„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.11.2019
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/415/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-11-18
ბიუროს ნომერი 306

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში ) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე , №29, 27.07.2007, მუხ . 318) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა – სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობანაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებული მიწა;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი არ აღემატება ბარში 1.25 ჰა-ს, ხოლო ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში 5 ჰა-ს, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“; გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) შენობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით (მათ შორის, ხის კონსტრუქცია), გარდა დროებითი შენობისა;“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი: „პ) საძოვარი.“. 3. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია (სისტემური და სპორადული რეგისტრაცია) ხორციელდება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და მათ საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად.“. 4. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებამდე, კონსულტაციისთვის მიიწვიოს ადმინისტრაციული შესაბამისი სამართალწარმოების სახელმწიფო უწყების ფარგლებში კომპეტენტური წარმომადგენელი/წარმომადგენლები.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4-მე-6 პუნქტები: „4. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის (შემდგომში - სისტემური რეგისტრაცია) ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში (არეალებში) მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ამავე ბრძანებით განსაზღვრული ვადით, უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). სისტემური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, შესაბამის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება გაგრძელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების გარდა, სააგენტო ასევე უფლებამოსილია აღიაროს საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სათიბი ან სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამო კატეგორიის) მიწის ნაკვეთებზე, იმ შემთხვევაშიც, თუ მათზე განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ისინი არ წარმოადგენს დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს და რომელთა ჯამური ფართობი არ აღემატება ბარში 1.25 ჰას, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში - 5 ჰა-ს. 6. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საკუთრების უფლების აღიარების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით.“. 5. 41 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია სააგენტო, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით.“. 6. 51 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი სხვა დოკუმენტაციით უტყუარად არ დგინდება, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) განთავსებულია ამ კანონის ამოქმედებამდე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ან, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, სააგენტო უფლებამოსილია, დაინტერესებული პირისაგან დამატებით მოითხოვოს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ამ კანონის პირველი – მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი) არსებობის ფაქტს.“. 7. მე-6 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული საფასურის გადახდის გარეშე.“. 8. 71 და 72 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 71. ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლად მცხოვრები კომლების (ოჯახების) მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის საკუთრებაში გადაცემის წესი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლად მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში არ გადასცემიათ მიწის ნაკვეთები, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან ერთად ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებიდან 0,30 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცემათ უსასყიდლოდ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უსასყიდლოდ გადაცემული და ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი ერთ ფიზიკურ პირზე ან კომლზე (კომლის წევრებზე) არ უნდა აღემატებოდეს ბარში 1.25 ჰა-ს, ხოლო ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში 5 - ჰა-ს. მუხლი 72. წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩასახლებული კომლების (ოჯახების) მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის საკუთრებაში გადაცემის წესი 1. წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2009 წლის 1 ივნისის მდგომარეობით ჩასახლებულ კომლებს (ოჯახებს), რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წალკის მუნიციპალიტეტის ფარგლებში საკუთრებაში არ გადასცემიათ მიწის ნაკვეთები ან/და რომელთაც თვითნებურად აქვთ დაკავებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრის ფარგლებში 0,30-დან 1 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცემათ უსასყიდლოდ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უსასყიდლოდ გადაცემული და ამ კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი ერთ ფიზიკურ პირზე ან კომლზე (კომლის წევრებზე) არ უნდა აღემატებოდეს ბარში 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში 5 ჰა-ს.“. 9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 77 მუხლი: „მუხლი 77. კომისიებში წარდგენილი განცხადებების უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა სისტემური რეგისტრაციის დაწყებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) შექმნილმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიებმა სააგენტოს განსახილველად გადაუგზავნონ შესაბამის გეოგრაფიულ არეალში (არეალებში) მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით კომისიებში წარდგენილი განცხადებები, რომლებზეც შესაბამისი კომისიის მიერ მიღებული არ არის საბოლოო გადაწყვეტილება.“. მუხლი 2 2020 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებაში ცვლილების განხორციელება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების მომზადება განპირობებულია უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გადაწყვეტის აუცილებლობით, ასევე „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის შემუშავებით, რომელიც ახლებურად არეგულირებს სისტემური/სპორადული წესით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველად რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებს. ამასთან, კანონი შესაბამისობაშია მოსაყვანი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებასთან, ვინაიდან აღნიშნული კანონპროექტით იცვლება ამ კანონის სათაურიც და ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმისათვის, რათა სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიეცეს შესაძლებლობა, უზუნველყოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივებში 1994 წლიდან 2004 წლის 4 ოქტომბრამდე აღრიცხული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარება, დაზუსტებას საჭიროებს „მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთის“ ცნება. გარდა ამისა, კანონის მიღება აუცილებელია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიეცემა შესაძლებლობა, უზუნველყოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივებში 1994 წლიდან 2004 წლის 4 ოქტომბრამდე აღრიცხული თვითნებურად დაკავებული მიწაზე საკუთრების აღიარება, რაც ხელს შეუწყობს საკუთრების უფლების აღიარების პროცესის დაჩქარებას, ფიზიკურ პირთა საკუთრებაში გადასული მიწის ნაკვეთების ფართობების თაობაზე ზუსტი ინფორმაციის ფორმირებას და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გადასახადების ადმინისტრირების პროცესის მოწესრიგებას. ამასთან, კანონპროექტი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან. მნიშვნელოვანია, რომ იცვლება თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის განმარტება, კანონის პროექტით ცვლილება შედის თვითნებურად დაკავებული მიწაზე მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მახასიათებლებში და მიეთითება: აშენებული, მშენებარე და დანგრეული. ამასთან, უქმდება ჩანაწერი მომიჯნავედ მდებარე ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფართობის შეზღუდვის შესახებ (..., „რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე“). აღნიშნული ცვლილებებით მარტივდება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი შემდეგ ძირითად ცვლილებებს ითვალისწინებს:  მოქმედი კანონის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება შესაძლებელია, თუ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხულია 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. აღსანიშნავია, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივები ლიკვიდირებულ იქნა „საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის №416 ბრძანებულებით (ამოქმედდა 2004 წლის 4 ოქტომბრიდან). აღნიშნული რეგულირებიდან გამომდინარე, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ უწყებას, მოკლებულია შესაძლებლობას, აღიაროს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში 1994 წლიდან 2004 წლის 4 ოქტომბრამდე აღრიცხული თვითნებურად დაკავებული მიწა, რის გამოც მიწის ნაკვეთების მნიშვნელოვან რაოდენობაზე ვერ ხერხდება საკუთრების უფლების აღიარება. კანონპროექტით მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწად მიიჩნევა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებული მიწაც. მოქმედი რეგულაცია არათანაბარ პირობებში აყენებდა 1994 წლამდე და 1994 წლიდან 2004 წლის 4 ოქტომბრამდე ერთსა და იმავე ადმინისტრაციულ ორგანოში - ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხულ სხვადასხვა პირს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საარქივო და რეგისტრირებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე შეუძლებელია დასაბუთდეს, თუ რატომ უნდა მიიჩნეოდეს მხოლოდ 1994 წლამდე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული მონაცემები რეგისტრაციის საფუძვლად, იმ პირობებში, როდესაც ტექნიკური აღრიცხვის ბიუროები 2004 წლამდე აგრძელებდნენ საქმიანობას მანამდე არსებული წესების საფუძველზე და 1994 წლის შემდეგ რაიმე ძირეული ცვლილება განხორციელებულა. ქონების აქედან აღრიცხვის პროცედურებისა და წესის თვალსაზრისით, გამომდინარე, მიზანშეწონილია, მართლზომიერ არ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწად ასევე ჩაითვალოს 1994 წლიდან ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის ლიკვიდაციამდე თვითნებურად დაკავებული მიწაც.  სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას უზრუნველყოფს სააგენტო. საქართველოში მიწის რეგისტრაციის საერთო გამოწვევების დაძლევის, საკადასტრო მონაცემების ხარისხის გაუმჯობესების და მიწის ბაზრის განვითარების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2016 წელს დაიწყო საპილოტო პროგრამა მსოფლიო ბანკის „ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ (ILMDP) ფარგლებში. მისი მიზანი იყო არსებული პრობლემების გამოვლენა, საფუძვლიანი შესწავლა და მათი გადაწყვეტის გზების მოძიება, გამოცდილების მიღება და საპილოტო პროექტის შედეგების საფუძველზე სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბება, ეროვნული მეთოდოლოგიის და რეკომენდაციების შემუშავება სისტემური რეგისტრაციის მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით განსახორციელებლად. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 28 ივლისს მიიღო №351 დადგენილება, რომლითაც საპოლოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წარმოებისთვის გეოგრაფიული მრავალფეროვნებისა და განსხვავებული პრობლემატიკის მიხედვით განისაზღვრა შემდეგი არეალები: 1. კარალეთი (გორის მუნიციპალიტეტი); 2. ჯიმითი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი); 3. არბოშიკი (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი); 4. არხილოსკალო (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი); 5. სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი); 6. მანგლისი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი); 7. ზარიძეები (თიანეთის მუნიციპალიტეტი); 8. ვედიდკარი (მარტვილის მუნიციპალიტეტი); 9. ლახამულა (მესტიის მუნიციპალიტეტი); 10. საგურამო (მცხეთის მუნიციპალიტეტი); 11. მზისგული (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი); 12. შუახევი (შუახევის მუნიციპალიტეტი). საპილოტო არეალში სისტემური რეგისტრაცია პროაქტიულად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე. წარმოებდა საჯარო რეესტრის მიერ საპილოტო პროექტის ფარგლებში შემუშავდა მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ახალი ელექტრონული პროგრამა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის (აზომვითი ნახაზი, უფლების დამდგენი დოკუმენტაცია, დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები) დამუშავებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ვებ-პორტალი (http://pilotproject.napr.gov.ge/), სადაც დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია საპილოტო პროექტის მიმდინარეობისა და საპილოტო არეალებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. საპილოტო პროექტის მიმდინარეობისას მიწის ნაკვეთების შესახებ ინფორმაცია შეგროვდა უშუალოდ ადგილზე, მიწის მესაკუთრეების ჩართულობით, ყველა საველე სამუშაო, მიწების აგეგმვა/აზომვა და სარეგისტრაციო პროცედურები წარმოებდა მოქალაქისთვის უსასყიდლოდ. შედეგად, მიღწეულ იქნა მოსახლეობის აქტიური ჩართულობა, რამაც თორმეტივე საპილოტე არეალზე განაპირობა მიწის ნაკვეთების შესახებ სრულყოფილი საკადასტრო და უფლებრივი ინფორმაციის მოძიება, სისტემატიზაცია და რეგისტრაცია; მიღწეულ იქნა კადასტრის მაქსიმალური დაფარულობა. იმის გათვალისწინებით, რომ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სააგენტო უშუალოდ ადგილზე წარმართავს მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირების, მისი მფლობელების/მოდავე მხარეების დადგენის, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების ჩატარების, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიების პროცესს (განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის შემთხვევაში, ამ სამუშაოებს აწარმოებს პროექტის განმახორციელებელი), მიზანშეწონილია, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიების რეგისტრაციის პროცესში ჩართვის გარეშე, სააგენტომ თვითონ უზრუნველოს ასეთ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება. ამასთან, სააგენტო უფლებამოსილი იქნება, საკუთრების უფლება აღიაროს თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთებზე იმ შემთხვევაშიც, თუ მათზე განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ისინი არ წარმოადგენენ დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს, რაც, სხვა შემთხვევაში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელი წინაპირობაა. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საკუთრების უფლების აღიარების წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტიკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით. კანონპროექტით თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებისთვის დადგინდა მაქსიმალური ზღვრული ნორმა. კერძოდ, განისაზღვრა, რომ თვითნებურად დაკავებული, ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს ბარში 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში 5 ჰა-ს. კანონპროექტით ზუსტდება, რომ ამ კანონის მოქმედი, 71-72 მუხლების საფუძველზე უსასყიდლოდ უკვე რეგისტრირებული ფართობები გამოაკლდება მოცემულ ზღვრულ ნორმებს. ზღვრული ნორმები კი განისაზღვრა 1990-იან წლებში ჩატარებული მიწის რეფორმის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტებისა და უფლების დამდგენი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის №290 დადგენილების შესაბამისად დაწესდა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ნაკვეთების ზღვრული ნორმები, ადგილობრივი ბუნებრივი პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. კერძოდ, სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობისათვის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 1.25 ჰა, ხოლო მაღალმთიან რაიონებში - 5 ჰა. მიმდინარე მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ, მართალია, მიწების ნაწილი არის ფიზიკური პირების ფაქტობრივ მფლობელობაში/სარგებლობაში, მათ არ ჰყავთ მოდავე, თუმცა 90-იან წლებში ჩატარებული რეფორმის ხარვეზების გამო მოსახლეობას არ გააჩნია შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამდენად, აღნიშნული პრობლემის ეფექტურად მოგვარების მიზნით, კანონის პროექტით, ასეთ ოჯახებს მიეცემათ შესაძლებლობა მარტივად დაირეგისტრირონ მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები იმ ოდენობით, რაც მათ მეზობლად მცხოვრებ ოჯახებს დოკუმენტებით გადაეცათ. ამასთან, უქმდება ჩანაწერი მომიჯნავედ მდებარე ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფართობის შეზღუდვის შესახებ, კერძოდ, „რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე“. მიწის რეგისტრაციის რეფორმის ანალიზმა აჩვენა, რომ აღნიშნული შეზღუდვის არსებობა მნიშვნელოვნად აფერხებს საკუთრების უფლების მოპოვების პროცესს. ცვლილება შედის კანონის მე-3 მუხლის მე-4 და მე-6 მუხლის 41 პუნქტებში. ცვლილების თანახმად, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის ნაცვლად, მიეთითება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი. ამასთან, კანონის 51 მუხლს ემატება ახალი პუნქტი, რომლის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი სხვა დოკუმენტაციით უტყუარად არ დგინდება, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) განთავსებულია ამ კანონის ამოქმედებამდე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ან, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, სააგენტო უფლებამოსილია, დაინტერესებული პირისაგან დამატებით მოითხოვოს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს მიწის ნაკვეთზე შენობანაგებობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ამავე კანონის პირველი – მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი) არსებობის ფაქტს.  კანონს ემატება გარდამავალი შინაარსის 77 მუხლი, რომლის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის დაწყებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) შექმნილმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიებმა სააგენტოს განსახილველად უნდა გადაუგზავნონ შესაბამის გეოგრაფიულ არეალში (არეალებში) მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით კომისიებში წარდგენილი განცხადებები, რომლებზეც ამავე კომისიების მიერ მიღებული არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი კავშირშია 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამასთან და სამოქმედო გეგმასთან. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის 2020 წლის 1 იანვრიდან ძალაში შესვლა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების ამოქმედების თარიღს უკავშირდება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): 2016 წელს დაწყებული მიწის რეგისტრაციის 3 წლიანი გამოცდილება ცხადყოფს, რომ აუცილებელია „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებითი ცვლილებების განხორციელება და სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოებისა და მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული წესების კანონის მუდმივმოქმედ ნორმებად ქცევა. ამასთან, დაწყებული რეფორმის პროცესის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები არსებული კანონის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, ანუ 2020 წლის 1 იანვრამდე განხორციელდეს, რის გამოც აუცილებელია საკანონმდებლო პაკეტის საქართველოს პარლამენტში დაჩქარებული წესით განხილვა. წინამდებარე კანონპროექტიც ერთიანი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკუთარი სახსრები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან წინამდებარე კანონპროექტით არ არის შემოთავაზებული ისეთი ნორმები, რომლებიც 2016 წლის მიწის რეგისტრაციის რეფორმისგან განსხვავებულად ან ახლებურად დაარეგულირებს რეფორმის დაფინანსების საკითხს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკუთარი სახსრებიდან დაფინანსდება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იქნება, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საკუთრების უფლება აღიაროს თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათიბი და სახნავი კატეგორიის (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზეც. ამ ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად, 2022 წლის 1 იანვრამდე უსასყიდლოდ განხორციელდება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორის ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.