში დაგეგმილია 2019 წლის საშემოდგომო სესიაზე. კანონპროექტის მიზანია წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრინციპების შესაბამისად და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის, შიდა ზედაპირული წყლების, გარდამავალი წყლების, სანაპირო წყლების და მიწისქვეშა წყლების დაცვისა და მდგრადი გამოყენებისთვის ძირითადი საფუძვლების ჩამოყალიბება. ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების დაცვა. ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულია გარეული ფრინველების კონსერვაციის შესახებ 2009/147/EC და ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის კონსერვაციის შესახებ 92/43/EC ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივების შესრულება. მომზადებულია კანონის პროექტი ,,ბიომრავალფეროვნების შესახებ“, რომელიც სრულიად ახლებურად არეგულირებს ამ სფეროს. ასოცირების შეთანხმებით საქართველოს ასევე აღებული აქვს ვალდებულება შეასრულოს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2010/75/EU დირექტივა სამრეწველო ემისიების შესახებ, რომლის შესაბამისადაც მომზადებულია ,,სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. რომლის ინიცირება პარლამენტში დაგეგმილია 2019 წლის საშემოდგომო სესიაზე. კანონპროექტის მიზანია სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში ემისიების პრევენცია, შემცირება და კონტროლი, ასევე ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია. ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს საკანონმდებლო დაახლოებას 2004/35/EC დირექტივასთან გარემოსდაცვითი პასუხისგებლობის შესახებ, რომელიც შეეხება გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენციასა და დაზიანებული გარემოს აღდგენას. მომზადებულია კანონის პროექტი ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“, რომლითაც ჩამოყალიბდება სწორი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემა, რაც ქვეყანაში ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი გარემოსდაცითი მმართველობის შექმნის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს. ყოველივე ზემოხსენებულიდან რეკომენდაციები:   გამომდინარე, კომიტეტმა შეიმუშავა შემდეგი წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2018 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ზოგიერთი აქტივობის შესრულება, ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოხერხდა. აუცილებელია ჰარმონიზაციის პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვა, რათა დროულად მოხდეს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება. მიზანშეწონილია, რომ გარემოსდაცვით საკითხებზე აქტიურად მოხდეს საზოგადოების ჩართვა და მათი ინტერესების გათვალისწინება.  საკითხის მასშტაბურობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან ერთად გაიმართოს საკომიტეტო მოსმენა, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პრაქტიკაში განხორციელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა