2019 წლის 13-17 ოქტომბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 141-ე ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციის (გიორგი ვოლსკი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გივი მიქანაძე - პარლამენტის აპარატის უფროსი) მივლინების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-13
ბიუროს ნომერი 305
📜 ტექსტი
წერილი
2-20052/19
11-11-2019
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
როგორც თქვენთვის ცნობილია, ა.წ. 13-17 ოქტომბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში,
გაიმართა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 141-ე ასამბლეა. გიგზავნით
აღნიშნულ ვიზიტში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის მივლინების ანგარიშს.
დანართი: 2 ფურცელი.
პატივისცემით,
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
დეპარტამენტის უფროსი
თამარ ყოლბაია
ანგარიში
მივლინების ანგარიში
მივლინების ადგილი
მივლინების თარიღი
მივლინების მიზანი
ღონისძიების თემა
დელეგაციის
შემადგენლობა
აქტივობები
ბელგრადი, სერბეთი
13-17 ოქტომბერი
მონაწილეობა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 141-ე ასამბლეაში
საერთაშორისო სამართლის გაძლიერება: საპარლამენტო როლი, მექანიზმები და
რეგიონული თანამშრომლობის კონტრიბუცია
გიორგი ვოლსკი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
გივი მიქანაძე - პარლამენტის აპარატის უფროსი;
ირაკლი ბროკიშვილი - საპარლამენტთაშორისო კავშირში მუდმივმოქმედი
საპარლამენტო დელეგაციის მდივანი;
2018
წლის
13-17
ოქტომბერს
ბელგრადში,
სერბეთში
გაიმართა
საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 138-ე ასამბლეა, რომლის მუშაობაშიც
მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ,
პარლამენტის
თავმჯდომარის
მოადგილის,
გიორგი
ვოლსკის
ხელმძღვანელობით. ღონისძიებაში 140-მდე ქვეყნის 700-მდე პარლამენტის წევრი,
მათ შორის 80-მდე პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობდა. საერთაშორისო
სამართლის გაძლიერება: საპარლამენტო როლი, მექანიზმები და რეგიონული
თანამშრომლობის კონტრიბუცია, ამ თემაზე გენერალური დებატები 4 დღის
განმავლობაში მიმდინარეობდა.
ორმხრივი შეხვედრები
ასამბლეის მსვლელობის პარალელურად, საქართველოს საპარლამენტო
დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა, მათ შორის, სერბეთის
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟარკო
ობრადოვიჩთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან
დუბრავკა ფილიპოვსკისთან. შეხვედრაზე სერბეთსა და საქართველოს შორის
ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ასევე
როგორც რეგიონში მიმდინარე ასევე, საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებს.
ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების
კომიტეტის თავმჯდომარესთან, სერგეი რახმავნოვთან შეხვედრაზე, საუბარი
შეეხო ინოვაციური და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის
პერსპექტივებს, სხვადასხვა ფორმატებში.
კიდევ
ერთი
მნიშვნელოვანი
ორმხრივი
შეხვედრა
გაიმართა
საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ მდივანთან, მარტინ ჩუნგონგთან,
სადაც მომავალ წელს, თბილისში, ახალგაზრდა პარლამენტართა გლობალური
კონფერენციის გამართვასთან დაკავშირებული დეტალები განიხილეს.
გენერალური მდივნის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოსადმი საერთაშორისო
ნდობას და საგანგებო როლს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის
შენარჩუნების საქმეში.
2019 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი;
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება
ASGP
პარლამენტის გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) შეხვედრები
ტრადიციულად გაიმართა ასამბლეის პარალელურად, რომლის მუშაობაშიც
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე, აქტიურად
მონაწილეობდა.
გივი მიქანაძემ ღონისძიებაზე წარადგინა მოხსენება საქართველოს პარლამენტის
აპარატში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმებისა და
მიღწევების თაობაზე. აპარატის უფროსმა მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა
სასწავლო ცენტრში შიდა ტრენერთა ჯგუფის შექმნა-ჩამოყალიბებაზე,
მომზადებულ სასწავლო სილაბუსებსა და ტრენინგ პროგრამებზე, სტაჟირების
ახალ მოდელზე, სასწავლო კალენდარსა და თანამშრომლობაზე სხვა პროფესიულ
და უმაღლეს სასწავლებლებთან.
განსაკუთრებული აქცენტები გივი მიქანაძემ პარლამენტის სასწავლო ცენტრში
მიმდინარე წლის სექტემბერში დანერგილ დისტანციურ სწავლებაზე გაამახვილა.
დეტალურად გააცნო კოლეგებს დისტანციური სწავლების მექანიზმი და
ფორმატი.
შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს
პარლამენტში საგანმანათლებლო კუთხით გატარებულ რეფორმას. გამოითქვა
მოსაზრება, რომ ჩატარდეს მსოფლიოს მასშტაბით კვლევა იმ საუკეთესო
გამოცდილებების გაზიარების კუთხით, რაც პარლამენტის სასწავლო ცენტრების
საქმიანობას უკავშირდება. რიგმა ქვეყნებმა გამოთქვეს სურვილი სასწავლო
ვიზიტით ეწვიონ საქართველოს პარლამენტს სასწავლო ცენტრს, გამოცდილების
შესწავლისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ გივი მიქანაძე პირველად მონაწილეობს მსგავს შეხვედრაში
პარლამენტის აპარატის უფროსების ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის
წევრის სტატუსით. მისი არჩევა აღმასრულებელ კომიტეტის წევრად 2019 წლის
აპრილში, დოჰაში მოხდა. პარლამენტის აპარატის უფროსების ასოციაცია
მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი პარლამენტის აპარატის უფროსსა და
ხელმძღვანელ პირებს აერთიანებს.
საპარლამენტთაშორისო კავშირის მომდევნო, რიგით 142-ე ასამბლეას, ა.წ. 16-20
ოქტომბერს, ჟენევა უმასპინძლებს.
მოამზადა ირაკლი ბროკიშვილმა
2019 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი;
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება